"ურალის" გულშემატკივრები კლუბის ოფიციალურ საიტზე კითხულობენ - ბოლოს და ბოლოს, აძლევენ თუ არა ქართველს ვიზასო?!
ევროპული, რუსული და უკრაინული ინტერნეტგამოცემებისა და სააგენტოთა ("ფუტბოლი", "ფლეშსკორი", "ჩემპიონატ.რუ") ნაწილის ცნობით, ლაშა გვალიამ 26 სექტემბერს "ურალის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

"სამწუხაროდ, "ურალს" წარუმატებელი სერიის შეწყვეტაში 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გვალიაც ვერ დაეხმარა, რომელმაც კონტრაქტი ჯერ კიდევ აგვისტოში გააფორმა, მაგრამ ვიზას არ აძლევდნენ.

ეკატერინბურგელები საკუთარ არენაზე მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:3 დამარცხდნენ", - წერდა უკრაინული ინტერნეტგაზეთი "ფუტბოლი".

უკრაინელთა ცნობით, ლაშამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, რაც საკმაოდ უცნაური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ვენის "რაპიდთან" შეხვედრის შემდეგ ტრავმა აწუხებდა და უთამაშებელს ეგრევე ძირითად შემადგენლობაში ვინ დააყენებდა?

არადა, პოპულარული რუსული გაზეთის, "სპორტს-ექსპრესისა" და სააგენტო "სოკერვეის" მიერ გამოქვეყნებულ ოქმში გვალიას ხსენებაც არ არის. ამან დაგვაბნია და სიმართლის გასარკვევად თავად ფეხბურთელის ქართული ნომერი ავკრიფეთ.

ჰოი, საოცრებავ - გორის "დილას" ყოფილი ლიდერი თბილისში ყოფილა!

"საიდან მოიტანეს?! დღემდე თბილისში ვარ და რუსეთის ვიზას ველოდები. პრემიერლიგაში თამაში კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადები. თუმცა დამაიმედეს, რომ შესაძლოა, ჩემი საკითხი ორ დღეში მოგვარდეს", - გვითხრა გვალიამ.

"ურალის" გულშემატკივრები კი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კითხულობენ - ბოლოს და ბოლოს, აძლევენ თუ არა ქართველს ვიზასო?! აი, ასეთია ცრუ განგაშის ისტორია.

სამაგიეროდ, ნამდვილად ითამაშა ჯანო ანანიძემ. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის კლუბი "როსტოვი" პერმში "ამკარს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ჯანომ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

"როგორც იქნა, ანანიძე ასევე "სპარტაკიდან" განათხოვრებულ არტიომ ძიუბას შეუწყვილეს, მაგრამ მოედანზე ასეთი სოლიდური მოთამაშეების ყოფნის მიუხედავად, "როსტოვმა" პირველ ტაიმში ერთი ხეირიანი შეტევაც ვერ განახორციელა.

ერთადერთხელ, საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ძიუბა ისევ ანანიძემ მოძებნა, მაგრამ თავდამსხმელი მცველს ვერ გასცდა", - აღნიშნავს "სპორტს-ექსპრესი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ioio
მეც სიმართლე მეგოონა იმიტო რო ფლაშსქორზე ვნახე და გვალია ძIრითადშI იყო 90 წუთI
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
გიორგი ჭანტურია "სპარტაკს" დამარცხებით ემუქრება
"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა
"ლოკომოტივმა" "როსტოვს" ერთი ტაიმი გაუძლო - კაშიამ ითამაშა [VIDEO]
არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს
გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჟოზე მოურინიოს ეპატიჟება
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება
რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ