მისია შესრულებულია - 2010 წელი საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად დაასრულა

მისია შესრულებულია - 2010 წელი საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად დაასრულა, თუმცა რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, თემურ ქეცბაიას გუნდმა, რომელიც ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული, წაგებული თამაში შემოატრიალა და მოიგო! 18 წლის ჯანო ანანიძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, გოლი, რომელმაც ქეცბაიას მესამე გამარჯვება მოუტანა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ის კი არა, კარგა ხანს ვიხსენეთ, როდის შეძლო ბოლოს საქართველოს ნაკრებმა წაგებული თამაშის მოგება და ძლივს გავიხსენეთ - ექტორ კუპერის გუნდმა ამხანაგურ მატჩში უელსს მას შემდეგ სძლია, რაც ჩვენმა გოლკიპერმა დასანანი შეცდომა დაუშვა და მეტოქე დაწინაურდა. იგივე გოლკიპერი წუხელ საქართველოს ნაკრებში ერთერთი საუკეთესო იყო, სწორედ გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმი არ წავაგეთ - მან ნოვაკოვიჩს პენალტი აუღო.

სლოვენიელთა მესაჭე მატიაჟ კეკს სულ სხვა მიზნისთვის სჭირდებოდა ეს ამხანაგური მატჩი ზღვისპირა კოპერში (სლოვენიელებს ფანტასტიკური წელი ჰქონდათ, საუკეთესო მათი ფეხბურთის ისტორიაში და დადებითი შედეგით სურდათ დაესრულებინათ) და თემურ ქეცბაიას - სულ სხვა მიზნისთვის (ვფიქრობთ, ის გუნდის ახალი კადრებით გაძლიერების ძიებაშია). ამიტომაც მასპინძელთა შორის ბევრი ისეთი ვიხილეთ, რომელთაც მუნდიალზე ითამაშეს, მაშინ როცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ცალი ხელის თითებზე დაითვლიდი იმ ფეხბურთელებს, ვისაც ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის გამოცდილება აქვს, რომელ მუნდიალზეა ლაპარაკი...

ქეცბაიამ 4-2-3-1 სქემა არჩია - კარში ლორია გაამწესა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე "ვიტესში" ამ პოზიციაზე მოთამაშე გურამ კაშია, მარცხნივ - დავით კვირკველია, ცენტრში მწვრთნელმა კაპიტან კახა კალაძეს ტანმაღალი აკაკი ხუბუტია შეუწყვილა. დაცვითი ფუნქციების ნახევარმცველთა დუეტი ზურაბ ხიზანიშვილმა და ჯაბა კანკავამ შეადგინეს. სასიხარულოა, რომ ჯაბა ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა, დაბრუნებაც ურიგო არ გამოსვლია... შემტევი ნახევარმცველების ტრიო მარჯვნიდან მარცხნივ ასეთი იყო: გოჩა ხოჯავა, ანანიძე და ნიკოლოზ გელაშვილი, წინ კი ირაკლი მოდებაძე თამაშობდა. შესვენებისას და შესვენების შემდეგ ქეცბაიამ რამდენიმე ცვლილებას მიმართა და მწვრთნელს განსაკუთრებით შეცვლაზე შესულებმა, ალექსანდრე გურულმა და თორნიკე ოქრიაშვილმა გაუმართლეს.

თავიდანვე ვიტყვით, რომ საექსპერიმენტო შემადგენლობიდან ყველამ ვერ გაამართლა, თუმცა ცდად ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა. მთავარია, დებიუტანთთაგან (თუ მათგან, ვინც იშვიათად ხვდებოდა ნაკრებში) რამდენს შეარჩევს თემური ოფიციალური მატჩებისთვის. შევსება რომ იქნება, კოპერულმა გამარჯვებამაც დაგვანახა. ნათლად გამოჩნდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი არც "ნამდვილ" ნაკრებში დაიკარგება. გურული და ოქრიაშვილი განსაკუთრებით მოგვეწონენ - პირველმა მოედანზე გამოსვლიდან 20-იოდე წუთში გახსნა ეროვნულ ნაკრებში გოლების ანგარიში, მეორე კი ეფექტური დრიბლინგებით და კარგი პასებით გამოირჩეოდა. ასევე გამოჩნდა, რომ ზოგისთვის ეროვნულ გუნდში თამაში ან ძალიან ადრეა, ან გუნდს მათი თამაში ვერაფერს შემატებს. ვფიქრობთ, მწვრთნელი იოლად გამოიტანდა დასკვნებს.

თამაშს რაც შეეხება, კოპერში ნელი, ხშირად ტაატით, განვითარებული სლოვენიური იერიშები და ქართული კონტრშეტევები ვიხილეთ. დასამალი არც ისაა, რომ მასპინძლები გვჯობდნენ თამაშით, უფრო სახიფათოდ და მწყობრად უტევდნენ, მაგრამ ჩვენ გვყავდა მეკარე ლორია, რომელმაც ძალზე დამაჯერებლად ითამაშა. დასაწყისში მან მარცხენა მცველის მორიგი შეცდომის შემდეგ გადაგვარჩინა, თავიდან თითქოს თავადვე დააგვიანა, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმულზე რეაქცია მოასწრო. შემდეგ კი, როცა ტაიმის ბოლოსკენ კახა კალაძემ საჯარიმოში იუხეშა, მეკარემ სლოვენიელთა ფორვარდს მარცხენა კუთხეში დარტყმული პენალტი აუღო.

მეორე ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ - კუთხური შეცვლაზე შესულმა ილიჩიჩმა ჩააწოდა, ბოშტიან ცესარმა კალაძეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით გაიტანა. ამის შემდეგ სლოვენიელებმა ერთხელ ქართველთა ძელსაც გაარტყეს ბურთი. ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა, რაც 18 წლის თორნიკე ოქრიაშვილის გამოსვლას მოჰყვა - 67-ე წუთზე ბოიან იოკიჩმა ბურთი "ჩააბარა" გურულს, რომელმაც ცაციათი დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და ისე გავიდა იასმინ ჰანდანოვიჩის კარში. სლოვენიის ტელევიზია ჯერაც ქართველთა გოლის გამეორებას გვთავაზობდა, როცა მათე ვაწაძემ შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯანო ანანიძე და ქართული ფეხბურთის იმედმაც აუღელვებლად გაუტანა მასპინძლებს. ორ გოლს შორის ზუსტად 30 წამი გავიდა... ქეცბაიას გუნდი 2:1 დაწინაურდა და ეს უპირატესობა 94-ე წუთამდე შეინარჩუნა (ერთი-ორჯერ დაცვა აირია და სულ ეს იყო), მერე კი უელსელი არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა. აი, ასე დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში მე-15 ადგილზე მყოფი გუნდი.

თამაშის შემდეგ სლოვენიური სპორტული პორტალი "სიოლი" წერდა, რომ "ქართველთა ოქროს წუთმა "ბონიფიკა" დაადუმა".

17.11. კოპერი. "ბონიფიკა". 4 100 მაყურებელი

სლოვენია - საქართველო 1:2

1:0 ცესარი (51. ილიჩიჩის პასით), 1:1 გურული (67), 1:2 ანანიძე (68. ვაწაძის პასით)

სოვენია საქართველო

4-4-2 4-2-3-1

ს. ჰანდანოვიჩი ლორია

ბრეჩკო გ. კაშია

შულერი ხუბუტია

ცესარი კალაძე

იოკიჩი კვირკველია

ბაჩინოვიჩი ხიზანიშვილი

კირმი კანკავა

ბირსა ხოჯავა

კორენი ანანიძე

დედიჩი გელაშვილი

ნოვაკოვიჩი მოდებაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. კეკი თ. ქეცბაია

სლოვენია

46. კორენი - რადოსავლიევიჩი

46. ბირსა - ილიჩიჩი

46. დედიჩი - მატავჟი

53. ს. ჰანდანოვიჩი - ი. ჰანდანოვიჩი

71. იოკიჩი - ილიჩი

81. კირმი - ლიუბიანკიჩი

საქართველო

46. ხოჯავა - გურული

46. მოდებაძე - ვაწაძე

62. გელაშვილი - ოქრიაშვილი

73. კანკავა - კაკუბავა

89. ანანიძე - კოშკაძე

სათადარიგოები: კვასხვაძე, ხიდეშელი

გაფრთხილება: კალაძე (41), ილიჩიჩი (88)

მსაჯი: მარკ უაითბი (უელსი)

davit
ქეცბაია მაგარია, ქართველია როა მაინც სულ სხვაა რა.!!!!!!
reso
ლეგიონერებს დიდი მადლობა,მარა უნდა ცავიდნენ ახლა ,მოდის უკეტესი ტაობა და მაგატი დროა ,
vaxo
მიდი ქეცბა ჯიგარი ხარ. ბიჭებო არ გაჩერდეთ მიაწექით ვოლომდე
grisho
როგორც იქნა საქარტველოს ნაკრებმა ითამაშა და არა ვიღაცეებმა ვისაც საერთოდ არ ადარდებდა ნაკრები და გულშემატკივრები.. ამ ბიჭებს გაუმარჯოს და დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას, რომ საქართველოს ნაკრები ათამაშა და არა ვიღაც-ვიღაცეების
nesiko
ჩვენს გუნდს რა მაგრად უთამაშია ყოჩაღ ბიჭებს
iak
საგოლლლლ თემოოოოოოო და ნაკრებისსს ბიჩებსს მაგრამ მაინც თემოსსს გონდიააა და მაგიტო თამაშობენ ესე გულიანად...........
madridista
ვისაც არ მოსწონს ჩვენი ბიჭების თამაში, შეუძლია გადართოს და სერიალებს უყუროს ხოლმე!! უმართლებთ ძლიერებს რო იცოდეთ და გამართლება კი არ იყო გუშინ, გუშინ იყო მრისხანე მეტოქის ძლევა საკუტარ მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობით!! ესაა ამ თამაშის დეფინიცია და თუკი ვინმეს სლოვენიაზე ედო და წააგო ჩვენს ბიჭებს ნუ დააბრალებს!!! ქეცბაია ბრავო!! ბიჭებო ყოჩაღ!!! ანანიძე , გურული, ოქრიაშვილი და ლორია ძირითადში!!! ერთს ვიტყვი, მე მჯერა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მომავლის!! მე მჯერა უკვე შეუძლებლის - ევროპაზე გასვლა დავიჯერე გუშინ!!!
Rezo Chkhaidze
მგონი დაგვადგა საშველი და თავმოყვარე გუნდი გვეღირსა...
kaizer
ჯერ ერთი ფედერაციით აღფრთოვანებული ხალხი სად ნახე და მეორე,რა გამართლებაზეა საუბარი,ნაკრები რომ სხვაგვარად ათამაშდა არ ჩანს?
shoda
ვერ გამიგია ეს ხალხი ფედერაციამ ასე რით აღაფრთოვანა?? ერთი მათ ტვინებში ჩამახედა. გაუმართლათ ბიჭებს და მოიგეს. ძალიან კარგი, ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
zaza
გაიხარეთ ბიჭებო,ქეცბაია მაგარია
kaizer
მაგრები ხართ!შეგვძლებია თამაში ჭკვიანი კაცის ხელში.კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოთ საქართველო ბიჭებო!
barselona
გაიხარეთ ბიჭებო ძალიან მაგრები ხართ მაგრად გაგვახარეთ,ქეცბაიას და ფედერაციას ყოჩაღ .
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
"ნაპოლის" გაძლიერება სურს - ზამთრისთვის "პარტენოპეის" რამდენიმე ვარიანტი აქვს
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა
[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!