ტყვიის სროლა. შოთა ქველიაშვილის თასის ღია გათამაშება
ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში გრძელდება შოთა ქველიაშვილის თასის ღია გათამაშება ტყვიის სროლაში. როგორც გაცნობეთ, შეჯიბრებაში ქართველ მსროლელებთან ერთად აზერბაიჯანელთა 17-კაციანი გუნდიც მონაწილეობს, მთლიანად ტურნირში კი, რომელიც მხოოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, 50-მდე მსროლელი გამოდის.

გუშინ შეჯიბრებები ვაჟებსა და ახალგაზრდა გოგონებს შორის გაიმართა. ვაჟებში სტუმრებმა დიდი უპირატესობით იმარჯვეს - რასულ მამედოვმა და რუსლან ლუნიოვმა 666,5 ქულა დააგროვეს და ოქრო-ვერცხლი ერთმანეთში ასეთივე თანმიმდევრობით გაინაწილეს, ბრინჯაო კი მასპინძელ ლევან ქადაგიძეს ერგო - 665,1 ქულა.

სამაგიეროდ, ჩვენებმა სამივე მედალი დაისაკუთრეს ახალგაზრდა გოგონათა შეჯიბრებაში. აქ პირველობა არავის დათმო ქუთაისელმა ნინო ფანჩულიძემ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ამჯერად 367 ქულით დაასრულა. ეს საგრძნობლად ჩამორჩება მის პირად რეკორდს - 374 ქულას, რაც ამ გაზაფხულზე მიუნხენის საერთაშორისო ტურნირზე აჩვენა. ვერცხლი 366-ქულიანმა ანა გაგილაძემ მოიპოვა, ბრინჯაოს კი ნია ხაჩიძე დაეუფლა 356 ქულით.

შეჯიბრება დღეს დამთავრდება ახალგაზრდა ვაჟთა ტურნირით.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"