დავიდ ჟინოლამ კაპელოს ნაკრებს ტექნიკა დაუწუნა
ვის უნდა შეეფასებინა ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებთა თამაში საუკეთესოდ თუ არა ინგლისში მოღვაწე ფრანგ მწვრთნელს, „არსენალის“ თავკაცს არსენ ვენგერს“, რომელმაც თქვა, რომ მის თანამემამულეთაგან ინგლისელების ასე იოლად დამარცხებას ნამდვილად არ ელოდა. აქ, მთავარი იმდენად ანგარიში (2:1) არ არის, რამდენადაც ის, თუ როგორ ითამაშა მასპინძლეთა გუნდმა - ეს გახლდათ ფაბიო კაპელოს პირველი მარცხი „უემბლიზე“, ინგლისის ნაკრების თავკაცის რანგში.

ვენგერმა თქვა: „ინგლისელების ასეთი დამარცხება ძალიან საწყენი გახლდათ. კარგი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ, ისევე, როგორც კარგი მწვრთნელი ვერ მიაღწევს ვერაფერს კარგი მოთამაშეების გარეშე. დღეს ჩვენ ძალიან უსულგულო ინგლისის ნაკრები ვიხილეთ. ამ გუნდმა მოწინააღმდეგეს ინიციატივა სრულიად დაუთმო, თან საკუთარ მოედანზე, რაც ძალიან გასაკვირი გახლდათ. აი, რას ნიშნავს ამხანაგური თამაში ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

სტივენ ჯერარდი მოედანზე საერთოდ ჩაკარგული ჩანდა. როდესაც ის ბურთს კარგავდა, საშინელება იწყებოდა. მერე, ინგლისელები ამ ბურთს როგორც იქნა დაიბრუნებდნენ, მაგრამ ისევ ძალიან იოლად შეელეოდნენ ხოლმე. ფეხბურთელები ორთაბრძოლებს ერიდებოდნენ. ბურთი პირველივე გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგეს უვარდებოდა, თან, ინგლისელების ნახევარზევე. მოედანზე ერთადერთი გუნდი იყო - საფრანგეთის ნაკრები“.

„არსენალის“ თავკაცმა ამ შეხვედრას თვალი ტრიბუნიდან ადევნა და ასეთი რამ დაასკვნა: „როდესაც ინგლისელები „უემბლიზე“ თამაშობენ, რაღაც ემართებათ. მორცხვები თუ მორიდებულები ხდებიან. დევიდ ბექჰემი მიყვებოდა, პრესისგან თამაშების წინ ისეთი ზეწოლაა, რომ ფეხბურთელები შებორკილები ვხდებითო.

საერთოდ, მდიდარი იმ საფეხბურთო ქვეყანას ეთქმის, რომელსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ინგლისის ნაკრებს კი საკმარისია ხუთი მოთამაშე დააკლდეს, რომ შემცვლელებს ვეღარ ხედავთ. დღეს, „უემბლიზე“ ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთა დონე საფრანგეთის ნაკრების დასამარცხებლად საკმარისი არ იყო“.

ინგლისში ლეგენდად დარჩენილმა კიდევ ერთმა ფრანგმა, „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა გარემარბმა დავიდ ჟინოლამ, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მოსაპოვებლად ბრძოლაში ინგლისელთა ელჩი გახლავთ, კაპელოს გუნდს ტექნიკა დაუწუნა:

„ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ისეთი რამ აკლიათ, რასაც ახლა ვეღარ ისწავლიან. ეს ისეთი რამ არის, რასაც ექვსი-შვიდი წლისანი სწავლობენ. გუნდურ თამაშსა და ბრძოლას არ ვულისხმობ, ბურთაობაზე ვამბობ. მახსოვს, „ნიუკასლში“ რომ გადავედი, ბურთით ვვარჯიშობდი და ყმაწვილთა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა მითხრა, რას აკეთებ, დანახვას ვერ ვასწრებო. რასაკვირველია, ასეც უნდა იყოს, მეთქი, მე ვუპასუხე. მან კიდევ ცოტა ხანი მიყურა და მკითხა, ასეთი რამეების კეთება სად ისწავლე, ჩვენ, აქ, ინგლისში, ფეხბურთელებს ასეთ რაღაცებს არ ვასწავლოთო. ვფიქრობ, დროა ამ ქვეყანაში ბავშვებს სწორედ ასეთი რამეების სწავლება დაუწყონ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"