ევრო-2012. შესარჩევი მატჩები: ხორვატია წლის ჩემპიონია

2010 წელი პირველ ადგილზე იმ გუნდმა დაასრულა F საკვალიფიკაციო ჯგუფში, რომელთანაც თემურ ქეცბაიას ნაკრებს ჯერ არ უთამაშია - გუშინ "მაქსიმირზე" ხორვატებმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე აჯობეს ჯგუფის აუტსაიდერ მალტას - 3:0. სლავენ ბილიჩმა შემტევი შემადგენლობა დააყენა, ანდა რად უნდოდა ბევრი მცველი, როცა კუნძულელებს სტუმრად შეტევის არც დრო და არც მარიფათი ჰქონდათ.

მალტელებს ტოტენჰემელი ნიკო კრანჩარის "აფეთქებაც" ეყოთ, ჯერ კიდევ მე-4 წუთზე რაკიტიჩის კუთხურის შემდეგ ნიკომ ბურთი დაუშვებლად დაურტყა ენდრიუ ჰოგს, მალტელმა მეკარემ კი ტრიბუნებს ტაში მოსწყვიტა. ჰოგმა ერთი-ორჯერ კიდევ იყოჩაღა, მაგრამ მუდმივად ვერც ის გაძლებდა და მე-18 წუთზე ნიკოს დარტყმულს დაახლოებით 12 მეტრიდან ვერაფერი მოუხერხა. ჯერ მოდრიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კი კრანჩარმა დუბლი შეასრულა - ამჯერად, ედუარდოს პასით. მეორე ტაიმში ჩამკვდარი თამაში შეცვლაზე შესულმა ნიკოლა კალინიჩმა გამოაცოცხლა მესამე გოლით - 3:0 და ბილიჩის გუნდი თბილისში ლიდერის რანგში ჩამოვა, რაშიც ეჭვი, ალბათ, არავის ეპარებოდა.

სლავენ ბილიჩი (ხორვატია): "ბედნიერები ვართ, რომ ჯგუფს სათავეში მოვექეცით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჯგუფში ყველა საკითხი ჯერ ღიაა. ყველაზე გადამწყვეტი მატჩები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გველის. მიხარია, რომ ნიკომ კარგად ითამაშა, ის მეტოქის კარს შორი დისტანციიდან ხშირად აწუხებდა. მის ბომბარდირულ თვისებებში კი ეჭვიც არ მეპარებოდა".

F ჯგუფი

ხორვატია-მალტა 3:0

ხორვატია: რუნიე, ჩორლუკა, შილდენფელდი, სრნა, კრანჩარი, პრანიჩი, რაკიტიჩი (69. ილიჩევიჩი), მოდრიჩი, დუიმოვიჩი, პეტრიჩი (60. კალინიჩი), ედუარდო (78. მანძუკიჩი).

მალტა: ჰოგი, გრიმა, კარუანა, სკიბერაში (88. პ. ფენეჩი), ბრიფა, პეისი, ჰატჩინსონი, ბაჯადა, მიფსუდი, შემბრი (70. რ. ფენეჩი), ბოგდანოვიჩი (82. სამუტი).

გოლები: 1:0 კრანჩარი (18), 2:0 კრანჩარი (42), 3:0 კალინიჩი (81)

მაყურებელი: 12 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 4 3 1 0 8-1 10

2. საბერძნეთი 4 2 2 0 4-2 8

3. საქართველო 4 1 3 0 3-2 6

4. ისრაელი 4 1 1 2 5-5 4

5. ლატვია 4 1 1 2 3-5 4

6. მალტა 4 0 0 4 1-9 0

მომდევნო ტური:

26 მარტი: საქართველო-ხორვატია, ისრაელი-ლატვია, მალტა-საბერძნეთი

ფინეთის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა, საბრალო სან მარინოს 8 უპასუხო გოლი გაუტანა. მიკაელ ფორსელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, კასპერ ჰამალაინენმა კი - დუბლი. ერთი გოლი თითქმის 40 წლის იარი ლიტმანენმაც კი გაიტანა. თამაში პირველ გოლამდე იყო, სან მარინომ თითქმის ტაიმი გაძლო, მეორე ტაიმში კი ნახევარ საათში 7 გოლი გაუშვა.

E ჯგუფი

ფინეთი-სან მარინო 8:0

ფინეთი: ფრედრიკსონი, პასანენი, ჰეიკინენი, მოისანდერი, ლამპი, ვაირინენი, რ. ერემენკო, ჰამალაინენი (70. პოროკარა), სიოლუნდი (46. ლიტმანენი), ფორსელი, ა. ერემენკო (79. კუქი).

სან მარინო: სიმონჩინი, ალბანი, დელა ვალე, ფ. ვიტაიოლი (72. ვანუჩი), ჩერველინი, ბული, ბერეტი (66. დელა ვალე), კოპინი, სელვა, მონტანია (79. მარანი), მ. ვიტაიოლი.

გოლები: 1:0 ვაირინენი (39), 2:0 ჰამალაინენი (48), 3:0 ფორსელი (51), 4:0 ფორსელი (59), 5:0 ჰამალაინენი (67), 6:0 ლიტმანენი (71-პენ), 7:0 პოროკარა (73), 8:0 ფორსელი (78).

მაყურებელი: 8 192

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 4 4 0 0 12-2 12

2. უნგრეთი 4 3 0 1 12-4 9

3. შვედეთი 3 2 0 1 9-4 6

4. მოლდოვა 4 2 0 2 5-3 6

5. ფინეთი 4 1 0 3 10-6 3

6. სან მარინო 5 0 0 5 0-29 0

მომდევნო ტური

25 მარტი: უნგრეთი-ჰოლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

puma
26-ში ხორვატების დაუმარცხებელი სერია დამთავრდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს