თბილისელი ჩოგბურთელი ალბუკერკის (აშშ) ჩოგბურთელ ქალთა 75.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით თამაშს განაგრძობს
თბილისელი ანა ტატიშვილი წარმატებით თამაშს განაგრძობს ალბუკერკის (აშშ) ჩოგბურთელ ქალთა 75.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

20 სექტემბერს მან გერმანელ კრისტინა ბაროიშს ორივე სეტი მოუგო - 6:2, 6:2 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალისონ რისკეს (აშშ) დაუპირისპირდება.

ამ უკანსკნელმა მეოთხედფინალში თანამემამულე კოკო ვანდევეგი ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 6:1, 6:3.

დანარჩენი ორი მეოთხედფინალური პაექრობა ასე დასრულდა: ჩიე-იუ ჰსუ (აშშ)-პეტრა რამპრე (სლოვენია) 7:5, 6:0, შელბი როჯერსი (აშშ)-საშია ვიკერი (აშშ) 6:4, 6:4. მეორე ნახევარფინალში ჰსუ და როჯერსი ითამაშებენ.

საგულისხმოა, რომ ანა ტატიშვილი წყვილებში ირინა ფალკონისთან (აშშ) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და ორი მოგების სემდეგ აქაც ნახევარფინალშია.

ქართულ-ამერიკული ტანდემის მეტოქე მელონი ოუდინისა და ტეილორ ტოუსენდის (აშშ) დუეტი იქნება.

ნახევარფინალში გამოცდიან ერთმანეთს ელენი დანილიდუ (საბერძნეთი), კოკო ვანდევეგე (აშშ, 3) და ასია მუჰამადი (აშშ), ალი ვილი (აშშ, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iako
წარმატებები აან!!! ყველაფერი წინ გაქვს!!
თემო
ფინალშიც გავიდა. ოღონდ თამაშის ხარისხი საშინელი ჰქონდა: 14 ორმაგი და არცერთი ეისი. უბრალოდ, რისკემაც დაამტკიცა, რომ აშშ-ს ღია პირველობაზე კარგი თამაში ჯერჯერობით შემთხვევითობა და უფრო დანარჩენების ცუდი თამაშით იყო გამოწვეული.
მინდია
ქართველი ხარ "რომა"?
roma
ტატიშვილი არსად დაგეკარგოთ.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა