წლის უკანასკნელი ბაშოს მესამედი მიილია და უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ქართველმა სუმოისტებმა თავი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიგდეს - წარმოიდგინეთ, 5 დღიდან 3-ში ყველა ჩვენებურმა ერთად წააგო.

წლის უკანასკნელი ბაშოს მესამედი მიილია და უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ქართველმა სუმოისტებმა თავი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიგდეს - წარმოიდგინეთ, 5 დღიდან 3-ში ყველა ჩვენებურმა ერთად წააგო. ასეთი ცუდი სტარტი არც კი გვახსენდება...

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოს არანთან იორიკირით წააგო. ისე, ორი ევროპელი კომუსუბის ორთაბრძოლა ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა - ერთმაც და მეორემაც შეძლეს მეტოქის მავაშის მოხელთება. სამწუხაროდ, უკომპრომისო რკენაში ოსმა იმარჯვა. ლევანის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის საგანგაშო, მას 2-3 ბალანსი აქვს, თუმცა გუშინ ისეთ მეტოქესთან წააგო, რომელსაც აქამდე ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა. საინტერესო ბრძოლა გველის დღესაც - ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა ამინიშიკის ხვდება. "მატადორი" სუმოს სამყაროში გამორჩეული რიკიშია, უშიშარი და რისკიანი. ლევანი კი ღონით სჯობს სხვებს და არც ტექნიკა დაეწუნება. მათი ბრძოლების ისტორია უკვე 7 შეხვედრას ითვლის: 4:3 წინაა ქართველი.

ლევან ცაგურიამ (კოკაი) ვერაფერი გააწყო მონღოლ "არწივ" ტამავაშისთან, რომელმაც ქართველთა რკენაში მარჯვენათი სამაგალითო უვატენაგე შეასრულა. კოკაი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირაა, მისი ბალანსი 2-3-ია. დღეს "შავი ზღვა" მე-4 მაეგაშირა ტაკეკაძეს (2-3) ხვდება, რომელიც ერთობ უხერხული მეტოქეა მისთვის (5:10 ურთიერთშეხვედრებში).

ჩვენებურთაგან ყველაზე ცუდად საქმეები ელიტის უმძიმეს რიკიშის, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) მისდის. გაგამარუმ მონღოლ ტოკიტენკუსთან იორიტაოშის ილეთით წააგო. ჩვენებური (1-4) დღეს ტამავაშის დაეჭიდება, რომელთანაც კოკაი ვერას გახდა.

ტურნირის მე-5 დღეს ესტონელ ჩემპიონ ბარუტოს დაუმარცხებელი სვლა შეწყდა. სამაგიეროდ, მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, ისევე როგორც კაიომ და სეკივაკეს რანგის ორივე სუმოისტმა. კუნძულ კიუშუზე ელიტაში მხოლოდ ერთი დაუმარცხებელი დარჩა - მე-16 მაეგაშირა შოტენრო. ბუნებრივია, შოტენრო ჯერჯერობით რანგში მეზობლად მყოფებს ეჯიბრება, უფრო ძლიერ მეტოქეებთან კი ძალიან გაუჭირდება.

კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

V დღე (სულ 9 ილეთი)

იორიკირი (6): ჰაკუჰო-ასასეკირიუ, კისენოსატო-კოტოოშუ, ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ, არანი-ტოჩინოშინი, კიოკუტენჰო-კიმურაიამა, ტოსაიუტაკა-სოკოკურაი.

იორიტაოში (4): ჰომაშო-ბარუტო, ვაკანოსატო-ჰაკუბა, მოკონამი-შიმოტორი, ტოკიტენკუ-გაგამარუ.

უვატენაგე (3): კაიო-კიტატაიკი, ტოკუსეგავა-ტაკეკაძე, ტამავაში-კოკაი.

ოშიდაში (2): კორიუ-კასუგაო, შოტენრო-ოკინოუმი.

ჰატაკიკომი (1): კაკურიუ-ამინიშიკი.

უვატედაშინაგე (1): იოშიკაძე-კოტოკასუგა.

ცურიდაში (1): ტოიონოშიმა-ტაკამისაკარი.

შიტატედაშინაგე (1): ტოჩინონადა-ბუშუიამა.

ჰიკიოტოში (1): გოეიდო-მიაბიამა.

ფოტოზე: დღეს ტოჩინოშინი ამინიშიკის შეხვდება

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"