ქართველი ჩოგბურთელი მეექვსე ნომრად განთესილ კოკო ვანდევეგესთან (აშშ) დამარცხდა და ლასვეგასურ ტურნირს 32 სარეიტინგო ქულით დაემშვიდობა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) სამ მეტოქეს სძლია (ორზე უკვე გაუწყეთ).

მეოთხედფინალში ამერიკელი ელი კიკი ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 6:0, 6:0, ნახევარფინალური ბარიერი კი ჩვენებურისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა - მეექვსე ნომრად განთესილ კოკო ვანდევეგესთან (აშშ) 1:6, 3:6 დამარცხდა და ლასვეგასურ ტურნირს 32 სარეიტინგო ქულით დაემშვიდობა.

თელავში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგის ფინალს რუსები შემორჩნენ. 29 სექტემბერს, გადამწყვეტ პაექრობაში მე-7 ნომრად განთესილმა ალექსანდრა პანოვამ ვიქტორია კანს ორ სეტში აჯობა 7:5, 6:1 და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

წყვილებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ მარია-ელენა კამერინი (იტალია) და ანია პრისლანი (სლოვენია), რომლებმაც ფინალში ანა ცაიას (გერმანია) და მაშა ზეკ-პესკირიჩის (სლოვენია) დუეტს მოუგეს - 7:5, 6:2.

პეკინში დაიწყო ჩოგბურთელთა ჩინეთის ღია პირველობა (საპრიზო ფონდი 5.185.625) დოლარი), რომლის წყვილთა პაექრობაში ძალებს მოსინჯავს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ჟანეტ ჰუსაროვასთან (სლოვაკეთი) ერთად სტარტზე ვერა დუშევინას (რუსეთი) და სანტოია პარა არანჩას (ესპანეთი) დუეტს დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში მე-4 ნომრად განთესილ ელენა იანკოვიჩისა (სერბეთი) და კატარინა სრებოტნიკის (სლოვენია) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად