ალექსანდრე ჩივაძე ევროშესარჩევის მოახლოებული ორი მატჩისთვის იძულებით ცვლილებებს მაინც ვერ ასცდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე, ევროშესარჩევის მოახლოებული ორი მატჩისთვის იძულებით ცვლილებებს მაინც ვერ ასცდა.

1-ელ სექტემბერს, საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პოლონური ბიალისტოკის "იაგელონიადან" ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც ნათქვამია:

"უპირველესად, მადლობას გიხდით ჩვენი ფეხბურთელის - ნიკა ძალამიძის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებისთვის.

თუმცა, გვინდა გაცნობოთ, რომ ნიკამ ახლახან დაამთავრა ხანგრძლივი მკურნალობა მძიმე ტრავმის შემდეგ.

ფეხბურთელი ახლაც ექიმებისა და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამავდროულად, ის უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და თამაშიც დაიწყო, მაგრამ მას კიდევ სჭირდება დრო ფორმის სრულად აღსადგენად.

ამიტომ გთხოვთ, გააუქმოთ მისი გამოძახება მოახლოებული ორი თამაშისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალამიძეს მეტი დრო სჭირდება აღდგენისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ნაკრებში მომდევნო გამოძახებისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება."

აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, ნაკრებში გამოძახების შესახებ 1-ელ სექტემბერსვე ეცნობებინა მარტვილის "მერანის" 17 წლის შემტევისთვის - აკაკი შულაიასთვის. შესაბამისად, კლუბში ოფიციალური გამოძახება გაიგზავნა.

ალექსანდრე ჩივაძემ აკაკი შულაია გაზაფხულზე, გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ნახა და მას შემდეგ მხედველობის არეში სულ ჰყავდა.

ახლა კი ნაკრების თავკაცმა 17 წლის ფეხბურთელს უკვე თავისთან უხმო, რაც, თავისთავად, დიდი ნდობის გამოცხადებაა.

წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში აკაკი შულაია, მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია და ის ამას ყველა თამაშზე ამტკიცებს.

ამ ეტაპზე ახალგაზრდულ ნაკრებში მეტი სიახლე არაა და კვლავ შეგახსენებთ, რომ მედიის შეკითხვებს ალექსანდრე ჩივაძე საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე