"ბაიერნის" ფეხბურთელები მწვრთნელს სოლიდარობას უცხადებენ
"ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს მათიას ზამერი გუნდის მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას.

ზამერი "ბაიერნის" სპორტული დირექტორია და ეს ის თანამდებობაა, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია მწვრთნელი და, ბუნებრივია, პეპის კრიტიკაზე ტაბუ არავის აქვს დადებული. პრინციპში, ლამი არ არის წინააღმდეგი, დირექტორმა ვინმე გააკრიტიკოს (თუნდაც მწვრთნელი), მაგრამ მისთვის მიუღებელია, რომ ზამერმა ეს საჯაროდ გააკეთა:

"ვფიქრობ, ზამერს მწვრთნელის კრიტიკა სახალხო მსჯელობის საგნად არ უნდა გაეხადა. თუ გუნდში რამე პრობლემაა, ჯობია, ეს შიგნითვე გაირკვეს და პრესის ფურცლებზე არ მოხვდეს. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ამბობს კლუბის ხელმძღვანელობა, არამედ ის, თუ რას აკეთებს ის გუნდისთვის.

ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების მართვა. სხვა შემთხვევაში, ეს პირდაპირ იმოქმედებს მწვრთნელის ავტორიტეტზე", - ამბობს ლამი, რომელსაც გვარდიოლამ ამპლუა შეუცვალა და მარჯვენა მცველის პოზიციიდან საყრდენად გადასწია.

თავის მხრივ, ზამერის კრიტიკაზე გვარდიოლა ასეთ კომენტარს აკეთებს: "რა თქმა უნდა, როცა სპორტული დირექტორი შენიშვნებს მაძლევს, ეს მნიშვნელოვანია. ზამერიც, ჰიონესიც და რუმენიგეც "ბაიერნში" გავლენიანი ხალხია და მათი მხრიდან კრიტიკა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ესპანეთში ასეთი წესია - მწვრთნელის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა, გერმანიაში კი სხვაგვარადაა და იძულებული ვარ, ამას შევეგუო. "ბაიერნი" თავიდან შენდება და, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე პრობლემები იქნება. ამიტომ მზად ვარ, ნებისმიერი აზრი მოვისმინო, თუნდაც - კრიტიკული.

მესმის, რომ მატიასი ემოციური კაცია. სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ, თუმცა ვცდილობ, სიტყვები შევარჩიო. გუნდის თამაშში შეცდომებია, ამის უარყოფას არ ვაპირებ და ვცდილობთ, ეს შეცდომები რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ".

ზამერი "ბაიერნის" თამაშით კმაყოფილი არ არის და ეს გასაგებია. არც ის არის გასაკვირი, რომ სპორტულ დირექტორს უამრავი თანამოაზრე ჰყავს - "რეკორდმაისტერს" ქომაგებიც საყვედურობენ. კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი კი მოუწოდებს ფანებს, მშვიდად იყვნენ და ყოველ მატჩში ასტრონომიული ანგარიშით გამარჯვებას ნუ დაელოდებიან.

"ყველაფერში დამნაშავეა გასული სეზონი, როცა ქომაგები შთამბეჭდავ გამარჯვებებს შევაჩვიეთ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ 1:0 და 2:0 ლამის მოგებად აღარ ჩაგვითვალონ. ეს დაივიწყეთ! ყველა თამაშს დიდი ანგარიშით ვერ მოვიგებთ და ეს არც გვჭირდება. შედეგი მაინც ყველაზე მთავარია. ბოლოს და ბოლოს, ჭკუას უნდა მოვუხმოთ, უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ", - ასე ბრძანა ულიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური: რა გჭირთ, საქსონიელებო?!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
სახალისო ფრაზები: რონალდო - დი სტეფანო სარკეში
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ᓛᓘᕣᕜᓮ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ᓛᓐᓗᓘᓐს ᓖᓐᓛᓔᓠᓘ: ᓔᓘᓤᓝრᓘᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐ!
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ᓮᕝᓡᕔᓞ ᓒᓕᓐᓠᓓᕘᕝᓚᕐ: ᓩᕔᓛᓘ ᓛᓝᓛᓐᓕᓐᓚᕘ? ᕠᓣᕛᓔᓜᕘᓒᕔᓡ ᓓᓐ ᕖᓐᕛᓔᓠᓡ ᕓᓐᕕᓔᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᕔᓑᓘ
კარლ-ჰაინც რუმენიგე: გვარდიოლა გერმანელზე უფრო გერმანელია!
მიუნხენის "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაელაპარაკება
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში