ძიუდოში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო (73) 3 თვით დისკვალიფიცირებულია
ძიუდოში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო (73) 3 თვით დისკვალიფიცირებულია.

მკაცრი განაჩენი მას იაპონიის ძიუდოს ფედერაციამ გამოუტანა ეგრეთ წოდებული დედოვშჩინის გამო. თურმე ნუ იტყვით და, მსოფლიოს ახალმოვლენილი ჩემპიონი მეგობრებთან ერთად საქვეყნოდ ცნობილი მშობლიური ტენრის უნივერსიტეტის პირველკურსელებისადმი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხილეს.

კიდევ უფრო ცუდია, რომ ამას არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური ხასიათი ჰქონია. ონოსთან ერთად 11 სტუდენტია დასჯილი - ონოს და კიდევ ოთხ ძიუდოისტს თავიდან კლუბმა 30-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ 3 თვემდე გაზარდა.

კიდევ ხუთი სპორტსმენი 2 კვირითაა დასჯილი, ორი კი მკაცრად გააფრთხილეს. როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, სასჯელის შემდეგ ონომ "თეთრი დროშები" გამოფინა და "ცხარე ცრემლებით" მოიბოდიშა: "ღრმა სინანულს განვიცდი მომხდარის გამო. გთხოვთ, მაპატიოთ ეს შეცდომა.

განსაკუთრებით ამ მომენტში, როცა იაპონიის ძიუდოს ფედერაცია სპორტში ფიზიკური ძალმომრეობის წინააღმდეგ იბრძვის" - განაცხადა მან.

როგორც ირკვევა, ონო კიდევ იოლად გადარჩენილა. "ბევრი მიიჩნევდა, რომ ის სამ თვეზე უფრო ხანგრძლივ სასჯელსაც იმსახურებდა, მაგრამ ჩვენი აზრით, ამას შეიძლებოდა, იმ სპორტსმენის კარიერა დაეზარალებინა, რომელსაც ნათელი მომავალი ელოდება" - განაცხადა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იასუხირო ტიკაიშიმ.

ძიუდოს ქომაგს შეხსენებაც არ სჭირდება, რომ 21 წლის ონო მსოფლიოს ჩემპიონი ახლახან, აგვისტოში ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე გახდა, სადაც ხარისხობრივად ძალიან კარგი ჭიდაობა აჩვენა, ფინალში კი ფრანგი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი უგო ლეგრანი დაამარცხა.

საწყენია, რომ მართლაც ნიჭიერი სპორტსმენი პიროვნულადაც მთლად ასე დიდი ვერ აღმოჩნდა და იმ ტრიუმფიდან ასე მალე გაეხვია სკანდალში. ამით მან ჩრდილი საკუთარ უნივერსიტეტსაც მიაყენა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი და ავტორიტეტულია იაპონიაში.

სხვა მოსწავლეებს თავი რომ დავანებოთ, მისი აღზრდილია ძიუდოში ოლიმპიადის ერთადერთი სამგზის ჩემპიონი ტადაჰირო ნომურა. აქედანაა გამოსული ათენის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონიც, იაპონიის ვაჟთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შინიჩი შინოჰარაც.

ასეა თუ ისე, შოჰეი ონო წლის ბოლომდე ვერ იჭიდავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ვერც 29-30 ნოემბერს, ტოკიოში ძიგორო კანოს მემორიალზე ჩასულ ჩვენს ძიუდოისტებს დაუპირისპირდება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ იაპონელ ძიუდოისტებს ამ ბოლოს სკანდალები მოუმრავლდათ - ჯერ იყო და ასევე უნივერსიტეტის კლუბში, საკუთარ შეგირდ გოგოსთან სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მასატო უჩიშიბა დააპატიმრეს, მერე ქალებისადმი გადამეტებულად მკაცრი მოპყრობის გამო (ბამბუკის ჯოხებით შეგირდების ცემა დაუმტკიცდა) პოსტი დაატოვებინეს იაპონიის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიუდი სონოდას, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა ძიუდოისტმა გოგომ სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა ქვეყნის ფედერაციის დირექტორ ჯირო ფუკუდას, ამას ფედერაციის მიერ თანხების არასწორად ხარჯვაზე მოჰყვა ალიაქოთი, რასაც უკვე ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ხარუკი უემურა შეეწირა - პოსტიდან გადადგა.

ერთი შეხედვით, ყოველმხრივ დალაგებულ იაპონიაში ძიუდოს საქმეები იმდენად აიწეწა, რომ იქაურ ფედერაციას ვითარების მოწესრიგება საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმაც კი რამდენჯერმე სთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
"დაუმარცხებელი" ონო პირველივე მეტოქემ დაჯაბნა [VIDEO]
...მაგრამ იმ დღეს 8 აგვისტო იყო - ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილთან
ლაშა შავდათუაშვილი: თუ ბევრს იშრომებ, წარმატება თავად მოგძებნის
მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ჩვენთვის ცუდად დასრულდა [VIDEO]
ქართველი მოჭიდავე კორეულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში იასპარეზებს