ორი მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა უქმეებზე
გასულ უქმეებზე ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა. ერთ-ერთს კანადის ქალაქი მონრეალი მასპინძლობდა, სადაც მასპინძელი მოკრივე, 90.7 კილოგრამამდე WBC-ის ჩემპიონი ადონის სტივენსონი ტიტულს იცავდა ამერიკელ ტავორის კლაუდთან შეხვედრაში.

სტივენსონი მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინირებდა და მეშვიდე რაუნდის ბოლოს კლაუდმა რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო. ამერიკელის მწვრთნელმა ბრძოლის შეჩერება გადაწყვიტა თავისი შეგირდის მარჯვენა თვალის დაზიანების გამო. ასე რომ, სტივენსონმა მოიპოვა IBF-ის საჩემპიონო ტიტული, რომელიც მანამდე კლაუდს ეკუთვნოდა.

კანადელისთვის ეს იყო 22-ე გამარჯვება პროფესიულ რინგზე 23 შეხვედრაში. აქედან სტივენსონმა 19-ჯერ ნოკაუტით მოიგო. კლაუდი მეორედ დამარცხდა 26 შეხვედრაში.

კალიფორნიის ქალაქ კარსონში შედგა ხულიო სეზარ-უმცროსის ნანატრი დაბრუნება რინგზე. ერთწლიანი პაუზა გამოწვეული იყო დისკვალიფიკაციითა და წონის დაგდების პრობლემით. შეგახსენებთ, რომ ჩავესი შარშან, 15 სექტემბერს ქულებით დამარცხდა არგენტინელ სერხიო მარტინესთან, რის შემდეგაც მარიხუანას გამოყენებისთვის ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ჩავესი ამერიკელ ბრაიან ვერას ხვდებოდა, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და შეეძლო დაგეგმილი ზეიმი გაეფუჭებინა მექსიკელებისთვის. ყველასთვის მოულოდნელად, ხულიო სეზარი მეორე ნომრით მოქმედებდა და წარმატებული კონტრშეტევების იმედი ჰქონდა. თავის მხრივ, მისი მეტოქე გაბარიტებში დიდი განსხვავების მიუხედავად, მუდმივად წინ მიდიოდა და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის შევიწროებას ცდილობდა.

ვერას ბოლომდე კარგად ეს არ გამოუვიდა, თუმცა მსაჯებს მაინც რთული გადაწყვეტილება ჰქონდათ მისაღები: მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი რაოდენობას (ვერას მუშაობა მთელ რინგზე) ან ხარისხს (ჩავესის კონტრშეტევები მძიმე დარტყმებით) შორის.

საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა ჩავესს მიანიჭა - 96:94, 97:93 და 98:92.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დერეკ ჩისორა ევროპის ჩემპიონია

Oto
აუ შენ კრივზე საერთოდ რომ არ დაწერო არა ?
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓣᓚᓘ ᓔᓞᓝᓥᓘᓡ ᓓᓐᓡᓐᓡᓠᓣᓚᓘ ᓙᓠᓘᓕᓨᓘ
მაიკ ტაისონი პრომოუტერი გახდა
ᓡᓔᓠᓮᓘᓝ ᓛᓐᓠᓢᓘᓜᓔᓡᓘ ᓓᓐᓠᓩᓐ
მან მეივეზერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, იყო ჩემპიონი, ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა გააღატაკა და უსახლკაროდ ქუჩაში გარდაიცვალა
მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?
ყოფილი ჩემპიონი: 20 წლის ვიყავი, ფეხბურთის გუნდმა სინჯებზე დამიბარა და...
დერეკ ჩისორა ევროპის ჩემპიონია
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაქსისტი "გადააგდო"
უკრაინელი ტიტულს ვერ შეწვდა