ბათუმური პაექრობების მონაწილეთა უმრავლესობამ თელავის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) გადაინაცვლა
აჭარის დედაქალაქში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში ოთხი ქართველიც ჩაება.

როგორც გაუწყეთ, სამი მათგანი პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას, სოფიო შაფათავამ კი სამ მეტოქეს სძლია და ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა პანოვასთან (რუსეთი), როცა ორი სეტის შემდეგ ანგარიში იყო 1:1, მესამე ხელის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო.

პანოვამ გადამწყვეტ პაექრობაში მე-2 ნომრად განთესილ კატერინა კოზლოვას (უკრაინა) აჯობა - 6:4, 0:6, 7:5 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

წყვილთა ფინალში უკრაინელების - ვალენტინა ივახნენკოს და კატარინა კოზლოვას დუეტმა ალონა ფომინას (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცის (გერმანია) ტანდემი დაჯაბნა - 6:0, 6:4.

ბათუმური პაექრობების მონაწილეთა უმრავლესობამ თელავის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) გადაინაცვლა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ჩვენებურს ჰქონდა ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი. 22 სექტემბერს ანა ჯიქიამ ანა ქადაგიძე დაამარცხა - 6:3, 6:1 და მეორე წრეში სლოვენიელ ნასტია კოლარის დაუპირისპირდება.

თინათინ ყავლაშვილმა მარიამ ბაიათიანს (სომხეთი) აჯობა - 6:0, 6:1, რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურმა მარგალიტა ჭიჭაშვილს მოუგო - 6:2, 6:1.

საკვალიფიკაციოს პირველ წრეში ბაბილინა მაჩაიძე ანია პრისლანს (სლოვენია) შეხვდება, ესთერ სარქისიანი (საქართველო) - ჟასმინ შტეიხერს, ლანა როსტიაშვილი - კლეოპატრა ქარუმაშვილს, მარიამ ღოღელაშვილი - შორენა ტატელიშვილს.

ძირითად ბადეში ქართველთაგან სოფიო შაფათავა და მარგალიტა ჩახნაშვილი ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ქართველი ჩოგბურთელები: კალაშნიკოვა ჩინეთში იგებს, ცივაძე - ყაზახეთში
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠ ᓡᓐᓔᓠᓗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓡ ᓒᓐᓛᓝᓔᓗᓘᓨᓐ
ᓥᓐ
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
განახლებული რეიტინგით - სოფიო შაფათავა ჩეხეთის 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასს ბელორუსით იწყებს
ᕐᓜ
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ᓤᓔ
ქართველი ჩოგბურთელები: გორგოძემ და ცივაძემ თითო ბარიერი გადალახეს
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐᓛ ᓘᓢᓐᓚᓘᓘᓡ ᓡᓐᓔᓠᓗᓐᓨᓝᓠᓘᓡᓝ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓘ ᓛᓝᓒᓔᓑᓘᓗ ᓓᓐᓘᓬᓧᓝ

ბათუმის ტურნირში ქართველები საკვალიფიკაციოს ვერ გასცდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ტურნირები და ჩვენები: კალაშნიკოვა მარსელის ტურნირის ძირითად ბადეშია