"ანჟისგან" განსხვავებით, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ქართველების სიმრავლე არავის აღიზიანებს
ომარ თეთრაძემ რუსეთის პრემიერლიგაში მეორე გუნდი გადაიყვანა - 2009 წელს მახაჩყალის "ანჟი", წლეულს კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა". დაღესტანშიც და ნიჟნიშიც თეთრაძემ ქართველები ჯგუფურად მიიწვია - ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე. ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ვოლგას" მათე ვაწაძე და გოგიტა გოგუაც შეუერთდებიან.

თუმცა პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ "ანჟის" ხელმძღვანელობას ქართველთა სიმრავლე არ ეპიტნავა და, როგორც ამტკიცებენ, თეთრაძემ მახაჩყალა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ახალგაზრდა სპეციალიტი ამტკიცებს, რომ "ვოლგაში" იგივე არ განმეორდება.

"დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ნიჟნი ნოვგოროდში მომავალ სეზონშიც ვიმუშავებ და უკვე სამზადისის გეგმაც შევადგინე: 4 იანვარს მოსკოვში შევიკრიბებით და იქიდან ანთალიაში გავემგზავრებით", - განაცხადა თეთრაძემ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ვოლგაში" შეკრებილი ქართველების უმრავლესობას მომავალ სეზონში არაფერი ემუქრება და მათ ისევე არ მოექცევიან, როგორც გასულ სეზონში "ანჟი" მოექცა. შესაძლოა, გუნდი რომელიმე ჩვენებურმა დატოვოს, მაგრამ ყველას ერთი ხელის მოსმით დათხოვნა გამორიცხულია.

თეთრაძეს არც უეფას ეჭვები აღელვებს - ახლახან ევროპული ფეხბურთის მმართველებმა რუსეთის საფეხბურთო კავშირს სთხოვეს, ყურადღება მიექცია ნიჟნინოვგოროდელთა სამი საეჭვო შეხვედრისთვის.

"არკვიონ რაც უნდათ, მე პრობლემას ვერ ვხედავ. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩებში საეჭვო არაფერია. შეუძლიათ "ვოლგა" პრემიერლიგიდან გარიცხონ? და რის საფუძველზე?", - გაოცებული კითხულობს თეთრაძე.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა