ბესიკ შეროზია: "ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე დავძლიეთ და მხოლოდ პროგრესის გზით ვივლით"

უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "კოლხეთმა" სეზონი მძლავრად დაიწყო და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებს შორისაც კი იყო მოქცეული, მაგრამ მალე ფინანსური კრიზისი დაეწყო, რაც შედეგებზეც უარყოფითად აისახა და ამჟამად ფოთელები გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე არიან. ამას საქართველოს თასიდან გამოვარდანა დაემატა, რამაც გუნდის წევრებს გუნება კიდევ უფრო გაუფუჭა. თუმცა "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ გუნდის ქომაგთათვის დამაიმედებელი ერთი ამბავი მაინც გვითხრა.

- უკვე გადაწყვეტილია, რომ ორი დღის ვადაში ფეხბურთელებს ბოლო ერთი თვის ანაზღაურებას გავუსტუმრებთ. მეტი დავალიანება არც გვაქვს და მოხარული ვარ, რომ ეს ლოკალური პრობლემა გადაიჭრა. საამისო თანხას ფოთის პორტი გადმოგვირიცხავს და ბუნებრივია, მისი ხელძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

- უსახსრობის გამო ოქტომბერში საწვრთნელი პროცესი ჩაგეშალათ...

- დიახ, მაშინდელი სანაკრებო პაუზა უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებმა ნაყოფიერად გამოიყენეს, ჩვენ კი რამდენიმე დღე გაგვიცდა და სწორედ ამას მოჰყვა შემდგომი რეგრესი. თავად განსაჯეთ, "სამტრედიასთან" სათამაშოდ რომ გავედით, ვარჯიში მხოლოდ ორი დღის განახლებული გვქონდა. ამის მიუხედავად, ამ შეხვედრაში ფრეს მივაღწიეთ, მაგრამ შემდეგ ჩავარდნას მაინც ვერ ავცდით. სამწუხაროა, სეზონის დასაწყისში მოპოვებული პოზიციები რომ დავთმეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სავსებით ლოგიკური იყო. რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება, ახლა მთავარია, გუნდმა არსებობა ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს და ყველაფერი რიგზე იქნება.

- უსახსრობის გამო, ზუგდიდის "ბაია" სეზონის მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ამგვარი საშიშროების წინაშე "კოლხეთიც" ხომ არ იდგა?

- არა, ყველა პრობლემის მიუხედავად, შემადგენლობის სრულად შენარჩუნება შევძელით. "ბაიასგან" განსხვავებით, წამყვანი მოთამაშეების დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს, რადგან ზუგდიდელებს მრავლად ჰყავთ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც დღესვე შეუძლიათ უმაღლეს ლიგაში თამაში. ჩვენც გვყავს ძლიერი ჭაბუკები, მაგრამ მაღალ დონეზე გამოსვლას ისინი ორი წლის შემდეგ თუ შეძლებენ.

- უკვე დიდი ხანია, "კოლხეთს" გამარჯვება არ მოუპოვებია...

- ასეა, უიმედოდ დავმარცხდით "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიასთან", მაგრამ გუნდის ბოლოდროინდელი თამაში მარწმუნებს, რომ კრიზისს სულ მალე დავძლევთ და გამარჯვებებიც მოვა. მთავარი ისაა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე დავძლიეთ და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის გზით ვივლით.

- საქართველოს თასის მერვედფინალში "გაგრასთან" განცდილი მარცხის შემდეგ თქვენი გუნდის წევრებმა მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვეს.

- პრეტენზია გვქონდა გოლზე, რომელიც გავიტანეთ და მსაჯებმა არ ჩაგვითვალეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, მაგრამ ერთი შეხედვით, მეტოქის კარი წესების სრული დაცვით დავლაშქრეთ.

- ვიდეოგამეორებაზე არ ჩანს, იყო თუ არა გოლი?

- მოგეხსენებათ, საქართველოში მატჩებს არცთუ ხარისხიანად იღებენ და ამიტომაც ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ არაფერი ჩანს. მოკლედ, რაც იყო, იყო – მართალია, თასიდან გამოვარდნამ გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ მთავარი ისაა, რაც "გაგრას" წინააღმდეგ ჩატარებულმა შეხვედრამ დაგვანახა – "კოლხეთმა" თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა და მალე ნებისმიერი მეტოქისთვის კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით. გამარჯვება "გაგრასთანაც" შეგვეძლო, მაგრამ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი, თუ გოლი ვერ გაიტანე, სათამაშო თუ ტერიტორიული უპირატესობა ყოველგვარ აზრს კარგავს. ხოლო რაც შეეხება არჩათვლილი გოლის თემას, თუკი "გაგრასთან" მატჩზე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალეს. თანაც, იმ დროისთვის ანგარიში გახსნილი არ იყო და არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მოვლენები, მსაჯებს უხეში შეცდომა რომ არ დაეშვათ.

- მივუბრუნდეთ "კოლხეთის" დაფინანსების საკითხს. სპონსორის საკითხის დადებითად გადაწყვეტა რამდენად რეალურია?

- ისევ და ისევ პორტის იმედი გვაქვს. დიდია იმის ალბათობა, რომ მისი წყალობით, კლუბის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყოს. მართალია, გუნდის სრულყოფილად ფუნქციონიორებას მილიონი მაინც სჭირდება, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, შევეცდებით, ნახევარი მილიონითაც გავიდეთ ფონს. პორტის გარდა, ასევე ქალაქის მერიის დიდი იმედიც გვაქვს.

- თუკი ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა, რა იქნება "კოლხეთის" მიზანი მიმდინარე სეზონში?

- ღმერთმა ქნას, მართლაც არ დაგვიდგეს არსებობის პრობლემა. ფოთი ნამდვილადაა იმის ღირსი, რომ უმაღლეს ლიგაში ძლიერი გუნდი ჰყავდეს და "კოლხეთში" მომუშავე თუ მოთამაშე თითოეული ადამიანი მაქსიმალურად ვედებით, რომ ეს ასე იყოს. ამ სეზონში ჩვენი უმთავრესი მიზანი რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, უფრო სერიოზულ მიზნებზე ფიქრიც შეიძლება. მთავარია, "კოლხეთს" ნორმალური პირობები ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"