"იუნაიტედში" ამტკიცებენ, რომ "ოლდ ტრეფორდის" გაყიდვაზე არასოდეს უფიქრიათ
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები "ოლდ ტრეფორდს" "ოცნებათა თეატრს" უწოდებენ. ორიოდე თვის წინ გავრცელებულმა ცნობამ, "ეშმაკების" მესაკუთრეები არენის გასხვისებასა და შემდეგ მის დაქირავებას აპირებენო, პანიკა გამოიწვია.

ფანებმა ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სტადიონისთვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭება მოსთხოვეს. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა "იუნაიტედმა" მისი გასაჩივრება სცადა.

"დეილი მეილის" ცნობით, ხელმძღვანელობამ მალევე გადაიფიქრა სასამართლოში წასვლა და პირობა დადო, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებას შეეგუება. მთელი ეს დავიდარაბა იმის გამო ატყდა, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის გაყიდვა ბრიტანული კანონმდებლობით შეზღუდულია. მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაყიდვის შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენელთა შეთავაზებას პრიორიტეტი ენიჭება. შესაბამისად, მანჩესტერის რაიონული თვითმმართველობის გადაწყვეტილება "იუნაიტედს" ხელ-ფეხს უკრავს.

"მოხარულები ვართ, რომ კლუბი სტადიონის სტატუსის შეცვლას აღარ აპროტესტებს. სიმართლე გითხრათ, აქამდეც დარწმუნებულნი ვიყავით ჩვენს სიმართლეში, რადგან კონსულტაციებს ქვეყნის წამყვანი იურიდიული ფირმები გვიწევდნენ," - განაცხადა ფანკლუბის წარმომადგენელმა დანკან დრესდომ.

აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა "იუნაიტედის" პრესსამსახურმაც, სადაც ვკითხულობთ: "კლუბის პოზიცია არ შეცვლილა. დღემდე მიგვაჩნია, რომ სტადიონისთვის სტატუსის შეცვლა კანონის არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა. მეორე მხრივ, დარწმუნებულები ვართ, რომ მომხდარი არ აისახება კლუბის სამომავლო გეგმებზე. ვამაყობთ, რომ 100 წელზე მეტია, რაც "ოლდ ტრეფორდი" ჩვენი სახლია.

ამის დასტურია ისიც, რომ კლუბმა არენის რეკონსტრუქციაში ბოლო რვა წლის განმავლობაში 90 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა და ეს არ არის ზედა ზღვარი. სტადიონი "იუნაიტედს" კიდევ წლების განმავლობაში უნდა მოემსახუროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანჩესტერში სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის ქუჩა იქნება

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?