ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
როგორც გამოჩნდა, ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს და დრო სჭირდება იმისათვის, რომ ლონდონურ კლუბში ყველაფერი თავის გემოზე დაალაგოს.

"ბაზელის" ფეხბურთელებმა, სალაჰმა და შტრელერმა "ჩელსი" შოკში ჩააგდეს!

"ბარსელონამ" მესის ჰეთ თრიქით "აიაქსი" უპრობლემოდ გაანადგურა; "მილანს" და "არსენალს" გაუჭირდათ; დებიუტანტმა "აუსტრიამ" კი "პორტუსთან" მედგრად იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

E ჯგუფი

ჩელსი-ბაზელი 1:2

გოლები: 1:0 ოსკარი (45), 1:1 სალაჰი (72), 1:2 შტრელერი (81)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მოჰამედ სალაჰი (ბაზელი)

"იუვენტუსის" ფრე კოპენჰაგენში თურმე ჟურნალი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ოთხშაბათს გველოდა: იმას, რაც ბაზელმა ლონდონში შეძლო, სენსაციაც აღარ ეთქმის - პატარა სასწაულია.

თუმცა შვეიცარიულ კლუბს ინგლისური გრანდების გამწარება სჩვევია (გაიხსენეთ, როგორ ჩატოვა "ბაზელმა" შარშანწინ ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი"). შვეიცარიული კლუბის წარმატებას ორმაგად საინტერესოს და სენსაციურს ხდის ის, რომ პირველი ტაიმი "ჩელსიმ" მოიგო და "ბაზელმა" თამაში მეორე ნახევარში შეატრიალა.

არადა, პირველ ტაიმი და ზოგადად, მატჩის მიმდინარეობა ჟოზე მოურინიოს კლუბს ცუდს არაფერს უქადდა. მე-20 წუთამდე "ბაზელი" "ჩელსის" ნახევარზე არც გადასულა, მერე კი გადავიდა, მაგრამ აბსოლუტურად უხეიროდ. ლონდონელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

ამრიგად, პირველი ნახევრის მიწურულს ოსკარის გოლი, პრაქტიკულად, არაფრისგან შეიქმნა და გავიდა - ბრაზილიელმა ლემპარდის პასი შეიშნოვა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარიც "ჩელსის" უპირატესობით წარიმართა და 62-ე წუთზე ედენ აზარს სხვაობის გაზრდა მართებდა, მაგრამ კარგი მომენტი გაანიავა. ცოტა ხანში "ბაზელის" მეკარე იან ზომერმა სამუელ ეტო’ოს ჩაუჭრა გამჭოლი პასი. მერე კი დაიწყო ის, რასაც არავინ ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა:

შვეიცარიელებმა საოცნებო კომბინაცია, რომელშიც ბეჰრან საფარი, მატიას დელგადო და მარკო შტრელერი მონაწილეობდნენ, მოჰამედ სალაჰის გოლით დააგვირგვინეს. უფრო მეტიც: 81-ე წუთზე "ჩელსის" კართან დანიშნული კუთხური შტრელერის ზუსტი თავური დარტყმით დაგვირგვინდა - მას კეჰილმა ხელი ვერ შეუშალა. 92-ე წუთზე ეტო’ოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ზომერმა აუღო.

ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მწვრთნელი): "ჩვენს კარში პირველი გოლი ბრწყინვალე კომბინაციას მოჰყვა და ამის გამო "ბაზელის" ფეხბურთელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ. აი, მეორე გოლი კი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია - დაცვის ცენტრში უპატიებელი შეცდომები იქნა დაშვებული, რომელთა გამოც დავისაჯეთ."

მურატ იაკინი ("ბაზელის" მთავარი მწვრთნელი):

"ამ გამარჯვებით აჟიტირება არ ღირს - რაც უნდა იყოს, პირველი თამაში მოვიგეთ, წინ კი კიდევ 5 ტურია. უბრალოდ, გასახარია, რომ "ჩელსი" ლონდონში დავამარცხეთ".

შალკე-სტიაუა 3:0

გოლები: 1:0 უჩიდა (67), 2:0 კ. ბოატენგი (78), 3:0 დრაქსლერი (85)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კევინ-პრინს ბოატენგი (შალკე)

ვისაც მატჩი ან მისი მიმოხილვა არ უნახავს, ანგარიშმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს, რადგან ბუქარესტის "სტიაუა" ერთი საათის განმავლობაში საკმაოდ კარგად თამაშობდა, "შალკეს" თითქმის არაფერს აბედინებდა და პირიქით, კონტრშეტევებზე "კბენდა".

რუმინული კლუბი თავს კარგად იცავდა, მოედნის ცენტრშივე პრესინგს მიმართავდა და რაც დრო გადიოდა, გელზენკირხენელებს უფრო და უფრო ეტყობოდათ ნერვიულობა. "შალკეს" ფანები ფეხბურთელების შეგულიანებას უკვე ამაოდ ცდილობდნენ, როცა "სტიაუას" თავკაცმა რეგეკამპფმა არა დაცვა, არამედ შეტევა გააძლიერა და გარკვეულწილად, გარისკა.

თუმცა "შალკეს" პირველი გოლი ამ რისკის ბრალი არ ყოფილა - აცუტო უჩიდამ ანგარიში ძალიან მოულოდნელად და ალოგიკურად გახსნა. მისმა გოლმა "შალკეს" ფრთები შეასხა, "სტიაუა" კი ფსიქოლოგიურად მოშალა, რის შემდეგაც კევინ-პრინს ბოატენგმა და იულიან დრაქსლერმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ თამაშიდან გამომდინარე ერთობ ალოგიკური ანგარიში დააფიქსირეს.

იენს კელერი ("შალკეს" მწვრთნელი):

"ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დავიწყეთ, ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ კარი ისევ მშრალად შევინახეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში აშკარად გაგვიჭირდა. პირველ გოლში გაგვიმართლა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება დამსახურებულია."

ლაურენციუ რეგეკამპფი ("სტიაუას" მწვრთნელი):

"ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა - ოღონდ მეორე ტაიმის შუა პერიოდამდე. უიღბლო გოლის შემდეგ კი ფარ-ხმალი დავყარეთ. დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის უდიდესი განსხვავებაა."

F ჯგუფი

მარსელი-არსენალი 1:2

გოლები: 0:1 უოლკოტი (65), 0:2 რემსი (84), 1:2 აიუ (93-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: თეო უოლკოტი (არსენალი)

მარსელის "ოლიმპიკმა" საკუთარ მოედანზე "არსენალთან" ზედმეტად პასიური და უიდეო ფეხბურთი ითამაშა, რის გამოც "ველოდრომის" პუბლიკის სტვენა მატჩის განმალობაში რამდენჯერმე დაიმსახურა.

ლონდონელები კი მონდომებით უტევდნენ და აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. რომ არა მსაჯის შეცდომა, უგოლოდ არც პირველი ტაიმი დამთავრდებოდა - პორტუგალიელმა არბიტრმა ოლეგარიო ბენკერენშამ 26-ე წუთზე "მარსელის" კარში დასანიშნი პენალტი არ დანიშნა (მერტეზაკერს ფრანგების საჯარიმოში სახეში უთავაზეს).

აღსანიშნავია, რომ მალევე იმავე მერტეზაკერმა კინაღამ ავტოგოლი გაიტანა...

ნაპოლი-დორტმუნდი 2:1

გოლები: 1:0 იგუაინი (29), 2:0 ინსინიე (67), 2:1 სუნიგა (87-საკ. კარში)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლორენცო ინსინიე (ნაპოლი)

იურგენ კლოპმა სახე დაკარგაო - წერდა გერმანული პრესა გუშინ. ალბათ, ყველამ ნახეთ, რა დღეში იყო დორტმუნდის ემოციური მწვრთნელი იმ მომენტში, როცა გონსალო იგუაინმა ანგარიში გახსნა.

კლოპისგან გადარევებს ყველა მიჩვეულია, მაგრამ იმ მომენტში იურგენმა მართლაც სახე დაკარგა და უმჯობესია, ასე აღარ მოიქცეს ხოლმე. მეორე საკითხია ის, რომ 19 სექტემბერს მთელი საფეხბურთო გერმანია კლოპზე ლაპარაკობდა - იურგენმა თავისი საქციელით "ბორუსიას" ცუდი თამაში გადაფარა. თუმცა ეს გაძევებად დაუჯდა და დიდი შანსია, რომ უეფამ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შესაძლოა, დღემდე ვერ გაერკვიეთ, რამ აღაშფოთა იურგენი ასე ძალიან. საქმე იმაშია, რომ მეოთხე მსაჯმა მატს ჰუმელსის მოედანზე შეშვება დააგვიანა (ამ უკანასკნელს მანამდე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს), "ბორუსია" საკმაოდ დიდხანს იყო კაცნაკლული და იგუაინმაც სწორედ ამ დროს გახსნა ანგარიში. ჰუმელსი მოედანზე რომ ყოფილიყო, შესაძლოა, არგენტინელს ის გოლი ვერ გაეტანა.

ეს ვარაუდია და რაც შეეხება ფაქტებს: "ნაპოლიმ" ძალიან ჭკვიანური, ზომიერად აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და წინა სეზონის ფინალისტს დამსახურებულად მოუგო.

იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მწვრთნელი):

"ძალიან ცუდი საღამო გამოვიდა. ვერც ის ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია, ჩემი და ვაიდენფელერის გაძევებებმა კი საბოლოოდ მოგვშალა. ნერვები ვერ მოვთოკე და პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. რომანის გაძევებაც ჩემი ბრალია - როცა მშვიდად ვართ, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე. გუნდს უკვე მოვუბოდიშე, ახლა კი ფანებსაც ბოდიშს ვუხდი. ჩემს ემოციურობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ხანდახან უარყოფითი მხარეებიც აქვს. წარმომიდგენია, რას ფიქრობენ ჩემზე - აუცილებლად იტყვიან, გიჟიაო..."

G ჯგუფი

ატლეტიკო-ზენიტი 3:1

გოლები: 1:0 მირანდა (40), 1:1 ჰალკი (58), 2:1 არდა თურანი (64), 3:1 ბაპტისტაო (82)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კოკე (ატლეტიკო)

"ზენიტმა" მადრიდში თამაში, რა თქმა უნდა, დაცვითი სტილით დაიწყო და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა პეტერბურგელებს პირველი ტაიმის მიწურულამდე კარგად გამოსდიოდათ, მე-40 წუთზე კი კოკეს კუთხურს მირანდა გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.

მიღებული გოლის შემდეგ რუსებმა აქტიურად შეუტიეს - 56-ე წუთზე კერჟაკოვს ხუთი მეტრიდან კურტუამ აუღო, ორ წუთში კი მადრიდელთა მეკარე ჰალკის დარტყმისას უკვე უძლური აღმოჩნდა.

მიუხედავად გათანაბრებისა, "ზენიტმა" აქტიურად შეტევა განაგრძო და 62-ე წუთზე კერჟაკოვმა საჯარიმო დარტყმით კურტუას კარის ძელი შეაზანზარა. მაგრამ საბოლოო ჯამში "ზენიტი" სითამამისთვის დაისაჯა - ჯერ არდა თურანმა იხეირა, მერე კი - ლეო ბაპტიშტაომ.

ამრიგად, "ატლეტიკომ" დაგეგმილი სამი ქულა აიღო, ხოლო, რაც შეეხება "ზენიტს": რუსულ კლუბს ცუდად არ უთამაშია და ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა შეუძლია.

აუსტრია-პორტუ 0:1

გოლი: 0:1 ლუჩო გონსალესი (56)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუჩო გონსალესი (პორტუ)

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა გამოცდილ "პორტუსთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც წააგო. პირველ ტაიმში ავსტრიელები დაცვაში მყარად იდგნენ და პორტუგალიელებს საგოლე მომენტის შექმნის შანსი არ მისცეს. მეორე ნახევარში კი "ერნსტ-ჰაპელ-შტადიონზე" "პორტუ" გაცილებით უკეთ ათამაშდა და აქედან გამომდინარე, ლუჩო გონსალესის გოლს ლოგიკური ეთქმის.

H ჯგუფი

ბარსელონა-აიაქსი 4:0

გოლები: 1:0 მესი (21), 2:0 მესი (53), 3:0 პიკე (69), 4:0 მესი (75)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ლეო მესი კრიშტიანო რონალდოს არ ჩამორჩა და მის ჰეთ თრიქს (სამშაბათს, "გალათასარაისთან") არგენტინელმაც ჰეთ თრიქით უპასუხა. "ბარსელონა" მთელი მატჩის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ტემპი ისე აკონტროლა, როგორც სურდა და ისეთი ანგარიშით მოიგო, როგორითაც უნდოდა.

მილანი-სელტიკი 2:0

გოლები: 1:0 საპატა (82), 2:0 მუნტარი (85)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილიპ მექსე (მილანი)

"სელტიკმა" მილანი დიდხანს, ძალიან დიდხანს ანერვიულა და უსამართლობა ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გლაზგოელები, შესაძლოა, ფრეს იმსახურებდნენ. "სელტიკს" განსაკუთრებით კარგი მომენტები მეორე ტაიმში ჰქონდა და თუ შოტლანდიელებმა გოლი ვერ გაიტანეს, ეს პირველ რიგში ფილიპ მექსეს და კრისტიან აბიატის დამსახურებაა. შეხვედრის მიწურულს კი "როსონერის" გაუმართლა: საპატას დარტყმა რიკოშეტის შემდეგ ფორსტერის კარში აღმოჩნდა, რის შემდეგაც გლაზგოელებმა ფარ-ხმალი დაყარეს და მეორე გოლიც მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. I ტურის მიმოხილვა: მოდი, ვნახოთ "იუვე"... ვინ გაქურდა "იუვე"?

giorgipirweli
ჰუმელსი კი არა, სუბოტიჩი იყო მაგ დროს ტრამვირებული და ხუთი წუთის განმავლობაში სთხოვდა მთავარ მსაჯს მოედანზე შეშვებას. გოლიც ცენტრალური მცველის არყოფნის გამო გავიდა.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
მოტას რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ - ცნობილია ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს"
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში