უბედური შემთხვევა ბრაზილიაში - ლეანდრო კაეტანო დე სოუზა ერთ-ერთი ბრძოლის წინ გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. შერეული ორთაბრძოლების მონაწილე, ბრაზილიელი ლეანდრო კაეტანო დე სოუზა ერთ-ერთი ბრძოლის წინ გარდაიცვალა.

ამის შესახებ "ფეისბუკში" დაწერა მებრძოლის მწვრთნელმა ანდრე პედერნეირასმა. მანვე დაამატა, რომ ორგანიზატორებმა გააუქმეს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დე სოუზას. ტურნირი 27 სექტემბერს რიო-დე-ჟანეიროში უნდა გამართულიყო.

მოგვიანებით, პედერნეირასმა გამოცემა Globo Esporte-ს მოუყვა, რომ აწონვის პროცედურის წინ, დე სოუზა წონის დაგდებას ცდილობდა. მწვრთნელმა განაცხადა, რომ მებრძოლი საუნაში იმყოფებოდა, როცა ცუდად გახდა. სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. გარდა ამისა, 26 წლის დე სოუზა რაღაც პრეპარატებს იღებდა, თუმცა მწვრთნელმა მათი სახელების დაზუსტება ვერ შეძლო.

დე სოუზამ შერეულ ორთაბრძოლებში 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, აქედან ხუთი მოიგო და ამდენჯერვე დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა