სლოვენიიდან დაბრუნებულ მათე ვაწაძეს ”ვოლგაზე” საუბარი ჯერ არ სურს
თემურ ქეცბაიამ დაუძლურებული ნაკრები ფეხზე დააყენა და გამარჯვების გემო გაგვახსენა. წელი და ზედიზედ რვა შეხვედრა წაუგებლად - ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და გულშემატკივრის გული მოიგო. სლოვენიაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს აეროპორტში მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დახვდა. ფეხბურთელებს ჩვენც დავხვდით და მატჩის მონაწილეებს გავესაუბრეთ.

მათე ვაწაძე - ვოლგაზე მერე ვილაპარაკოთ

თბილისის "დინამოს" თავდამსხმელ მათე ვაწაძეს გოლით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ გადამწყვეტი გოლი მისი მშვენიერი გადაცემით ჯანო ანანიძემ გაიტანა.

- გაშვებულ გოლამდე მატჩის შემოტრიალების შანსი არ ჩანდა. თუმცა უცებ ყველაფერი შეიცვალა - როგორ, რანაირად?

- გეთანხმებით, თამაში სლოვენიელებს მიჰყავდათ, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ. ფეხბურთში კი ესაა მთავარი. ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადო, რომ 0:1-ზე საკუთარი ძალების რწმენა შეინარჩუნეს და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. გამოჩნდა, რომ ჩვენ არ გვყავს ცუდი ნაკრები და ცუდი ფეხბურთელები. ფეხბურთში მოიგებს ის, ვინც უფრო ჭკვიანურად თამაშობს. აზრი არ აქვს, ტერიტორიულ უპირატესობას და ბურთს უფრო ხშირად ვინ ფლობს, მთავარია მეტოქეზე მეტი გაიტანო და ჩვენ ეს მოვახერხეთ.

- ეს ყველაფერი კარგი და "ვოლგაში" შენი გადასვლის შესახებაც გვითხარი.

- აჟიოტაჟმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ შეკრებაზე ვიყავი ჩაკეტილი და უახლოეს დღეებში გავარკვევ, "ვოლგის" თაობაზე რა ხდება.

გიორგი ლორიას წინასწარმეტყველება

საქართველოს ნაკრებს მეკარე ჰყოლია - მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ეს ჯერ ნუკრი რევიშვილზე ვთქვით, სლოვენიაში კი მეორე მეკარეც აღმოვაჩინეთ - თბილისის "დინამოს" კარის დარაჯი გიორგი ლორია. საერთოდ, სუსტ ნაკრებში კარგი მეკარეც სუსტად ჩანს და სწორედ ამან შეიწირა გიორგი ლომაია, რომელიც ჩამოსაწერი არ იყო. თუმცა ეს სხვა თემაა.

გუშინ აეროპორტში შეკრებილი ქართული სპორტის ქომაგები ფეხბურთელს ოვაციებით ხვდებოდნენ, მაგრამ ლაშა-გიორგის (ლორიას სწორედ ასე ჰქვია) განსაკუთრებული სიყვარულით შეეგებნენ. 23 წლის წლის მეკარემ ეს კოპერში მშვენიერი ითამაშა დაიმსახურა, პენალტი და რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია და სლოვენიასთან გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.

- შეიძლება ითქვას, რომ პენალტის მოგერიებით მატჩის გმირი გახდი.

- საკმაოდ რთული თამაში იყო. მატჩი საქართველოში გადაიცემოდა და თავადაც დარწმუნდებოდით, რომ სლოვენია ძლიერი ნაკრებია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ რამდენჯერმე გასვლა ამაზე მეტყველებს.

- გაშვებულ გოლზე რას გვეტყვი?

- აუღებელთა რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნებოდა და ვფიქრობ, ბურთის მოგერიება შეიძლებოდა. უბრალოდ, ბურთი ძალიან ახლოდან დამირტყა და ვერ ავიღე.

- გაშვებულ გოლამდე საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. მატჩის შემოტრიალება როგორ მოახერხეთ?

- სწორედ ამ გოლის დამსახურებაა, რომ გამოვფხიზლდით, თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და მოვიგეთ. იმანაც იმოქმედა, ქეცბაიამ გასასინჯი მოთამაშეები რომ დააყენა, თავის გამოჩენა ყველას გვსურდა.

- ოფიციალურ შეხვედრაში ძირითადში მოხვედრის იმედი გაგიჩნდებოდა.

- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. თუმცა, ცხადია, ძირითადში მოხვედრა მინდა.

- კარგად გვახსოვს შენი ძველი სანაკრებო შეხვედრები. იქიდან კოპერამდე ბევრი რამ შეცვლილა და კარში სხვა ლორია ვიხილეთ.

- ალბათ, გამოცდილებამ და თავდაჯერებულობამ თავისი ქნა. ადრინდელისგან განსხვავებით, აღარ მინერვიულია. მოედანზე იმ განწყობით გავედი, რომ შეხვედრა კარგად უნდა მეთამაშა და ღმერთმაც გადმომხედა.

- დღეს გმირი ხარ, არადა, იყო დრო, ნაკრების წაგებებზე პასუხს ლამის მხოლოდ შენ გაბრალებდნენ.

- ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი, რადგან ნაკრებში უთამაშებელი დამაყენეს, როდესაც "დინამოს" მეორე მეკარედ ვითვლებოდი და სანაკრებო დონეზე კარგად როგორ უნდა მეთამაშა?

- მაშინ საკუთარი ძალების რწმენა ხომ არ დაკარგე?

- არანაირი იმედგაცრუება, კარგად ვიცოდი, რაც იყო ჩემი ცუდი თამაშის მიზეზი. უბრალოდ, იყო რაღაც ეტაპი, რომელიც უნდა გადამელახა.

- თვლი, რომ კოპერში ეს ეტაპი გადალახე?

- შეიძლება ასეც ითქვას. სლოვენიასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მხოლოდ ამ თამაშის დამსახურებაა. სლოვენიამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. ეროვნულ ჩემპიონატში, ახალგაზრდულ ნაკრებში და ევროთასებზე საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა, რაც მეკარესთვის ბევრს ნიშნავს.

- მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიასთან პირადად თუ ისაუბრე?

- ცხადია, მოგება ძალიან გაუხარდა, წელი წაუგებლად რომ დავასრულეთ და ყველას მოგვილოცა. მეტი არაფერი, პირადად არ გვისაუბრია.

- 2010 წლამდე ნაკრები ისე ცუდად თამაშობდა, მისი წევრობა სამაცხვინოდ ითვლებოდა. ახლა ვითარება შეიცვლებოდა.

- რა თქმა უნდა, ამ ნაკრებში მოხვედრით ბედნიერი ვარ. სლოვენიაში მწვრთნელები, ფეხბურთელები, ექიმები თუ ჩვენი დელეგაციის სხვა წევრები მეცხრე ცაზე ვიყავით, საქართველოს ასეთი სიხარული რომ მივანიჭეთ.

- "დინამოს" დღევანდელ ხელმძღვანელობას შენს მიმართ გამოჩენილი ნდობა დიდ პლუსად ჩაეწერება. ნაკრებში წარუმატებლობის შემდეგაც გათამაშებდნენ და წინსვლაში დაგეხმარნენ.

- რა თქმა უნდა, ტყავაძე მენდობოდა და რაც მთავარია, ამას მწვრთნელის, კახა კაჭარავასგან ვგრძნობდი. ალბათ, მეც იმედებს ვუმართლებდი. ჩემი აზრით, ეს ისეთი პოზიციაა, მწვრთნელი მეკარეს აუცილებლად უნდა გენდოს და გათამაშოს, სხვაგვარად ვერ გაიზრდები.

- ეს კითხვა ჩვენი დღევანდელი საუბრის თემას არ ეხება, მაგრამ ყველას აინტერესებს ნაკრების მეკარის მომავალი - თბილისის "დინამოში" რჩები თუ სხვა გუნდში გადადიხარ?

- მე ჯერ "დინამოსთან" მაქვს კონტრაქტი.

- და როდის გიმთავრდება?

- ეს საიდუმლოა.

- შეგნებულად შემოვინახე კითხვა კოპერში მოგერიებულ პენალტზე - კუთხე გამოიცანი თუ წინასწარ გადახტი?

- უბრალოდ, ძალიან გამიმართლა და მოვიგერიე.

- ეს მხოლოდ გამართლება იყო?

- დიახ, მხოლოდ გამართლება.

- მაშინ თამაშამდე კოპერში რომ ლაპარაკობდი, პენალტს აუცილებლად მოვიგერიებო?

- ნუ, ესეც იყო... ერთ ოთახში მე და ლევან კაკუბავა დაგვაბინავეს და თამაშამდე ვლაპარაკობდით. ლევანს ვუთხარი, რომ სლოვენიის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნება, მარცხნივ დაარტყამენ და აუცილებლად ავიღებ-მეთქი.

- ეს ყველაფერი სიზმარში ნახე?

- სიზმარში არა. უბრალოდ, პენალტი ვარჯიშებზეც ავიღე, თბილისსა და სლოვენიაშიც მატჩის წინა დღეს გამართულ ორმხრივ შეხვედრებში და რატომღაც სულ პენალტზე ვფიქრობდი. ისე, წინათგრძნობაც მქონდა.

- წინათგრძნობა ხშირად გაქვს?

- დიახ, საკმაოდ ხშირად და ეს ბევრჯერ დამხმარებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება