ქართველ ჭაბუკებს დანიაში მხოლოდ იურიდული პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი
ერთი კვირის წინ დანიის პირველი დივიზიონის "ორჰუსში" ოთხი ქართველი ახალგაზრდა გასინჯვაზე მიიწვიეს: საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრები, მეკარე დათო ლეგაშვილი და უკანდახეული ფორვარდი დათო სხირტლაძე, 19-წლამდელთა ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე და ფლანგის ნახევარმცველი, 17 წლის ლაშა შინდაგორიძე. მათგან სამი, ლეგაშვილი, შინდაგორიძე და სხირტლაძე საფეხბურთო სკოლა "სასკოში" თამაზ კაციასთან ვარჯიშობენ.

დანიელები ტალანტების სიმცირეს უჩივიან, ფინანსურადაც არ ულხინთ და "ორჰუსის" თავკაცებმა იაფი საფეხბურთო ბაზრების ძიება დაიწყეს. მათ იმედისმომცემი ბავშვების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმით გადაწყვიტეს - ახალგაზრდა ფეხბურთელებს საერთაშორისო გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. დანიელებმა 19-წლამდელთა გუნდი გაცხრილეს და ახლების მიწვევას შეუდგნენ. კლუბის სელექციონერებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში ბევრი ტალანტია, მაგრამ ისინი იქ ვარსკვლავებად ვერ ყალიბდებიან, ეს კი დანიურ პირობებში შესაძლებელია.

"ქართველებით "ორჰუსის" დანტერესება დათო დევდარიანის წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა. კლუბის სპორტული დირექტორი ბრაიან სტინ ნილსენი მიიჩნევს, რომ საქართველო ტალანტების ქვეყანაა და დევდარიანის მსგავსი ნიჭიერი ბავშვები აინტერესებს. სკაუტებმა ჩვენი ფეხბურთელები ასაკობრივ ნაკრებებში ნახეს და დარწმუნდნენ, რომ არ ცდებოდნენ. ადაპტაციის შემდეგ ბიჭებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. ეს "ორჰუსის" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა იესპერ ფრედბერგმა და მთავარმა სელექციონერმა კასპერ დუგემ აღნიშნეს.

ისინი იმედოვნებენ, რომ "ორჰუსის" მომავლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯი გადადგეს. ბავშვებმა სპორტული მოთხოვნები დააკმაყოფილეს, თუმცა იურიდიული პრობლემებია მოსაგვარებელი. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება", - ამბობს ქართველი მენეჯერი მალხაზ მუსერიძე, რომლის მონაწილეობითაც გაემგზავრნენ დანიაში ქართველები.

რაში მდგომარეობს იურიდიული პრობლემა? "ორჰუსი" ქართველებთან პროფესიულ კონტრაქტს ვერ გააფორმებს მანამ, სანამ ეს ბიჭები სრულწლოვნები არ გახდებიან. თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან დანია შედარებით ლიბერალური კანონმდებლობით გამოირჩევა - იქ არაევროკავშირელებზე მკაცრი წესები არ მოქმედებს.

ქართველები "ორჰუსს" იანვარში შეუერთდებიან, ზაფხულამდე უკონტრაქტოდ ივარჯიშებენ, ოფიციალურ შეხვედრებს ვერ ჩაატარებენ. 18 წლის რომ გახდებიან, კონტრაქტებს მხოლოდ მაშინ გაუფორმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა