"ფრთებმა" ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

რეგულარული ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღესაც სამი მატჩი გაიმართა და ზედიზედ მეორედ მოუწია ყინულზე გასვლა "ტორონტოს".

კანადურმა კლუბმა შესანიშნავი სტარტი აიღო ახალ სეზონში - ზედიზედ მეორე გასვლითი შეხვედრა მოიგო. ამჯერად "ფილადელფიას" მოუგო, არადა, "მონრეალის" დამარცხებიდან მხოლოდ 22 საათი იყო გასული.

თუმცა ტორონტოელებს არანაირი დაღლა არ ეტყობოდათ და თამაშის არც ერთ კომპონენტში არ ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. პირველი პერიოდის ბოლოს "ფილადელფია" ბრეიდენ შენმა დააწინაურა, რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, მაგრამ დარჩენილ ორ პერიოდში გოლებს მხოლოდ სტუმრები იტანდნენ.

მეორე 20-წუთეულში ფილ კესელმა დიონ ფანოფის დარტყმის შემდეგ დამატებაზე იმარჯვა, მესამე პერიოდში კი დუბლი შეასრულა დეივ ბოლანდმა, რომელმაც ჯერ ფეხებშუა გაუტარა შაიბა მეკარეს, მეორედ კი ცარიელ კუთხეში დაარტყა ზუსტად.

სწორედ "ტორონტოა" ორი დღის შემდეგ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი.

"დეტროიტს" 2009 წლის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული "ბაფალოსთან" და ეს სერია გუშინ გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ "რედ უინგზს" აკლდა ტრავმირებული დარენ ჰელმი, პატრიკ ივზი და მეკარე იონას გუსტაფსონი, მან ძალიან დამაჯერებლად მოუგო "სეიბრზს".

ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მოკრძალებულ ანგარიშს. სინამდვილეში, "დეტროიტი" უდიდეს უპირატესობას ფლობდა და თუნდაც წაგებულ მესამე პერიოდში დარტყმების შეფარდება 16:5 იყო მასპინძლების სასარგებლოდ.

მატჩის ბედი, პრაქტიკულად, პირველი პერიოდის შუაში გადაწყდა, როცა 36-წამიანი ინტერვალით "დეტროიტმა" ორჯერ აიღო რაიან მილერის კარი. გოლები მიკაელ სამუელსონმა და პაველ დაციუკმა გაიტანეს.

მეორე პერიოდში დანიელ ქლირიმაც გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირეს. მოგვიანებით კი დეტროიტელ კორი ემერტონს ბულიტის შესრულების უფლება მიეცა, მაგრამ მილერმა იყოჩაღა.

მესამე 20-წუთეულში "დეტროიტის" მეკარე ჯიმი ჰოვარდი შაიბის გამოტანისას შეცდა და 19 წლის ლატვიელმა ზემგუს გირგენსონსმა NHL-ში დებიუტი გოლით აღნიშნა, მაგრამ მისმა გუნდმა დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

"კოლორადოსა" და "ანაჰაიმის" მატჩში შედგა ლეგენდარული მეკარის, პატრიკ რუას სამწვრთნელო დებიუტი, რომელიც შთამბეჭდავი ტრიუმფით დასრულდა. "იხვებმა" ვერაფერი დაუპირისპირეს "ეველანშის" ახალგაზრდა ფორვარდებს - ო'რაილის, დუშენს, მაკინონსა და განსაკუთრებით, მაკგინს.

არადა, "ანაჰაიმი" შეტევაში კარგად გამოიყურებოდა და დარტყმების რაოდენობით აჯობა მასპინძლებს - 36:29, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა "კოლორადოს" მეკარე სერგეი ვარლამოვი, რომელმაც 35 დარტყმა მოიგერია და დღის პირველი ვარსკვლავი გახდა. მხოლოდ საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე, 0:6-ზე შეძლეს "იხვებმა" ერთი საპასუხო შაიბის გატანა.

დენვერელთა გამარჯვება ოდნავ გააფერმკრთალა პატრიკ რუას გაძევებამ. დებიუტანტი მწვრთნელი ძალიან ემოციურად აპროტესტებდა მეტოქის უხეშობასა და ამ ყველაფერზე მსაჯების დუმილს.

ფილადელფია-ტორონტო 1:3

1:0, 0:1, 0:2

გოლები: 1:0 ბრეიდენი შენი-1 (ლეკავალიე-1, შტრაიტი-1), 1:1 კესელი-1 (ფანოფი-1), 1:2 ბოლანდი-1 (ლუპული-1, კულემინი-2), 1:3 ბოლანდი-2 (ლუპული-2, ფრენსონი-2).

დეტროიტი-ბაფალო 2:1

2:0, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 სამუელსონი-1 (ემერტონი-1, კრონვალი-1), 2:0 დაციუკი-1, 2:1 გირგენსონსი-1 (ფლინი-1).

კოლორადო-ანაჰაიმი 6:1

1:0, 3:0, 2:1

გოლები: 1:0 რ. ო'რაილი-1, 2:0 დაუნი-1 (რ. ო'რაილი-1, ტანგეი-1), 3:0 ჯ. მიტჩელი-1 (ბერი-1, მაკლეოდი-1), 4:0 მაკგინი-1 (მაკინონი-1, ტანგეი-2), 5:0 მაკგინი-2 (მაკინონი-2, პარენტო-1), 6:0 დუშენი-1 (დაუნი-1, ტანგეი-3), 6:1 სილფვერბერგი-1 (ბონინო-1, ფისტრიჩი-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ჰეთ თრიქი, პირველი სისხლი...

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან