შემოდგომის ტესტ-მატჩები: ახალზელანდიელთა პირველი ევროპული ტურნე და საშემოდგომო ტესტები

ნოემბრიდან მსოფლიო რაგბის სამყარო ერთი თვით სანაკრებო ბატალიებზე გადაერთვება, "4 ერის" გათამაშების წარმომადგენლები (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) ბებერ კონტინენტს ესტუმრებიან და ტესტ-მატჩთა სერიას გამართავენ წამყვან ევროპულ ნაკრებებთან.

თავის მხრივ საქართველოს ნაკრებს 3 უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევს, "ბორჯღალოსნები" აშშ-ის, კანადის და სამოის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებენ. სამივე შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში სერიოზული წინსვლა გარანტირებული ექნება.

სარაგბო ტესტ-მატჩთა ისტორია ოფიციალურად 1905 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც უკვე დაარსებული იყო სხვადასხვა ქვეყნების სარაგბო ფედერაციები: ახალი ზელანდიის 1905/06 წლის ნაკრებმა გადმოლახა ოკეანე და ტესტ-მატჩთა სერია მოაწყო ინგლისში, თუმცა XIX საუკუნის მიწურულსაც იყო ერთი სარაგბო ტურნე, რომელიც ისტორიას შემორჩა.

1888 წელს, ახალი ზელანდიის ქალაქ ნეიპირში, ენთუზიაზმით და რაგბის სიყვარულით გაჯერებულ სპორტსმენთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც სურდათ გადაეკვეთათ ავსტრალიის კონტინენტის საზღვრები და საკუთარი სპორტული ამბიციები ევროპაში გამოეცადათ. თავდაპირველად გუნდს სახელად "მაორები" შეურჩიეს, თუმცა დიდი ბჭობის შედეგად თჰე Nეწ ძეალანდ Nატივე Fოოტბალლ ღესპესენტატივეს დაირქვეს. Nატივე - აღნიშნავდა, რომ გუნდის ყველა წევრი ახალ ზელანდიაში გახლდათ დაბადებული და მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდა.

გუნდი ინტენსიურ მზადებას შეუდგა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მათ ჩანაფიქრს არცთუ ისე პერსპექტიულად მიიჩნევდა, რადგან თვლიდნენ, რომ თჰე Nეწ ძეალანდ Nატივე Fოოტბალლ ღესპესენტატივეს საოცრად მოსაწყენ და ერთფეროვან რაგბის თამაშობდა. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო გაზარდა მორაგბეთა მოტივაცია და მათ კიდევ უფრო დიდი მონდომებით განაგრძეს ვარჯიში. უკვე 1 წლის შემდეგ იგივე საზოგადოება აღტაცებაში მოჰყავდა გუნდის სათამაშო სტილს. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ: "ბრწყინვალეა, შესანიშნავია. აი რა კარგი შედეგი შეიძლება მოიტანოს უდიდესმა მონდომებამ და დიდმა სათამაშო პრაქტიკამ."

1988 წლის სექტემბერში მაორთა გუნდმა დატოვა საკუთარი ქვეყნის საზღვრები და გეზი ლონდონისაკენ აიღო... ისინი მშობლიურ ოკლენდში 11 თვის შემდეგ ლეგენდარული მოთამაშეების სტატუსით დაბრუნდნენ.

დიდ ბრიტანეთში გამართული პირველი ტურნეს ფარგლებში გუნდმა ღUGBY UNION-ის წესებით 107 მატჩი გამართა და 78 შემთხვევაში გამარჯვებულმა დატოვა მოედანი, პლუს 8 შეხვედრა ავსტრალიური წესებით ითამაშა, ხოლო ორჯერ სოკერშიც სცადა ბედი.

1889 წლის 17 თებერვალს მაორთა გუნდი შესანიშნავი განწყობით ხვდებოდა ინგლისის ნაკრებთან გასამართ უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩს: გასული 8 დღის განმავლობაში მათ ხომ ირლანდიისა და უელსის ეროვნული გუნდები ჰყავდათ დამარცხებული.

ქალაქ ბლექჰიტში გამართულ შეხვედრას როულენდ ჰილი მსაჯობდა (დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი; მოგვიანებით მისი სახელი თვიქნემის ერთ-ერთ კარიბჭეს ეწოდა), რომელმაც ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, რათა ახალზელანდიურ გუნდს ეს შეხვედრა წაეგო. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე არბიტრმა ორჯერ ლელო არ ჩაუთვალა სტუმრებს, ორივე შემთხვევაში მიზეზად ბურთის ჩათვლის მოედანში დამიწების მომენტის ვერდანახვა მოიყვანა. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე მატჩის მეორე ნახევარში, მაორთა კაპიტანმა თომას ელისონმა ტრავმა მიიღო და სანამ იგი თანაგუნდელებს სტადიონის ფარგლებს გარეთ გაჰყავდათ, ინგლისელმა ფრენკ ევერშედმა დრო იხელთა და ლელო დადო, რომელიც რეფერიმ, რაღა თქმა უნდა, ჩათვალა. სტუმრებმა პროტესტი გამოთქვეს და აღარ აპირებდნენ შეხვედრის გაგრძელებას, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრეს, ჩაამთავრეს მატჩი და 0:7 წააგეს.

ამ შემთხვევიდან 2 დღეში ინგლისის რაგბის ფედერაციამ წერილობით ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ახალზელანდიელებს ცუდი მსაჯობისთვის და ამით კონფლიქტიც ამოიწურა.

P.შ. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ ტურნეს დროს დაიბადა ჰაკას შესრულების იდეა, რომელიც მოგვიანებით ახალიზელანდიელი მორაგბეების სავიზიტო ბარათად იქცა მთელ მსოფლიოში.

2013 წლის შემოდგომის სანაკრებო ტესტ-მატჩები

I კვირა (2-3 ნოემბერი)

იაპონია - ახალი ზელანდია

ინგლისი - ავსტრალია

კანადა - მაორთა ნაკრები

(ახალი ზელანდია)

II კვირა (9 ნოემბერი)

იტალია - ავსტრალია

ინგლისი - არგენტინა

შოტლანდია - იაპონია

უელსი - სამხრეთ აფრიკა

ირლანდია - სამოა

საფრანგეთი - ახალი ზელანდია

ა.შ.შ - მაორთა ნაკრები

(ახალი ზელანდია)

ჩილე - ესპანეთი

საქართველო - კანადა

პორტუგალია - ფიჯი

რუმინეთი - ტონგა

III კვირა (15-17 ნოემბერი)

ბრაზილია - პორტუგალია

რუსეთი - იაპონია

იტალია - ფიჯი

ინგლისი - ახალი ზელანდია

უელსი - არგენტინა

საფრანგეთი - ტონგა

ირლანდია -ავსტრალია

საქართველო - აშშ

რუმინეთი - კანადა

ურუგვაი - ესპანეთი

შოტლანდია - სამხრეთ აფრიკა

ბარბაროსები (საფრანგეთი) - სამოა

IV კვირა (22-24 ნოემბერი)

უელსი - ტონგა

რუსეთი - აშშ

იტალია - არგენტინა

შოტლანდია - ავსტრალია

საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა

საქართველო - სამოა

პორტუგალია - კანადა

რუმინეთი - ფიჯი

ესპანეთი - იაპონია

ირლანდია - ახალი ზელანდია

V კვირა (30 ნოემბერი)

ბარბაროსები (მსოფლიო) - ფიჯი

უელსი - ავსტრალია

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"