თბილისელ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლამ 78 ქულა მოუტანა
თბილისელ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლამ 78 ქულა მოუტანა.

ამ მონაგარით ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის კლასიფიკაციაში 38 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 317 ქულით 189-ე ადგილზეა.

დანარჩენ ქართველთა რეიტინგი ასეთია: 238 (233). სოფიო შაფათავა (230), 268 (265). ოქსანა კალაშნიკოვა (196), 478 (435). მაკა ჩახნაშვილი (72), 559 (558). ეკატერინე გორგოძე (52), 644 (643). სოფიო ქვაცაბაია (35 ქულა).

ქართველი ჩოგბურთელების უმეტესობა ახლა თელავის ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ასპარეზობს.

როგორც გაუწყეთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ჩვენიანი ცდიდა ძალებს, მაგრამ ძირითად ბადეში მათგან ვერავინ მოხვდა, თუმცა იქ ერთეულთა თანრიგში ექვსი წარმომადგენელი მაინც გვყავს - სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, მარგალიტა ჩახნაშვილი, ეკატერინე გორგოძე, თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე, რომლებიც 25 სექტემბრიდან ჩაებმებიან პაექრობაში.

24 სექტემბერს ქართველთა ორი წყვილი გავიდა კორტებზე და დამარცხებულმა დატოვა სარბიელი: ბაბილინა მაჩაიძემ და მარგალიტა ჭიჭაშვილმა ოლგა დოროშინასა (რუსეთი) და ლაურა პიკოშისთან (ბრაზილია) მშრალად წააგეს - 0:6, 0:6, ხოლო მარიამ ბოლქვაძემ და თამარ ჭალაგანიძემ ანა ცაიას (გერმანია) და მაშა ზეკა-პესკირიჩის (სლოვენია) დუეტს მხოლოდ ოთხი გეიმი აართვეს - 0:6, 4:6.

წყვილთა ორთაბრძოლას კიდევ ოთხი ქართველი შემორჩა: მარგალიტა ჩახნაშვილი და სოფიო ქვაცაბაია კატარზინა კავას (პოლონეთი) და მარგალიტა ლაზარევას (რუსეთი) დაუპირისპირდებიან, ხოლო სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ტურნირის მეოთხე ნომერ ალონა ფომინასა (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცის (გერმანია) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ლას-ვეგასის (აშშ) 50.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეშია ანა ტატიშვილი, რომელიც პირველ წრეში მასპინძელ სამანტა კრაუფორდს შეხვდება.

წყვილებში თბილისელი ჩოგბურთელი აილა ტომლიანოვიჩთანაა (ხორვატია) შეამხანაგებული და სტარტზე მესამე ნომრად განთესილი ამერიკელთა დუეტის - ჟაკლინ კაკოს და ნატალი პლუშკოტას ჩამოცილებას შეეცდება.

ჩინურ ნინგბოში დაიწყო ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი). საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ იოვანა იაკსიჩი (სერბეთი) დაამარცხა - 2:6, 6:4, 7:6, მეორეში კი რიჩელ ჰოგენკამპთან (ჰოლანდია) წააგო - 1:6, 3:6.

წყვილებში ოქსანა უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად ასპარეზობს. სტარტზე მათ იულია ბეიგელზიმერისა (უკრაინა) და კატარზინა პიტერის (პოლონეთი) დუეტს აჯობეს - 6:3, 6:3. ქართულ-უკრაინული ტანდემი მეოთხედფინალში ჩეხებს - პეტრა ჩეტკოვსკას და კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
რიო 2016. მედლების რეიტინგი: საქართველო მე-40 ადგილზეა
ᓮᓣᓗᕐ ᓥᕐᓠᓗ᠕
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
ფიდემ ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ᓐᓜ
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
ჭიდაობის მსოფლიო რეიტინგს სათავეში ქართველი სპორტსმენი ჩაუდგა
2 ნაბიჯით უკან - საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში დაიხია
მეორე საუკეთესო შედეგი ისტორიაში - ქართული კლუბების სარეიტინგო ქულები უეფას ცხრილში
ᓛᓐᓙᓐ ᓩᓐᓮᓜᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡ ᓬᓐᓠᓛᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓡᓢᓐᓠᓢᓘ ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ოთხი ადგილით დაქვეითდა
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 194-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔ ᓒᓐᓓᓐᓕᓘᓓᓐ
ᓣᓪᓮᓝᓣᓠ ᓙᓝᓠᓢᓔᓑᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ ᓨᓔᓛᓝᓠᓩᓐ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔᓐ