მანუელ პელეგრინის გუნდს შოკიდან გამოსვლა მართებს, მით უფრო, რომ 5 ოქტომბერსაც რთული თამაში ელის
ჯერჯერობით "მანჩესტერ სიტის" საჩემპიონო ამბიციებს ინგლისში ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

"ქალაქელებს" აქამდე საშინაო არენაზე 100%-იანი შედეგი ჰქონდათ, თუმცა შუა კვირაში "ბაიერნმა" ისინი მიწაზე დაანარცხა. კომპანი-ნასტასიჩის კედელი გერმანელებმა ერთი ხელის მოსმით დაანგრიეს.

მანუელ პელეგრინის გუნდს შოკიდან გამოსვლა მართებს, მით უფრო, რომ 5 ოქტომბერსაც რთული თამაში ელის. "ეტიჰადს" პრემიერლიგაში შემორჩენილი ერთადერთი ბეჭდაუდებელი გუნდი სტუმრობს.

რობერტო მარტინესს მასპინძელთა ვალი აქვს. მაისში სწორედ მისმა "უიგანმა" დაამარცხა "სიტი" ასოციაციის თასის ფინალში. ასე რომ, "სიტის" ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.

მიმდინარე პრობლემების გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ "ევერტონმა" დღევანდელ მეტოქესთან სტუმრად ბოლო ექვსიდან მხოლოდ ერთი თამაში დათმო, ოთხჯერ იმარჯვა და აქედან სამჯერ მშრალი ანგარიშით.

კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და "სიტი" კონკურენტებს უკვე დიდ დისტანციაზე ჩამორჩება. უკან დახევა ნახევრად სიკვდილის ტოლფასია.

არის თუ არა ეს კრიზისი?

"სტედიუმ ოფ ლაითზე" ერთმანეთს კრიზისში მყოფი გუნდები ხვდებიან. "იუნაიტედში" მაქსიმალურად ცდილობენ მსგავს ფორმულირებას თავი აარიდონ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: "ეშმაკებს" სასტარტო ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და ისიც აუტსაიდერ "კრისტალ პალასთან".

კარგია, რომ დღევანდელი მეტოქეც ამავე კლასიდან არის.

დევიდ მოიესის გუნდს ეს ამოცანას უადვილებს. "შავ კატებს" მოქმედ ჩემპიონთან მატჩში კევინ ბოლი გაიყვანს მინდორზე. სპეციალისტი ვისი პრემიერლიგური გამოცდილებაც სულ 11 თამაშს ითვლის. მაქსიმალური 33-დან მას სულ 5 ქულა აქვს აღებული. ასე რომ, თავად განსაჯეთ, რა შანსი შეიძლება ჰქონდეს მის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში.

"სანდერლენდის" პლუსად ვერც საშინაო კედლებს მივიჩნევთ, თუნდაც იმიტომ, რომ "იუნაიტედი" აქ ბოლოს 1997 წლის 8 მარტს დამარცხდა. აქედან მოყოლებული კი 12 შეხვედრაში 9-ჯერ იმარჯვა.

ლაზარეთი იცლება

"ლივერპულის" გულშემატკივარს შეუძლია დამშვიდდეს. ამ დღეებში ერთბაშად სამი ტრავმირებული მოთამაშე შეუდგება სრულფასოვან ვარჯიშს. ლაპარაკია გლენ ჯონსონზე, ჯო ალენსა და ალი სისოკოზე. თამაშს ისინი სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული პაუზის შემდეგ შეძლებენ.

"ენფილდზე" წინა შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. მასპინძელმა "საუთჰემპტონთან" მინიმალური ანგარიშით წააგო. შესაბამისად, "წითლებს" დღეს რეაბილიტაცია მართებთ. ამისთვის კი სწორედ რომ მისწრებაა სტარიჯი-სუარესის დუეტის აღდგენა.

"წმინდანებთან" მარცხს თუ არ ჩავთვლით, ბრენდან როჯერსს შინ შესანიშნავი შედეგები აქვს. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩრდილოირლანდიელს 3 ქულის ასაღებად დღესაც კარგი შანსები აქვს.

იან ჰოლოვეი და კომპანია ხომ მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში მეტისმეტად უკბილოდ ირჯებიან - 3 თამაში 3 მარცხი და მხოლოდ 1 გოლი.

მერსისაიდელების უპირატესობაზე მეტყველებს სტატისტიკაც. "ლივერპულს" მეტოქე "ენფილდზე" 13-დან 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური

5 ოქტომბერი.

მანჩესტერი, "ეტიჰადი"

სიტი-ევერტონი 15:45

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე - დ. სილვა, ნასრი, აგუერო - ჯეკო

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, იაგიელკა, ბეინსი - ოსმანი, ბერი - ნეისმიტი, ბარკლი, მაკარტი - ლუკაკუ

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარტინ დემიჩელისი, ჯეკ როდუელი - დარონ გიბსონი, კევინ მირალიაში, სტივენ პიენაარი, ანტოლინ ალკარასი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 156 თამაში: +58=40-58 (217-209)

კარდიფი-ნიუკასლი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდრეას კორნელიუსი - რაიან ტეილორი, შოლა ამეობი, სტივენ ტეილორი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +13=7-11 (42-50)

ფულჰემი-სტოკი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მაარტენ სტეკელენბურგი, მეტიუ ბრიგსი, აარონ ჰიუზი, აშკან დეჟაგა, სკოტ პარკერი - მარკ მუნიესა, ჯონათან უოლტერსი, მეტიუ ეთერინგტონი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +14=7-9 (44-33)

ჰალი-ასტონ ვილა 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჟორეს ოკორე, გაბრიელ აგბონლაჰორი, ეშლი ვესტვუდი, კრისტიან ბენტეკე, შარლ ნზოგბია - ჯეიმს ჩესტერი, რობერტ კორენი, რობი ბრეიდი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +0=0-5 (0-8)

ლივერპული-პალასი 18:00

დისკვალიფიკაცია: ლუკას ლეივა -

ტრავმა: გლენ ჯონსონი, ფილიპე კოუტინიო, სებასტიან კოატესი, ალი სისოკო, ჯო ალენი - პატრიკ მაკარტი, იანიკ ბოლასი, გლენ მარი, ჯონათან უილიამსი, ჯეკ ჰანტი, დემიენ დელენეი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +15=6-6 (58-19)

სანდერლენდი-იუნაიტედი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფილ ბერდსლი, ანდრეა დოსენა, ვეს ბრაუნი, სტივენ ფლეტჩერი - რიო ფერდინანდი, დარენ ფლეტჩერი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 114 თამაში: +33=27-54 (156-199)

6 ოქტომბერი

ნორვიჩი-ჩელსი 16:30

დისკვალიფიკაცია: - ფერნანდო ტორესი

ტრავმა: სებასტიან ბასონგი, ელიოტ ბენეტი, ხავიერ გარიდო, ნათან რედმონდი - მარკო ვან გინკელი, ედენ აზარი, ტომაშ კალაში

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +10=11-12 (38-47)

საუთჰემპტონი-სუონსი 16:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: არავინ - ეშლი უილიამსი, ანხელ რანხელი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +2=3-3 (10-12)

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დენი როუზი, იუნეს კაბული, აარონ ლენონი, ემანუელ ადებაიორი, ეტიენ კაპუ - რაველ მორისონი, დენიელ პოტსი, ჯორჯ მონკური

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 101 თამაში: +44=23-34 (159-142)

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯორჯ ტორნი, კემარ რუფი, ადილ ნაბი, საიდო ბერაინო, კემერონ გეილი - ბაკარი სანია, ლუკას პოდოლსკი, თეო უოლკოტი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანტი კასორლა, იაია სანოგო, აბუ დიაბი, გედიონ ზელალემი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 119 თამაში: +31=27-61 (153-211)

ბომბარდირები: 5 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"რონალდო ძლივს დადის, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაში სირცხვილია" - "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა კრიშტიანო გააკრიტიკა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში