მიხაელ ბალაკის ტრავმამ სამი ხედირას წისქვილზე დაასხა წყალი. "შტუტგარტის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების...
მიხაელ ბალაკის ტრავმამ სამი ხედირას წისქვილზე დაასხა წყალი. "შტუტგარტის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატზე

გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სწორედ ბალაკის ადგილზე თამაშობს და ძალიან კარგადაც ასპარეზობს, რის გამოც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. გავრცელდა ცნობები, რომ ხედირას ისეთმა გრანდებმა დაუმიზნეს, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი". ფაქტია, რომ თუ ამ კლუბების დაინტერესება დაკონკრეტდა, "შტუტგარტის" ხელმძღვანელები ხედირას შვაბურ კლუბში ვერ გააჩერებენ. შესაბამისად, გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიან გროსი იძულებულია, იფიქროს, რა უნდა მოიმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ხედირა მის გუნდს დატოვებს.

"შტუტგარტი" ახალი სეზონისთვის დონაუეშინგენში ემზადება და გროსმა პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის მას ფლანგის ორი ახალი ფეხბურთელი სჭირდება, ოღონდ იმისათვის, რომ ახალი მოთამაშეები შეიძინოს, ჯერ ფულის შოვნაა საჭირო. შესაბამისად, გროსი ხედირას გაყიდვას არ გამორიცხავს, ოღონდ ამბობს, რომ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მსურველი მის სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდის.

"არ მინდა, რომ ხედირამ დაგვტოვოს, მაგრამ ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ," - აცხადებს გროსი. 23 წლის ფეხბურთელს "შტუტგარტთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახლა არ გაყიდეს და ვერც ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს, შვაბებს გაისად ხედირას უფასოდ დათმობა მოუწევთ. "შტუტგარტის" სპორტული დირექტორის, იოხენ შნაიდერის თქმით, მას "რეალიდან" ან "ჩელსიდან" ხედირას თაობაზე ფაქსიც კი არ მიუღია. მოკლედ, "შტუტგარტის" შეფები ისე ლაპარაკობენ, რომ ფაქტია, სამი ხედირა ტრანსფერზეა დაყენებული.

"შტუტგარტისთვის" ფულის მოტანა გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ცენტრალური მცველის, სერდარ ტასკის ტრანსფერსაც შეუძლია, რომელსაც შვაბებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ხედირასგან განსხვავებით, 23 წლის ტასკის მუნდიალზე არცერთი თამაში არ ჩაუტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. აქვე გეტყვით, რომ ამ დღეებში შტუტგარტელები მოლაპარაკებებს "ჰანოვერის" ბოსებთან აწარმოებენ. საქმე ეხება ბრაზილიელ ელსონს, რომელსაც გროსი ითხოვს. "ჰანოვერს" ელსონში 700 000 ევროს აღება უნდა.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა