ქართველი დიდოსტატი რუსეთის სუპერფინალში მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგოდაა
ბოლო წლებში რუსეთის მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წარმატებებს ტატიანა კოსინცევას ჩინებული თამაშიც განაპირობებს. წლეულს ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე სწორედ მისმა შემართებამ და პირველ დაფაზე 10-დან 7 ქულის მოპოვებამაც შეუწყო ხელი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების გაჩემპიონებას. რუსი დიდოსტატი მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგში 2581 პუნქტით მეოთხეა უნგრელი იუდით პოლგარის (2686), ინდოელი ჰამფი კონერუსა (2600) და ჩინელი ჰოუ იფანის (2591) შემდეგ. 2007 და 2009 წლების ევროპის ჩემპიონია.

შარშან მსგავსი ტიტული გუნდურშიც დაიმსახურა.

ახლა ფიდეს ქალთა გრანპრის ეტაპებზე გამოსვლას არ იკითხავთ? ნალჩიკში პირველი იყო, ჯერმუკსა და ულანბატორში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავა. სამი ეტაპის ჯამში 390 ქულით ჯერჯერობით მესამეა. სხვა წარმატებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამგვარი ტიტულებითაც პლანეტის ნებისმიერი დიდოსტატი იამაყებდა. რუსეთის მე-60 ეროვნული ჩემპიონატის სუპერფინალში, რომელსაც მოსკოვში მიხეილ ჩიგორინის მოჭადრაკეთა ცენტრალური სახლი მასპინძლობს, ტატიანა კოსინცევას გამარჯვების რეალურ ფავორიტად მიიჩნევენ.

სწორედ ასეთ მეტოქეს დაუპირისპირდა გუშინ მეორე ტურში ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე (2401), რომელმაც შეჯიბრების სტარტზე ეფექტური თამაშით რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრი ვალენტინა გუნინა დაამარცხა. ნაკლებეფექტური არც გუშინდელი პარტია ყოფილა. ნაზის აქტიურ შეტევებს მოწინააღმდეგემ ვერაფერი დაუპირისპირა. 34-ე მგ5-ის შემდეგ რუსი მოჭადრაკე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ახალგაზრდა კოლეგას გამარჯვება მიულოცა.

დიაგრამა

27. ეე1 მე7 28. ეფ1 ლდ7

29. ე6 ფხე6 30. ფხე6 მხე6

31. ეაე1 მგ7 32. კხგ7 მფხგ7

33. ლე5+ მფგ8 34. მგ5 და შავები დანებდნენ.

გუშინ ზედიზედ მეორე მარცხი იგემა ვალენტინა გუნინამ - 45-ე სვლაზე იგი ვერა ნებოლსინას დანებდა. მსოფლიოს ამჟამინდელმა ჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა ოლგა გირიას სძლია. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ალისა გალიამოვა-ნატალია პოგონინა 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა-ტატიანა შადრინა 1:0, ანასტასია ბოდნარუკი-სვეტლანა მატვეევა 1:0,

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ პაიკიძე და კოსტენიუკი დაწინაურდნენ.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა