ჩინური და კორეული ტურნირების მიმოხილვა
ტოკიოსა და პეკინის სუპერტურნირების წინ ქალმა ჩოგბურთელებმა ორ აზიურ ქალაქში - გუანგჯოუსა და სეულში გაიარეს რეპეტიცია.

გუანგჯოუში შემადგენლობა საკმაოდ სუსტი იყო, ფავორიტებმა კი, თითქოს მოილაპარაკესო, პირველივე წრეში დათმეს თავიანთი შეხვედრები. განთესილთაგან მეოთხედფინალამდე სამმა გოგონამ მიაღწია, ნახევარფინალამდე - არც ერთმა.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, შუან ჟანმა დამაჯერებლად მიაღწია ნახევარფინალურ ეტაპამდე და იქ გაანადგურა ივონ მოისბურგერი - 6:1, 6:1. მეორე ნახევარფინალში თამაშობდნენ ვანია კინგი და ჩინეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ჟიე ჟენგი.

კინგმა, რომელმაც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით გააღწია, ზედიზედ ოთხი სამსეტიანი მატჩი ჩაატარა. მიუხედავად ამისა, მოასწრო ძალების აღდგენა და ჟენგი დაამარცხა - 3:6, 7:5, 6:3. საერთო ჯამში, ამერიკელმა კორტზე 9 საათი და 6 წუთი გაატარა. ამასთან, მან წყვილთა ტურნირის ფინალამდეც გააღწია.

ფინალში პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ტაი-ბრეიკი ჟენგმა მოიგო და შემდეგ კინგს დაღლილობამ შეახსენა თავი, რის გამოც მეორე პარტიაში არაფერი გამოუვიდა - 7:6(1), 6:1. ჩინელმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, თან ისე, რომ არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეს.

გუანგჯოუსგან განსხვავებით, სეულში გამოდიოდა ჩოგბურთელი TOP10-დან. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ მიიჩნია, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამის გამო კორეის დედაქალაქში ჩავიდა სათამაშოდ. მან ბადის ზედა მხრიდან ძალიან დამაჯერებლად მიაღწია ფინალამდე - ოთხ მატჩში მხოლოდ 11 გეიმი დაუთმო მეტოქეებს.

უფრო რთული გზა ჰქონდა მეორე ფინალისტს, რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას, რომელმაც პირველ წრეში სამი სეტი ითამაშა ანაბელ მედინა გარიგესის წინააღმდეგ, ნახევარფინალში კი 2 საათი და 23 წუთი იბრძოლა ვეტერან ფრანჩესკა სკიავონესთან. არც ერთ ჩოგბურთელს არ ჰქონია დიდი უპირატესობა და რუსმა ორი ტაიბ-ბრეიკით გაიმარჯვა - 7:6(11), 7:6(6).

ფინალის პირველ გეიმებში ისე ჩანდა, რომ რადვანსკა ისევე მოიგებდა მატჩს, როგორც ეს წინა დაპირისპირებებში გააკეთა. მან 3:0 წაიყვანა ანგარიში და მეოთხე გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. სწორედ ამ მომენტიდან მოუმატა რუსმა თამაშს და იმდენი გააკეთა, რომ სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ სეტბოლებამდე ვერ მივიდა.

სამაგიეროდ, აგნიეშკას 6:5-ზე ოთხჯერ შეეძლო პარტიის ერთი დარტყმით თავის სასარგებლოდ დასრულება, თუმცა ვერც მან გამოიყენა შანსი. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც 6:6-მდე მინი-ბრეიკი არ ყოფილა, ამის შემდეგ კი პავლიუჩენკოვამ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე ქულის აღება და სეტბოლიც გამოიყენა.

რუსმა ზედიზედ მესამე უმძიმესი სეტი მოიგო ტაი-ბრეიკზე და ამისთვის დიდი ენერგია დახარჯა. მეორე სეტის დასაწყისში მას ჩავარდნა დაეწყო და რადვანსკა ისევ დაწინაურდა - 3:0, ოღონდ ამჯერად ორმაგი ბრეიკით. პავლიუჩენკოვამ ბოლომდე იბრძოლა, ერთი ბრეიკი დაიბრუნა, 0:4-დან გადაარჩინა თავისი მოწოდება, ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ პოლონელმა მაინც თავისას მიაღწია.

მესამე სეტში თითქმის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იყო. ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. თავიდან წარმატების შანსი პავლიუჩენკოვას ჰქონდა, რომელმაც ჯერ სამმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ერთი დაფარული მატჩბოლი. რადვანსკამ შეინარჩუნა საკუთარი გეიმები, 5:4-ზე კი ბრეიკი გააკეთა - 6:7(6), 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ავტობუსს, რომლითაც "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები "უემბლიზე" მიდიოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ინდიან უელსი: სასწაულების დღე
ბოლო პრემიერი აგნიეშკა რადვანსკასია
რეიტინგები: სერენას ახალი მდევარი
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ
ისინიც ადამიანები არიან - ცნობილი ჩოგბურთელების სექსსკანდალები
WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი აზარენკა-ერანით იწყება
ინდიან უელსი: 6:2 ჯოკოვიჩთან - სენსაციაა!
ფოტო-NEWS: აგნიეშკა გათხოვდა