არჩილ არველაძე: "სლოვენიაში გამარჯვება შინაგანი რწმენის განმტკიცებისთვის აუცილებელი იყო"
ჩვენმა ნაკრებმა ბოლო მუნდიალის მონაწილე სლოვენია ექსპერიმენტული შემადგენლობით დაამარცხა. ეს უმნიშვნელო მატჩი და მოგება არ იყო. ამიტომ შესაფასებლად ვეტერან ფეხბურთელთა, ორი თაობის წარმომადგენლებს, რამაზ შენგელიასა და არჩილ არველაძეს დავუკავშირდით.

რამაზ შენგელია:

- ოქტომბერში ლატვიასთან თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ სლოვენიასთან გადახალისებული შემადგენლობით ათამაშებდა გუნდს. ამხანაგურ მატჩებს ახალწვეულთა გამოსაცდელად იყენებენ და თემურის გადაწყვეტილებაც სწორი იყო. ყველას გვაინტერესებდა იმ ფეხბურთელების საქმეში ნახვა, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის უნარი და ამბიცია აქვთ. ყველამ ვიცით, რომ ეროვნულის სტაჟიანი წევრები, კალაძე, ასათიანი, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, იაშვილი ხვალ-ზეგ დაასრულებენ კარიერას. ხშირად ისმოდა კითხვა, ისინი რომ წავლენ, ვინ შეცვლის მათ, რა გვეშველებაო. სლოვენიასთან მატჩმა ამ კითხვას პასუხი გასცა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავის დროზე მათ შეცვლიან.

- თაობათა ცვლის პროცესი გარდაუვალია. ზოგი მწვრთნელი ამას ეტაპობრივად აკეთებს, ზოგიც - დაჩქარებული ტემპით. ჩვენთვის რა იქნება შედეგიანი?

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და, ჩემი აზრით, პროცესების ხელოვნური დაჩქარება სასარგებლო არ იქნება. რადგან ქეცბაიამ ახალი ფეხბურთელები მიიწვია და გამოსცადა ნაკრებში, მას შემდგომი ნაბიჯიც მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი ექნება.

ნაკრების მწვრთნელი ჩვენზე უკეთ ხედავს, რა დროს რაა საჭირო და რა დოზით. თემური მაღალი დონის მწვრთნელია და ეს მას არ შეეშლება. ფაქტი ერთია, სლოვენიასთან მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულში ითამაშებენ. შეგნებულად არ მინდა მათი გვარების ჩამოთვლა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შესაძლოა, გამართლებულიც არ იყოს. საკუთარ თავზე მათ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ. ამ ბიჭებს დახვეწა და კლასის ამაღლება სჭირდებათ. ვირწმუნოთ, რომ გვაქვს მომავალი... ბოლო-ბოლო, ნუკრი რევიშვილის გარდა კიდევ ერთი მეკარე გამოჩნდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ბიჭებმა შეიგრძნეს მოგების გემო, თანაც ეროვნული ნაკრების მაისურით. ეს მათ ფსიქოლოგიურადაც სჭირდებოდათ. უკვე რვა თამაშია, არ წაგვიგია. თუ არ ვცდები, შარშან ჩვენმა ნაკრებმა მოუგებლად ითამაშა. ამ მარცხთა შემდეგ გუნდს წაგებულის ფსიქოლოგია ჰქონდა ჩამოყალიბებული, რაც უკვე სასიკეთოდ შეიცვალა. ხალხსაც იმედი გაუჩნდა... ასე რომ, ეს ძალიან საჭირო მოგება იყო.

არჩილ არველაძე:

- კოპერში მოგებამ ძალიან გამახარა. თემურსა და ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. მართალია, მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ მოგება, თუნდაც შინაგანი რწმენის განმტკიცებისთვის, აუცილებელი იყო.

- ჩვენი გუნდის თამაშში რას გამოარჩევდით?

- ბურთს ვიჭერდით და ცენტრამდე კარგად ამოგვქონდა. არ იყო გაუაზრებელი გადაცემები და ბურთის უმისამართოდ მოგერიება. აშკარად ჩანდა, რომ ფეხბურთელები უბურთოდ მოძრაობდნენ, პასს ითხოვდნენ და იღებდნენ კიდეც. ამ შემადგენლობამ ერთად პირველად ითამაშა, მაგრამ გუნდი ფსიქოლოგიურად კარგად იყო მომზადებული, ფეხბურთელებს შიში არ ჰქონდათ. თვალშისაცემი იყო მეკარე გიორგი ლორიას კარგი თამაში. ამით მასსა და რევიშვილს შორის კონკურენცია გაიზრდება, რაც გუნდისთვის და ორივე მათგანისთვის სასარგებლოა. ლორია საიმედოდ იდგა კარში და ეს გუნდსაც დაეტყო, ფეხბურთელები წნეხის გარეშე თამაშობდნენ. სლოვენია გამორჩეულია "სტანდარტულების" კარგი შემსრულებლებით, მაგრამ ჩვენები ამაშიც გაუმკლავდნენ მეტოქეს. ერთსაც დავამატებ, არბიტრმა ჩვენს კარში არასწორად დანიშნა პენალტი.

- ფეხბურთელების გარჯას როგორ შეაფასებდით?

- ანანიძე, ჩვეულებისამებრ, მოსვენებას არ აძლევდა ბევრად უფროს მეტოქეებს. ხუბუტიამ თავით მოიგო ორთაბრძოლები და დებიუტის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას კიდევ შეუძლია მოუმატოს. შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის იოლი არ არის თამაშში სათანადოდ ჩართვა. მით უმეტეს, სტუმრად, თანაც ასეთ გუნდთან. თუმცა ვაწაძე, კაკუბავა და გურული კარგად შევიდნენ და თამაშის გარდატეხაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

არ დაგიმალავთ და, ხოჯავას, კაშიასა და მოდებაძეს მეტი შეუძლიათ... გამიხარდა, დიდი პაუზის შემდეგ კანკავა ნაკრებს რომ დაუბრუნდა.

ამ კონტინგენტიდან ოთხ-ხუთ ფეხბურთელს კარგი შანსი აქვს, ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს. სხვებიც არ არიან უშანსოდ, მაგრამ საკუთარ თავზე ყველამ უნდა იმუშაოს. დაცვაში და შუა ხაზში გუნდი კარგად გამოიყურება, მაგრამ წინ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე გვიჭირს. ამჟამად ნაკრებში სხვებზე უკეთესი გამტანი სირაძეა. სწრაფი ფორვარდი გვინდა. მჭედლიძე თუ გამოჯანმრთელდება და სტაბილურად ითამაშებს, მას შეუძლია იმედის გამართლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

mentalitet
არველაძე გამო****ს რას ურეკავთ? 3 იანზე ჩაგაბარათ ინტერვიუ, რასაც ყველა იმეორებს ის გაიმეორა. ხოჯავა გადაღლილი და გამოფიტული იყო რატომ ავიწყდება ყველას?!! ფეხზე ძლივს იდგა ლამის , სულ აქცევდნენ!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა