ტურნირის მესამე ტურში ქართველმა მოჭადრაკემ ჩინელ დიდოსტატ ჟაო სიუეს 70-ე სვლაზე მოუგო
ჩინელი დიდოსტატი ჟაო სიუე 2579 რეიტინგით ფიდეს მსოფლიო კლასიფიკაციაში მეხუთეა და საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად სამჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის წოდება, მსოფლიო საჭადრაკო ოლიამპიადების გამარჯვებულია.

ფიდეს ქალთა გრან პრის მესამე რაუნდის მესამე ტურში, რომელიც 20 სექტემბერს ტაშკენტში გაიმართა, ბელა ხოტენაშვილი სწორედ ჟაო სიუეს დაუპირისპირდა შავი ფიგურებით.

70-ე სვლაზე ქართველმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა. ეს ამ ტურნირზე ბელას ზედიზედ მეორე წარმატებაა.

ქულების დაუკარგავად მიიწევს წინ ინდოელი ჰამფი კონერუ. მე-3 ტურში მან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) დაამარცხა.

20 სექტემბერს დანარჩენი პარტიებიც შედეგიანი აღმოჩნდა:

ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) - გულისხან ნახბაიევა (ყაზახეთი) 1:0, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - ოლგა გირია (რუსეთი) 1:0.

სამი ტურის შემდეგ: კონერუ - 3, დრონავალი - 2,5, ხოტენაშვილი, ჟაო სიუე, ლაგნო - 2-2, ვენძიუნი, სტეფანოვა - 1,5-1,5, მუმინოვა, გირია - 1-1, ნახბაიევა, დანიელიანი, კოსტენიუკი - 0,5-0,5 ქულა.

21 სექტემბერს მე-4 ტურში ითამაშებენ: კოსტენიუკი - ხოტენაშვილი, ნახბაიაევა - ჟაო სიუე, გირია - მუმინოვა, ვენძიუნი - დრონავალი, დანიელიანი - სტეფანოვა, კონერუ - ლაგნო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა