ჩვენი ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმა გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა

საქართველოს ნაკრები ხვალ ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე კანდის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ბორჯღალოსნები" მატჩისთვის დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ემზადებოდნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გუნიდს 22-კაციანი შემადგენლობა, როგორც წესია, თამაშამდე 48 საათით ადრე გამოაცხადა.

ნაკრების ახალი მწვრთნელი კანადელებთან მატჩისთვის იმ ძირითად ბირთვს დაეყრდნო, რომელმაც წლეულს ერთა თასის ბოლო შეხვედრაში, რუსეთის ნაკრებთან ითამაშა. თუმცა დიქსონმა ოთხი ცვლილება მაინც განახორციელა. შერკინების მეორე ხაზში ტრავმირებული ილია ზედგინიძის ადგილი პარიზულ "მასიში" მოასპარეზე შალვა სუთიაშვილმა დაიკავა. მან დიქსონს თავი ივნისში, ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში მოაწონა.

ტრაბზონში ლელოელი ალქსანდრე თოდუა იყო ერთ-ერთი გარემარბი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. იგი ქუთაისის "აიას" მოთამაშე-მწვრთნელ ბესიკ ხამაშურიძეს უნდა შეეცვალა, მაგრამ "ანტილოპა" დაშავდა და, თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, მისი დაბრუნება ეროვნულ გუნდში გადაიდო. დიქსონმა ძირთად შემადგენლობაში შეიყვანა "ლელოს" გარემარბი ლექსო გუგავა, რომელსაც "ჩერჩილის თასის" გათამაშების მერე ნაკრებში აღარ უთამაშია. ლექსომ ნაკრებში გამოძახება "ლელოს" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატსა და "შავი ზღვის თასზე" კარგი თამაშით დაიმსახურა.

ძირთად შემადგენლობაში იქნება ქუთაისის "აიას" შუმარბი ირაკლი ჩხიკვაძეც, რომელმაც ტრაბზონში მოედანზე შეცვლაზე გავიდა. დავით კაჭარავამ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ტრავმა მოიშუშა და ნაკრების ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე. მისი დუბლიორი რუმინულ "ფარულში" მოთამაშე ირაკლი ნატრიაშვილი იქნება.

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსრიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. გია ლაბაძე, 8. ბესო უდესიანი.

16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. სიმონ მაისურაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი.

კანადა: 15. კირან ჰერნის, 14. ჯასტინ კოკერი, 13. ფან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკკენზი, 11. ჯეიმზ პრიტჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. შონ ვაითი. 1. კევინ ტკაჩუკი , 2. პეტ რიორდანი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ იაკობსენი, 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩონსი ოტოოლე, 7. ადამ კლიბერგერი, 8. აარონ კარპენტერი.

16. ტომ დოლეზელი , 17. ენდრიუ ტიდმანი, 18. ჯონ ფილანი, 19. ტაილერ ჰოტსონი, 20. შონ სტივენი, 21. ჯიმი მაკკენზი, 22. ნიკ ბლევინსი

მაკქოუ და მულიაინა რეკორდსმენები იქნებიან

ხვალ დუბლინში, ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩში "ოლ ბლექსის" საუკეთესო მოთამაშეები რიჩი მაკქოუ და მალილი მულიაინა 94-ე კეპს მოიხვეჭენ, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნის ნაკრების რეკორდია.

მაკქოუმ და მულიაინამ ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბის შონ ფიცპატრიკის რეკორდი გასულ უქმეებზე შოტლანდიასთან მატჩში გაიმეორეს. "ოლ ბლექსი" იმ მატჩში შეუდარებელი იყო და დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო - 49:3.

ამჟამინდელი მეტოქე ბევრად ძლიერია. ირლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ბეწვზე გადაურჩა და, არც ახალზელანდიელებთან აპირებს რამის დათმობას.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ჰიკა ელიოტი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი

16. ენდრიუ ჰორი, 17. ჯონ აფოა, 18. ენტონი ბორიჩი, 19. ლიამ მესამი, 20. ელბი მეთიუსონი, 21. სტივენ დონალდი, 22. სონი ბილ ვილიამსი.

ირალანდია: 15. რობ კირნი, 14. ტომ ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ლუკ ფიცჯერალდი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ეოინ რედანი. 1. კირან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. ტომ კურტი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. მაიკ ოდრისკოლი, 6. სტივენ ფერისი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შონ კორინი, 17. ჯონ ჰეისი, 18. დევინ ტონერი, 19. დენის ლამი, 20. პეტერ სტრინგერი, 21. რონან ოგარა, 22. კეიტ ირლზი.

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა