საშუალოდ რამდენ კილომეტრს დარბიან ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში
დიდი ხანია, რაც ფეხბურთს მეცნიერების დონეზე აანალიზებენ. მეტოქეები ერთმანეთს ისე დეტალურად სწავლობენ, როგორც გლობალური პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები.

ბოლო წლებში ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი გახდა მეტოქეთა და კონკრეტულ ფეხბურთელთა თამაშის დეტალური განხილვა - ვინ რამდენს მოძრაობს, რამდენს დარბის, რამდენ ზუსტ თუ არაზუსტ გადაცემას აკეთებს, რამდენად წარმატებულია ორთაბრძოლებში, დრიბლინგში, ბურთის ართმევაში და ასე შემდეგ...

უფულობის გამო საქართველოში ასეთი მონაცემების დამუშავებაც პრობლემაა. ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ზესტაფონთან" მოგებული მატჩის შემდეგ, ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე, კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რამდენ კილომეტრს დარბიან ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში, საინტერესო თემას შეეხო:

"არის ნტვ-ს პარტნიორი რუსული საფეხბურთო სააგენტო "ინტერსპორტი", რომელმაც შარშან თანამშრომლობა სწორედ ამ კუთხით შემოგვთავაზა - გააანალიზებდნენ ჩვენი და მომავალი მეტოქის თამაშებს. "სამტრედიასთან" ერთ შეხვედრაში 500 ევრო გადავიხადეთ.

ჩვენი ფეხბურთელის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 8,2 კილომეტრი იყო, 4 კილომეტრი კი - ყველაზე უარესი. ეს იმ დროს, როცა ევროპაში ფეხბურთელები მატჩის დროს საშუალოდ 10-12 კილომეტრს ფარავენ.

ეს აპარატურა აფიქსირებს კონკრეტულ მატჩში ყველა ფეხბურთელის მონაცემებს და მწვრთნელს და თავად ფეხბურთელებს უდიდეს სამსახურს უწევს, რადგან, ფაქტობრივად, საფეხბურთო ანატომიას წარმოადგენს და ზუსტ მონაცემებს გვაწვდის იმაზე, თუ ვინ რას აკეთებს მოედანზე".

ხაჩიძის თქმით, რუსებთან ამ კუთხით თანამშრომლობა მთელი სეზონის განმავლობაში სურდა, მაგრამ...

"საერთოდ, ასეთი სამსახური პირველად ევროპაში გამოიყენეს და დღეისთვის ისეთი პოპულარული გახდა, ანალიტიკურ სააგენტოებთან თანამშრომლობა უკვე მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე ხდება რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანშიც კი.

სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ასეთი თანამშრომლობა ჩვენთვის მხოლოდ ოცნებაა, რადგან ერთ კლუბს სეზონური კონტრაქტი 15 ათასი ევრო უჯდება.

სხვათა შორის, "ინტერსპორტს" თანამშრომლობა უმაღლესი ლიგის მატჩებზე სურდა და ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაც გამართა. ასეთ შემთხვევაში, გუნდებს სეზონზე მხოლოდ 5 ათასის გადახდა მოუწევდათ. ფედერაციაც მოწადინებული იყო, მაგრამ რამდენიმე კლუბს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აღმოაჩნდა. არადა, ასეთ სამსახურს ყველა ნორმალურ ქვეყანაში იყენებენ", - ამბობს ხაჩიძე.

ამ შემთხვევაში, მხოლოდ უფულობის მომიზეზება საქმეს ვერ უშველის. გამოდის, რომ სეზონში 60 ათას ევროდ "ინტერსპორტი" ქართულ ფეხბურთს უზარმაზარ სამსახურს გაუწევდა და დიაგნოზსაც დაუსვამდა.

ამას ნებისმიერ დროს შეიძლება მოებას თავი, რადგან "ინტერსპორტი" და მსგავსი პროფილის არაერთი ევროპული კომპანია თანამშრომლობას აქეთ იხვეწებიან - მათთვის ეს შემოსავლის წყაროა. ამ გაჭირვებულ ფეხბურთშიც კი 60 ათასი ევრო ის თანხა არ არის, რომლის გამონახვაც შეუძლებელია.

ბოლოს და ბოლოს, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარებისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყოფა და ასეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის 60 ათას ევროს რამენაირად უნდა შეველიოთ, ოღონდ, თუ მართლა ფეხბურთის განვითარებაზე ვფიქრობთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
..ამ კაცის კომენტარებს მარტო ჩვენ ვკითხულობთ თუ ყრუა ეს ხალხი?
Beniamin
მოკლედ სანამ ვინმე მდიდარი და ფეხბურთზე გაგიჟებით შეყვარებული კაცი არ გამოჩნდება იქამდე არაფერი არ გვეშველება...კიდე კარგად დარბიან ესენი...სადაც ფეხბურში ფული არ ტრიალებს დაღუპულია იქ ფეხბურთი ...ენთუზიაზმზე ვერ მოსთხოვ ფეხბურთელს ლიგა მოიგეო
tat
დიაგნოზი კი არა ბავშვთა მწვრთნელებს უნდა უცხოურ წარმატებულ კლუბებში სტაჟირებაზე დიდი ხნით გაშვება რომ დიდებს შედეგი ქონდეთ და მოძველებული მეთოდებით არ ავარჯიშონ
guja_kakhadze
ეს აპარატურა ბევრად უფრო იაფადაც შეიძლება შევიძინოთ, მაგრამ მაშინ გამოჩნდება ჩვენი ფეხბურთელების რეალური შესაძლებლობები. უფრო მარტივია ჩატარდეს ტესტი: 15 კილომეტრი ძუნძულით 90 წუთში. რომელი ფეხბურთელიც ვერ ჩააბარებს ამ უმარტივეს ტესტს მწვრთნელმა აიღოს ვალდებულება და მოამზადოს სათანადოდ. 16 წლის ასაკიდა მოყოლებული ყველა ჩემი მოსწავლე ამას 2 კვირაში ითვისებს და სუნთქვაც კი არ უჩქარდებათ. ამის შემდეგ ფეხბურთელი 2 ტაიმის განმავლობაში თავისუფლად მოძრაობს და თამაშის ტემპიც საგრძნობლად იმატებს, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს.
arcvin
აუცილებლად ღრუსებს დაასმევინეთ დიაგნოზი. სხვა ვერავინ გიშველით ვერც თქვენ და ვერც ქართულ ფეხბურთს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ხაჩიძე "ლოკომოტივთან" ნამატჩევს: სატრანსფერო ბანი მოგვეხსნა და გულშემატკივრების ფაქტორიც მნიშვნელოვანია
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები
რუსთავის ”მეტალურგს” ვარლამ კილასონიაც ტოვებს
"რუსთავის" მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დანიშნეს