ირაკლი კლიმიაშვილი რიგის "სკონტოთი" კმაყოფილია, მისი ქართველი მწვრთნელით კი - აღფრთოვანებული
ირაკლი კლიმიაშვილი ლატვიაში თამაშობს. 25 წლის ნახევარმცველმა თავის კარიერაში მეხუთე კლუბის მაისურა ივნისში მოირგო - "ვიტ ჯორჯიას", ტაშკენტის "ფახთაქორის", გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონის" მერე რიგის "სკონტოში" ჩაირიცხა.
მართალია, 2011 წელს მახაჭყალის "ანჟიში" გამოჩნდა, მაგრამ ამ გუნდის ფორმით მხოლოდ საკონტროლო შეხვედრები ჩაატარა.
კლიმიაშვილი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რიგაში ივნისში გაემგზავრა და ამ ბალტიისპირული ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა:
"ლატვიაში იმიტომ წამოვედი, რომ ეს ნაღდი ვარიანტი იყო და უკეთესის ძებნა აღარ მიცდია.
გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ "სკონტოს" პრეზიდენტი ვლადიმირ კალისნიჩენკო კარგად მიცნობდა - ოდესის "ჩერნომორეცში" სინჯების დროს შეკრებაზე ერთად ვიყავით. მერე კარიერა დაასრულა და კლუბის პრეზიდენტი გახდა. დამიკავშირდა, ჩასვლა შემომთავაზა და მალევე შევთანხმდით.
ისიც მახარებდა, გუნდს ქართველი მწვრთნელი თამაზ პერტია რომ წვრთნიდა".
კლიმიაშვილმა "სკონტოს" ფორმით უკვე 9 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა. ის ტრანსფერით კმაყოფილია:
"შესაძლოა, ლატვიის ჩემპიონატი ამჟამად მაღალი დონის არ არის, მაგრამ ძალიან კარგ კლუბში მოვხვდი. ჯერ ერთი, მშვენიერი სავარჯიშო პირობები გვაქვს და თუ გაზრდა და წინსვლა გსურს, ამას აუცილებლად მოახერხებ.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ აქაური ჩემპიონატის შეხვედრებს ბევრი სელექციონერი ესწრება და თავს თუ გამოიჩენ, პოლონეთის ან რუსეთ-უკრაინის ლიგაში გზა ხსნილი გაქვს.
20 ტურის შემდეგ "სკონტომ" ლატვიის ჩემპიონატში 50 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე ვართ და კონკურენტ "ვენტსპილსს" მთელი 8 ქულით ვუსწრებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 58 გოლი გავიტანეთ და სულ 5 გავუშვით.
რამდენი თამაში მოგვიგია 8:1, 7:1, 5:0 და ასეთი ანგარიშებით. თამაშის შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში, ბურთის ფლობის 80-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს. "სკონტო" ლატვიაში იმდენად გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, მეეჭვება, "ვენტსპილსი" ჩემპიონობაში შეგვეცილოს".
"საერთოდ, მწვრთნელზე ლაპარაკი უხერხულია და არასოდეს არც ერთი მათგანი არ დამიხასიათებია, მაგრამ ქართულ ფეხბურთზე გული შემტკივა და ვალდებული ვარ, ეს ვთქვა - თამაზ პერტიას საქართველოში კარგად არ იცნობენ და აქ ჩამოსვლამდე მეც მხოლოდ მისი გვარი მქონდა გაგებული, თორემ ურთიერთობა არასოდეს მქონია.
როგორც ყველა გულშემატკივარმა, მეც მარტო ისე ვიცოდი, რომ ლატვიაში მუშაობდა ქართველი სპეციალისტი, რომელიც ჯერ ამ ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს, შემდეგ კი საერთოდ - საუკეთესოდ.
მასთან ხანმოკლე მუშაობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია, რამდენიმე სერიოზული სასწავლო კურსი გაიარა, ხანგრძლივი პერიოდით კოვერჩიანოშიც იმყოფებოდა და თუ დამიჯერებთ, საქართველო ძალიან ბევრს აგებს, ასეთ წარმატებულ მწვრთნელს რომ ვერ იყენებს.
თავის დროზე "სკონტო" ყველასგან გამორჩეული ლატვიური კლუბი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, მაგრამ სანამ პერტია გუნდს ჩაიბარებდა, სამი წლის განმავლობაში "სკონტოს" ჩავარდნა ჰქონდა. ახლა კი, როგორც გითხარით, ლატვიაში კვლავ წარმატებული გუნდია და ყველასგან განსხვავებულ, ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
90 წუთის განმავლობაში პრესინგს მივმართავთ, რადგან გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული".
კლიმიაშვილი სკონტოელ ქართველებზეც გვიყვება:
"ქართველების მიმართ კლუბში გამორჩეული დამოკიდებულებაა და ეს უკვე ტრადიციად იქცა. ახლაც "სკონტოში" ხუთნი ვართ - მწვრთნელი და ოთხი ფეხბურთელი.
ლაშა დვალმა ძალიან კარგად დაიწყო თამაში, მაგრამ ტრავმამ გააჩერა და მკურნალობს. ლადო დათუნაშვილი საკმაოდ გამოცდილი მცველია, ლევან ჭაჭიაშვილი შემტევი ნახევარმცველია და მასაც დიდ იმედებს უკავშირებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
ლაშა დვალი: სხვა გზა თუ არ არის, "რედინგს" ამაზე უნდა დავთანხმდე...
"ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მჯერა, შრომას არ დამიკარგავს"
ლატვიის ვირსლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი შეიყვანეს
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ზურაბ ჯაფიაშვილი და "სკონტო": რა იქნება ხვალ?
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ᓠᓘᓒᓘᓡ "ᓡᓙᓝᓜᓢᓝᓛ" ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓚᓘᓛᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓚᓐᓨᓐ ᓓᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓝᓚᓔᓑᓘᓗ ᓛᓝᓘᓒᓝ
თამაზ პერტიამ ლატვიაში იჩხუბა, მისი "სკონტო" კი ჩემპიონატიდან მოკვეთეს
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
ლაშა დვალი: "რედინგის" შემოთავაზებულ ვარიანტს ისევ "სკონტო" ვამჯობინე
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
თამაზ პერტია რიგის "სკონტოს" ერთგულია
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა