ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებაში საფრანგეთში გათხოვილი ჩვენი თანამემამულეც მონაწილეობდა
ამას წინათ თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის თასი გათამაშდა, რომელშიც 9 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის გახლდათ საფრანგეთში გათხოვილი ჩვენი თანამემამულე ნინო მაისურაძე.

შვიდი წლისამ ისწავლა ჭადრაკის თამაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გოგი მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით. თანატოლთა შორის საქართველოს პირველობების მრავალგზის პრიზიორმა 14-წლიანებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. 1997 წელს მოსკოვში ბაადურ ჯობავასთან ერთად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დიდოსტატების წინააღმდეგ ითამაშა. 1998 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა.

ნიჭიერ მოჭადრაკეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ აქტიურ სპორტს ნელ-ნელა ჩამოშორდა.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, - მითხრა თბილისის ტურნირის დამთავრების შემდეგ ნინო მაისურაძემ. - სწავლა და ჭადრაკის შეთავსება გამიჭირდა, ამიტომ ბრძენთა თამაშს დროებით შევეშვი.

- რომელიც ლამის 8 წელიწადი გაგრძელდა.

- დიახ. მიზეზი ის იყო, რომ 2003 წელს საფრანგეთში გავთხოვდი. ჯერ ოჯახი, მერე - სორბონის უნივერსიტეტში სწავლა. უბრალოდ, ჭადრაკისთვის დრო არ მრჩებოდა. მეგობრების რჩევით, 2007 წელს პარიზის ერთ-ერთ ტურნირში ვითამაშე და გავიმარჯვე. მერე გულმა სხვა შეჯიბრებისკენაც გამიწია.

- და საფრანგეთის ქალთა ნაკრებშიც აღმოჩნდი...

- 2008 წლიდან, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა მივიღე, ორჯერ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სამჯერ კი ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე ვიასპარეზე.

2012 წელს სტამბულში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა, მე კი მე-2 დაფაზე მეხუთე ვიყავი. იმავე წელს "მიტროფას თასზე", ანუ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჩემპიონატშიც მივიღეთ მონაწილეობა და პირველ დაფაზე მცირე ოქროს მედალი მოვიპოვე.

- ოქრო წლეულს საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატზე დაიმსახურე.

- მას შემდეგ, რაც აქტიურ ჭადრაკს დავუბრუნდი, ხორვატიაში ორ წრიულ ტურნირში ვიასპარეზე და ორჯერვე დიდოსტატის ნორმატივი შევასრულე.

მერე საფრანგეთის ღია საერთაშორისო ტურნირში მესამე ბალი ავიღე და ქალთა შორის დიდოსტატობა შევასრულე. შარშანწინ საფრანგეთის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავე - სოფი მიიემ გამისწრო, რომელმაც მაშინ მესამედ მოიპოვა ტიტული.

სამაგიეროდ, წლეულს მე ვაჯობე. მიიემ მესამე ადგილი დაიკავა, მე და ახალგაზრდა ოსტატმა მატილდა კუნჟიუმ 11 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულა მოვაგროვეთ. ტაი-ბრეიკებში 3:1 გავიმარჯვე და პირველი ადგილი დავიკავე.

- ქართველ მოჭადრაკეებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბავშვობისას დაწყებული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. სხვადასხვა ტურნირზე ვხვდებით ერთმანეთს.

საქართველოს, ტრადიციულად, ქალებში შესანიშნავი მოჭადრაკეები ჰყავს. ამიტომაცაა, რომ მანდილოსანთა ნაკრები ნებისმიერ შეჯიბრებაზე ფავორიტთა შორისაა.

დღითიდღე იზრდება მსოფლიოში კონკურენცია, მაგრამ ქართველები არავის ჩამორჩებიან, ალბათ, იმიტომაც, რომ საქართველოში ჭადრაკი უწინდებურად უყვართ და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ, რაშიც ნონას თასის გათამაშებაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ევროპის წლევანდელ გუნდურ ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დროა, ამიტომ მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში ცოტა ხანს მშობლებთან დავრჩები და იმ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვისაც აქ მოვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში