ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა "ნაპოლისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ევროთასებსა და პრემიერლიგაში კლუბის ამბიციებზე ისაუბრა
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ნაპოლისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ევროთასებსა და პრემიერლიგაში "მეთოფეთა" ამბიციებზე ისაუბრა.

"არსენალმაც" და "ნაპოლიმაც" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოგებებით დაიწყეს. ინგლისელებმა სტუმრად "მარსელს" აჯობეს (2:1), ნეაპოლიტანელები კი დორტმუნდის "ბორუსიაზე" ძლიერები აღმოჩნდნენ და ამავე ანგარიშით იმარჯვეს.

"ჩემპიონთა ლიგასთან ჩვენ ჯერ მხოლოდ ვფლირტაობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მის მოგებაზე უარს არ ვიტყოდით. არადა, ბოლო დროს წილისყრა არ გვინდობდა - ხან "ბარსელონა" გვხვდებოდა, ხან - "მილანი", მიუნხენის "ბაიერნი" კი - სულაც სამი სეზონის განმავლობაში ზედიზედ. ასეთ მეტოქეებთან გამკლავებისთვის კი კლასი არ გვყოფნიდა.

თუმცა წაგების შემდეგ ყოველთვის ფიქრობ, რომ გამარჯვებას მომავალ წელს შეძლებ.

ასე მოხდა ამჯერადაც, თუმცა წელს კონკურენცია კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე წინა სეზონებში. ახლაც არ ვართ იოლ ჯგუფში. აგერ, გადავხედოთ გუნდებს - "მარსელი", "ბორუსია", "ნაპოლი" და ჩვენ, ოთხივე წამყვანი ლიგების ლიდერები ვართ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა. ასეთ თანაბარ ჯგუფებში საშინაო მატჩებში მოგებას კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

არ მინდა, მათემატიკას ჩავუღრმავდე, მაგრამ სტატისტიკის თანახმად, პლეი-ოფში გასასვლელად საშუალოდ 10,2 ქულა საკმარისია. სად და როგორ მოვიპოვებთ ორ მეათედ ქულას - ეს ჩემთვის გამოცანაა, მაგრამ ამოცანა ნათელია: თუკი სტუმრად გამარჯვების შემდეგ საკუთარ მოედანზე სამივე თამაშს მოვიგებთ, პლეი-ოფის საგზური ჯიბეში გვექნება.

ამბიციებსა და თავმდაბლობას შორის ბალანსის დაცვაა საჭირო. პრემიერლიგის მოგების ამბიცია გვაქვს, მაგრამ ექვსი ტურის შემდეგ (არსენალი პრემიერლიგას ლიდერობს) ტიტულზე საუბარი ნაადრევია.

ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად გვაქვს ამბიციაცა და თავმდაბლობაც საიმისოდ, რომ კარგად გავიაზროთ, რა გვაქვს და საით უნდა ვიაროთ", - აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს "არსენალის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: ვინ დაიჭრება "სიკვდილის ჯგუფში"?

gunner
არადა პირიქით თქვა, დავამთავრეთ ფლირტიო. არა თქენ თარგმანშიიიი..
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა