"არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის?"
2006 წელს "უიმბლდონის" მეოთხე წრეში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ რაფაელ ნადალთან დამარცხდა და მას შემდეგ ორი წელი ტრავმებს ებრძოდა. ოფიციალურ მატჩში ბოლოს ხუთი წლის წინაც ითამაშა, მაგრამ ჩოგბურთში დაბრუნების ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

ახლა მოსკოვში ცხოვრობს, მწვრთნელად მუშაობს და მართალია, თბილისშიც ხშირად ჩამოდის, მაგრამ მაინც ფიქრობს, არა მგონია, ჩემთან ინტერვიუ საქართველოში ბევრს აინტერესებდესო.

არადა, ვინ არ წაიკითხავს საუბარს ქართველ ჩოგბურთელთან, რომელსაც ლეგენდარული ანდრე აგასისთვის მოუგია, რომლის "ერთადერთი პრობლემა" ჭარბი წონაა, მოსკოველ ოლიგარქებს ავარჯიშებს, ქართველები კი რჩევას პრინციპულად არ ეკითხებიან... დანარჩენს ირაკლი ლაბაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- ამჟამად მოსკოვში ვცხოვრობ და მწვრთნელად ვმუშაობ. 16-17 წლის რამდენიმე მოსწავლე მყავს, ქართველი შეგირდებიც მყოლია, მაგრამ უმეტესად რუს ოლიგარქებს ვავარჯიშებ. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თორემ როცა გაიგებენ, მათ შესახებ ქართველ ჟურნალისტს რომ მოვუყევი, იქნებ მისაყვედურონ კიდეც, ფულს ამაში გიხდითო (იცინის)?

- მოსკოვში ჩოგბურთის მწვრთნელების მეტი რა არის, რატომ მაინცდამაინც ირაკლი ლაბაძე?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ისე, რატომაც არა? მიცნობენ, ჩემი თამაშიც ახსოვთ და ეამაყებათ, ერთად რომ ვვარჯიშობთ, წყვილთა ტურნირებზე ვთამაშობთ. საინტერესოც არის მათთვის, სახალისოც და თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი ვართ. ყოფილა შემთხვევა, ერთად მხოლოდ ნახევარი საათი გვითამაშია და იმდენი ფული მოუციათ, ავტომანქანის საყიდლად იკმარებდა!

- როგორი ყოფილა ცხოვრება პროფესიული ჩოგბურთის გარეშე?

- როცა აქტიური ჩოგბურთელი ვიყავი, ჩემთვის არც უნივერსიტეტი არსებობდა, არც მეგობრები და გართობა, საკუთარი თავისთვისაც კი არ მრჩებოდა დრო.

კი ბატონო, არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის? ისე გამოვიდა, რომ პროფესიული ჩოგბურთი მხოლოდ შვიდიოდე წელი ვითამაშე.

- მხოლოდ ტრავმების ბრალია, ჩოგბურთში მეტს რომ ვერ მიაღწიე?

- ჩემზე ხშირად გამიგია, ზარმაციაო. დიდად შრომისმოყვარე მართლაც არ ვყოფილვარ, პირდაპირ ვამბობ, მამაჩემი რომ არა, დღეს მებუფეტე ვიქნებოდი, თანაც, სკოლის მებუფეტე და გასუქება მერე გენახათ (იცინის).

მაგრამ ზარმაცმა და უვარგისმა მსოფლიოს 42-ე ჩოგნის სტატუსს მხოლოდ იმიტომ მივაღწიე, რომ ვარჯიშს მამაჩემი მაძალებდა? თქვენც მიაღწიეთ, თუ ასე ადვილია...

ბევრი რამ მეც არ ვიცი, მაგრამ მამაკაცთა ჩოგბურთში ალექსანდრე მეტრეველს ან მე თუ არ მკითხე რჩევა, ვის უნდა ჰკითხო? თუმცა არა, პრინციპულად არ გკითხავენ! ვჭირდები კი ვინმეს საქართველოში? არ ვიცი... აქ დავრჩენილიყავი და რაიმესთვის რომ მიმეღწია, ვიღაცებისთვის საჯდომზე მეკოცნა?

ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამიტომ წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ვჭირდები, სადაც იმას ვაკეთებ, რაც ვიცი!

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

bnb
> კარგი ქალები ირაკლის არ ესმის რა უნდა ილაპარაკოს და რა არა. რა გარYვნილი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს ყველაფერი კი არ უნდა ილაპარაკო. ესეც დაბლოკვაზე ლაპარაკობს. ეტყობა არ ესმის რომ ტენისი გუნდური სპორტი არ არის. და ბევრი რამე არის ინდივიუალ მჭვრთნელზე რომ ტალანტები აგმოაჩინოს.
მინდია
სამშობლო თუ გაგიგია რა არის ირაკლი?!?...უცხოელების აღზრდას ჩვენი მოზარდები აღგეზარდა არ გერჩივნა?...შენ არ იცი რას ნიშნავს იყო ქართველი!
guja_kakhadze
ირაკლი ცოტა მეტად მოძრავი რომ ყოფილიყო, ათეულშიც დაიმკვიდრებდა ადგილს.
ირაკლი ლაბაძე: საქართველოში ვიღაცებისთვის საჯდომზე მეკოცნა?
არა ! აუცილებელი იყო რუსეთში სამაგისოდ წასვლა !
roma
შენ,რომ სერიოზული შედეგებისთვის მიგეღწია,მართლა ხო გადაგვჭამდი თავს.
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ესეც პირველი ვარჯიში: ნოვაკი და ანდრე საქმეს შეუდგნენ
ალექსანდრე მეტრეველი: ლიტვა განსაკუთრებით წყვილებშია ძლიერი
ქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე
სერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი: აგასიმ არ იცოდა, რა ერჩია ჯოკოვიჩისთვის
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ჯოკოვიჩს ისევ აგასი გაწვრთნის
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
უიმბლდონის 10 ფაქტი: უსახელო კორტები, თეთრი ფორმა და სხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან მენატრება საქართველო, მიყვარს სამშობლო და მომწონს იქ ყოფნა
ანდრე აგასი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იქნება
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი ლაბაძის შემდეგ ტოპ-50-ში?
აგასი ჩემი კერპი იყო, მასთან გამარჯვება არ დამავიწყდება - ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან
დევისის თასი: საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტველთა შემადგენლობა ცნობილია