ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კრივი, ყვინთვა და ინგლისური სერენადები

კრივი, ყვინთვა და ინგლისური სერენადები

ვინც პრემიერლიგის VI ტურის ბოლო მატჩს უყურა, ალბათ, კარგა ხანს არ დაავიწყდება "ნიუკასლის" პატარა ფანი, რომელიც მამასთან იყო ჩახუტებული და გამწარებული ტიროდა
შაბათს, ერთ-ერთ ინგლისურ საფეხბურთო შოუში ჯეიმი კარაგერმა წლევანდელ პრემიერლიგაზე ილაპარაკა - "არსენალს" ლიგაში საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავსო, "ლივერპულს" 2 საუკეთესო თავდამსხმელიო, "ჩელსის" ბევრი მყვირალა სახელი ჰყავს და ეგ ხშირად ბევრ პრობლემას ნიშნავსო.

"მანჩესტერ იუნაიტედზე" რას იტყვიო, ჰკითხეს და "სიტი" უფრო მაღლა დგას, ამით ყველაფერი ნათქვამიაო, - უპასუხა.

იქვე, გვერდით მჯდომმა გარი ნევილმა ვერ მოითმინა და, მაგ "სიტიმ" წეღან "ასტონ ვილასთან" წააგო და იქამდე კიდევ "კარდიფთანო", - უთხრა.

- არა, კაცო, მე "ჰალ სიტიზე" გეუბნებოდიო. - სქაუზერულად იანგლა "ლივერპულის" ლეგენდამ.

"ჰალმა" 1:0 მოუგო "ვესტ ჰემს" და მართლა 4 ადგილით უსწრებს "მანიუს", მაგრამ წელს არც "ჰალის" თამაშია მთავარი, არც "არსენალის" სუპერსერია, არც მოყოჩაღებული "ლივერპული" და არც სხვა რამ, გარდა ერთისა - "იუნაიტედმა" საზიზღრად დაიწყო სეზონი და ახლა მე-12 ადგილზეა.

ინგლისში უკვე ანეკდოტიც გამოაცხვეს - 11 წელი ცდილობდა დევიდ მოიესი, "ევერტონი" "მანჩესტერზე" მაღლა მდგარიყო ცხრილში და აჰა, როგორც იქნა, აისრულა საწადელიო.

"ევერტონი" მერე ვახსენოთ, ახლა კი "იუნაიტედისა" ვთქვათ.

Silk Sport HD-ს საშუალებით, ყოველ ტურში თამაშების ნახევარზე მეტს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ და ამიტომ ამა თუ იმ მატჩის დეტალებზე ლაპარაკს და მომენტების აღწერას აღარ მოვყვები, მაგრამ ვინც მანკუნიანელების და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" შეხვედრა ნახა, დამერწმუნება, რომ სტუმრებმა ალალად მოიგეს. ეგ კი არა, რაც გაიტანეს, ბარე ორი იმდენის გატანა კიდევ შეეძლოთ.

თავის გატეხვის შემდეგ შესანიშნავად ათამაშებულმა უეინ რუნიმ რომ გაათანაბრა, ალბათ, ყველამ იფიქრა, მასპინძლები ფერგიუსონისგან ნაჩვევ მორიგ "ქამბექს" დადებენო, მაგრამ ისევ იქით გაუშვეს გოლი და მე-6 მატჩში უკვე მესამე წააგეს. 20-გზის ჩემპიონები ახალგაზრდა ბერაჰინომ დაასამარა.

სხვის ჯიბეში ქექვა რა ჩვენი საქმეა, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ეს ყმაწვილი ფეხბურთს კვირაში 850 ფუნტად თამაშობს, იგივე უეინ რუნი კი 250 ათასს იღებს დროის იმავე მონაკვეთში.

როგორც უკვე თავში ვახსენეთ, წააგო მეორე მანჩესტერულმა კლუბმა "სიტიმაც" და თან ისე, რომ ორჯერ იგებდა. "ასტონ ვილამ" 3:2 მოიგო და სტუმართა მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის ათქმევინა: "არ მჯერა, რომ ვერ მოვიგეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. წაგება კატასტროფა არაა, მე ის გაშვებული 3 გოლი უფრო მაფიქრებს "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ. გერმანელებთან ვეცდებით, უკეთესად ვითამაშოთ და იმედია გაგვიმართლებს. დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით".

მოკლედ, წაუქართულა რა.

ლონდონში კი "ტოტენჰემის" ფანებმა ჟოზე მოურინიოს უმღერეს "შენ აღარ ხარ განსაკუთრებულიო". "უაით ჰართ ლეინზე" დედაქალაქური დერბი ფრედ, 1:1 დასრულდა. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ მოურინიო და ვილაშ-ბოაში.

ყველა ინტერესით ელოდა მოსწავლისა და შეგირდის დაპირისპირებას, მაგრამ მათი ამბავი ვერტონგენისა და ტორესის გაუთავებელმა ძიძგილაობამ დაჩრდილა, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი მინდვრიდან დროზე ადრე მიაბრძანეს. ახლა კი თითების უშნოდ ქნევისთვის და მეტოქის სახეზე ფათურისთვის დისკვალიფიკაცია ელის.

მოურინიომ გაღმა შედავება არჩია და ყველაფერი ვერტონგენს დააბრალა, მაგის ბრალია ყველაფერი, ერთ ეპიზოდში ისე აფერისტულად წაიქცა, მსაჯები ვერ გაერკვნენ სიტუაციაში და დისკვალიფიკაცია ჩემს ფეხბურთელს კი არა, თვითონ მაგას ეკუთვნისო.

ამ ყველაფრის ფონზე კი კვლავ იყოჩაღა "არსენალმა" და სტუმრად "სუონსისთან" 2:1 მოგების შემდეგ ერთპიროვნულად გალიდერდა. ვენგერის გუნდისთვის ეს სხვადასხვა ტურნირში გასვლაზე მოგებული ზედიზედ მე-12 მატჩი იყო, პრემიერლიგაში კი - ზედიზედ მე-8, რაც 2001-02 წლების სეზონის რეკორდის გამეორებაა. აი, მაგ სეზონში კი "მეთოფეები" ჩემპიონები გახდნენ და ვინ იცის?!

"არსენალს" კვალში სეზონის ყინჩად დამწყები "ლივერპული" ჩაუდგა და "სანდერლენდთან" სტუმრად 3:1 მოგებულ მატჩში ერთი უცნაური ნავსიც გატეხა. მერსისაიდელებს უკვე მრავალი თამაში იყო, მეორე ტაიმში გოლი არ ჰქონდათ გატანილი. ეს მშრალი სამეორეტაიმო სერია 404 წუთს გძელდებოდა და ლუის სუარესმა დაასრულა.

დიახ, ჭინჭყლი ურუგვაელი დისკვალიფიკაციის მერე მინდორს დაუბრუნდა და თამაშს და გატანას მოწყურებულმა 2 გოლი შეაგდო. ის დარჩენილი ერთი ბურთი სტარიჯმა გაიტანა, რომელიც ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს და სუარესთან ერთად რა ამბებს დაატრიალებს, რთული სათქმელია. მით უმეტეს, რომ ურუგვაელმა ორივე გოლი მისი პასით გაიტანა.

ყველაფრის გამომქექავმა ინგლისელმა ჟურნალისტებმა კი დააფიქსირეს, რომ "წითლების" მწვრთნელ ბრენდან როჯერსს კარგად აქვს დაცდილი შავი პერანგი, რომელიც შაბათს პიჯაკის ქვეშ ეცვა. თურმე, იგივე პერანგით წინა სეზონში მან "ფულჰემსა" და "ნიუკასლს" მოუგო.

ჟურნალისტები თუ როჯერსს პერანგებზეც აკვირდებიან, სანდერლენდში სულ აღარ უნდათ წინა ტურში გათავისუფლებული მწვრთნელის, პაოლო დი კანიოს ხსენება. წარმოიდგინეთ, მატჩისადმი მიძღვნილ პროგრამაში სულით გაბრიტანელებული იტალიელი ერთხელ იყო ნახსენები, ისიც 28-ე გვერდზე და ისიც "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" წაგებული თამაშის გამო.

საინტერესო ამბები იყო საუთჰემპტონში, სადაც სტუმრად ჩასული "კრისტალ პალასის" მწვრთნელი იან ჰოლოვეი 0:2 წაგებული მატჩის წინ უცნაურად აგულიანებდა თავის ფეხბურთელებს - მეტოქეს უეცარი დარტყმა უნდა მივაყენოთ, მუჰამედ ალივით უნდა ვიყოთ, ჯო ფრეზერი რომ დააგდო ჯუნგლებში, აი, ისეო.

მოთამაშეებმა, როგორც ჩანს, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს მისი სიტყვები და სანაქებო მუშტი-კრივიც ატეხეს გასახდელში ერთმანეთთან. დინ მოქსიმ მარუან შამახს დასცხო, საჯარიმოში შევარდნილს დარტყმა რომ შეგეძლო, რატომ იაფერისტე და ყვინთვა დაიწყეო. ეს ჩხუბი მინდორზევე დაიწყო და გასახდელში თანაგუნდელების შუაში ჩადგომით დასრულდა.

მოურინიოსი არ იყოს, კიდევ ერთმა მწვრთნელმა დაიმსახურა ფანებისგან სერენადები - "ფულჰემის" ქომაგებმა თავიანთი საყვარელი კლუბის დამრიგებელს, მარტინ იოლს უმღერეს, წაბრძანდიო. ლონდონელებმა შინ წააგეს "კარდიფთან", იოლმა კი თქვა, მე სულ მშვიდად ვარ, მაგრამ ძალიან არ მიყვარს, ფანები რომ ნერვიულობენ და მით უმეტეს, მწვრთნელის გაშვებას რომ ითხოვენო.

ერთი ის აღარ დაუმატებია, მით უმეტეს, თუ მწვრთნელი მე ვარო.

ტურის ბოლო მატჩში კი "ევერტონმა" 3:2 მოუგო "ნიუკასლს" და ერთადერთია პრემიერლიგაში, რომელსაც ჯერ არ წაუგია. მეტიც, პირველი 3 ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ უკვე ზედიზედ მესამე მოიგო. დიდებულად ითამაშა რომელო ლუკაკუმ, რომელმაც 2 გოლი ხომ თვითონ გაიტანა და ერთიც თანაგუნდელს გაატანინა. ეს ყველაფერი მან პირველ 40 წუთში მოასწრო და ლურჯი ლივერპულელები 3:0 დააწინაურა.

მეორე ტაიმში ჯორდებმა კი ბევრი იწვალეს, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს და შინ უქულოდ გაბრუნდნენ.

ზემოთაც ვახსენე და თქვენც ისედაც გეცოდინებოდათ, რომ Silk Sport HD-ზე მართლა იმდენი თამაშის ნახვა შეიძლება პირდაპირ ეთერში, შეიძლება მომენტები ერთმანეთში აგვერიოს, მაგრამ ვინც ტურის ბოლო თამაშს უყურა, ალბათ, კარგა ხანს არ დაავიწყდება "ნიუკასლის" პატარა ფანი, რომელიც მე-40 წუთზე მამასთან იყო ჩახუტებული და გამწარებული ტიროდა.

3:2-ები, ტაბლოები, 4-4-2-ები და ტაქტიკა-სტრატეგიები იქით იყოს და მე თუ მკითხავთ, ინგლისურ ფეხბურთში მთავარი სწორედ ეგაა. პრემიერლიგა ეგაა - ნაღდი და გულიანი...

პრემიერლიგის მატჩების მიმოხილვის სპონსორია არხი SilkSportHD.

• Giga

"ლონდონელებმა შინ წააგეს "კარდიფთან", იოლმა კი თქვა, მე სულ მშვიდად ვარ, მაგრამ ძალიან არ მიყვარს, ფანები რომ ნერვიულობენ და მით უმეტეს, მწვრთნელის გაშვებას რომ ითხოვენო. ერთი ის აღარ დაუმატებია, მით უმეტეს, თუ მწვრთნელი მე ვარო." ეს მაგარი იყო))

• ლევანი

ანუ სწორად მივმხვდარვარ! ;) მახსოვს გოჩას სტატიები "სარბიელში". განსაკუთრებით მაგარი მისი ლივერპულური შთაბეჭდილებები იყო, რომელიც თუ არ ვცდები, რამდენიმე სტატიად დაიბეჭდა. დეტალებში აღწერდა თავს გადამხდარ მოვლენებს. გამახსენდა ძველი დრო. გაიხარეთ!

• Oto

გოჩა თანდარაშვილი

• ლევანი

ვინ არის ამ სტატიის ავტორი? რაღაც ძველი "სარბიელური" სტილი დაჰკრავს და ის კაი დრო გამახსენა, როცა ეს მართლაც მაგარი სპორტული გაზეთი გამოდიოდა.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა

[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია

რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?

მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო

"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა

ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა

კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა

კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს

ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება

"გეტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი პრობლემა რა არის" - გარი ნევილმა "მანკუნიანელებზე" ისაუბრა

"ნიუკასლის" კაპიტანი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს

ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა

"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

[PHOTO] "არსენალი" პსჟ-ს როგორც მინიმუმ 5:0 გაანადგურებს!" - ინგლისელი ჟურნალისტი კარაგერის "წინასწარმეტყველებამ" გაახარა

[VIDEO] ენრიკეს და კარაგერის კონფლიქტი ამოიწურა - რა თქვა პსჟ-ის მწვრთნელმა არტეტაზე, რაზეც ლეგენდებმა ბევრი იცინეს

ედი ჰაუმ "ნიუკასლი" დატოვა - "კაჭკაჭებმა" მისი შემცვლელი შეარჩიეს

"იმედია, მისნაირი იდიოტი არ გავხდები" - რომერომ მატჩის შემდეგ ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უპასუხა

არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს

"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი

"სტუდენტობიდან ოსტატად იქცა" - ნევილმა არტეტა შეაქო

სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა

"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა

"ეს ტრანსფერი ცოტა გაუგებარია " - კარაგერმა ბარკოლას "ლივერპულში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი

უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს

ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"

"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს

"როგორც ჩანს, "ტოტენჰემი" პრემიერლიგიდან გავარდება" - ჯეიმი კარაგერი

"ხალხი "არსენალის" წარუმატებლობით სიამოვნებას იღებს" - გარი ნევილი