21 სექტემბერს, ქართველი მცველის გატანილმა გოლმა "კრილია სოვეტოვს" "ურალთან" ქულა გადაურჩინა
საქართველოს ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა 21 სექტემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მატჩში "კრილია სოვეტოვსა" და "ურალს" შორის თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ალეკომ გოლი მე-18 წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამარელთა გუნდის მაისურით ეს ამისულაშვილის პირველი გოლია.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ "კრილიას" ქართველმა კაპიტანმა კლუბის პრესსამსახურის კითხვებს უპასუხა.

- ბოლო დროს ისე ხდება, რომ "კრილიაში" მეტ გოლს მცველები იტანთ. რატომ ხდება ასე და რამდენად შეიძლება ეს პრობლემად მივიჩნიოთ?

- ვფიქრობ, ეს პრობლემა არაა. პირიქით, ძალიან კარგია, როცა მცველები იტანენ. მთავარია, რომ ვიტანთ და ვინაა გოლის ავტორი, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ცუდი ისაა, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

- თუ გჩვევია გოლის გატანა და თუ იყო ეს მატჩი შენთვის განსაკუთრებული?

- უბრალოდ სასიამოვნოა, რომ გავიტანე, თორემ სხვა არაფერი... შინ ვთამაშობდით და იმედი გვქონდა, რომ სამ ქულას ავიღებდით. "ურალი" კარგი გუნდია და მოგება მეტოქესაც სურდა. თამაში რთული გამოვიდა, თან, მოედნის მდგომარეობაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე...

- "ურალს" სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს. ელოდით, რომ მეტოქე ორი თავდამსხმელით შეგიტევდათ და თუ დაგეგმეთ რამე მათი სწრაფი იერიშების გასანეიტრალებლად?

- მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებოდით, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვიცოდით, რომ "ურალი" კარგი გუნდი იყო, რომელსაც კონტშეტევებზე თამაში ეხერხება.

კაცმა რომ თქვას, სტუმრებს საგოლე მომენტები მრავლად არც ჰქონიათ, თითო-ოროლა... ასე რომ, მგონი გავუმკლავდით.

- "მძიმე" მოედანმა ალბათ ბევრი ენერგია წაგართვათ. შეძლებთ "ზენიტთან" უკვე ოთხშაბათს გასამართი მატჩში მოედანზე სრული საბრძოლო განწყობით გასვლას?

- ვნახოთ, ამას თამაში გვიჩვენებს...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
რუსი მეკარე: ტელევიზიით პრეზიდენტის ლაპარაკი ლაქლაქია, ხალხი მონებივით სჭირდებათ - ინტერვიუს გამო კლუბი მას დასჯის
"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
"მოღალატეს მეძახიან, საზონოვის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ..." - რას ამბობს კოვალენკო, რომელმაც სომხეთის ნაკრებში თამაშს რუსეთი ამჯობინა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი
12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება