<p>რუსეთის სუპერფინალის მესამე ტურში ქართველი დიდოსტატი სვეტლანა მატვეევას დაუპირისპირდა <br> გუშინ რუსეთის მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის სუპერფინალში მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე შავებით სვეტლანა მატვეევას დაუპირისპირდა და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ 26-ე სვლაზე ყაიმს დასჯერდა.</p><p>მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი თეთრი ფიგურებით ალისა გალიამოვასთან დამარცხდა. წარმატებით ითამაშეს დებმა კოსინცევებმა. ტატიანამ მეორე ტურში პაიკიძესთან წაგებისთვის ჯავრი ვერა ნებოლსინაზე იყარა - თეთრებით 25-ე სვლაზე აიძულა მეტოქე, საათი გაეჩერებინა. ნადეჟდამ თანაგუნდელ ვალენტინა გუნინას სძლია და გათამაშების ცხრილში მესამე ქულა ჩაიწერა. საგულისხმოა, რომ გუნინა შარშან და წლეულს ეროვნულ ნაკრებში შედეგიანობით გამოირჩეოდა. ამ ჩემპიონატზე კი ზედიზედ მესამე პარტია დათმო. ტატიანა შადრინამ ოლგა გირიასთან შეხვედრაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ნატალია პოგონინა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. მესამე ტურში იგი თეთრებით ანასტასია ბოდნარუკს ხვდებოდა. ამ უკანასკნელმა მიტელშპილში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო.</p><p>სამი ტურის შემდეგ: ნ. კოსინცევა-3, პაიკიძე, გალიამოვა-2,5-2,5, კოსტენიუკი, პოგონინა-2-2, ტ. კოსინცევა, ბოდნარუკი-1,5-1,5, შადრინა, ნებოლსინა-1-1, გირია, მატვეევა-0,5-0,5, გუნინა-0 ქულა.</p>
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"