ფიფა და უეფა პოლიტიკურ განცხადებებს კრძალავენ, ამის გამო კლუბებს პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს
რაც საქართველოა, მას შემდეგ მტერი არ მოჰკლებია - შინაურიც და გარეულიც. ერთი თაობაც არ დაბადებულა, ომი რომ არ გადაეტანა.

"ტრადიცია" გრძელდება. რუსეთის მმართველებს არც ერთი ქართველი პრეზიდენტი არ მოსწონდათ, მაგრამ - ქართველი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და გვიყვარსო. სწორედ ამ ხალხს ართმევენ ისედაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ მიწა-წყალს.

ამის დასტური ბოლო პერიოდში სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებია. საოკუპაციო ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევენ. ამ ყველაფერს 4 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ, როგორც საქართველოში ფეხბურთის მმართველმა უპირველესმა ორგანომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იმ განუზომელი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ამ ქართულ სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ხორციელდება.

ფეხბურთი ყოველთვის იყო ერებისა და ხალხების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა, რომელშიც ადგილი არ ჰქონდა ეროვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხალხის დაყოფასა და ჩაგვრას. ქართული ფეხბურთის უდიდესი თარიღი - 1981 წლის 13 მაისი, სწორედ, ორმა დიდმა ქართველმა - ეროვნებით აფხაზმა ვიტალი დარასელიამ და ეროვნებით ოსმა ვლადიმერ გუცაევმა შექმნეს.

დღეს, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები კი ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასა და წუხილს იწვევს.

ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, რომლებიც 6 ოქტომბერს, საქართველოს ექვს ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, განმუხურში, მარტვილსა და მცხეთაში ჩატარდება, ლოზუნგით "დიცი და დვანი - საქართველოა" - გაიმართება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სწორედ, ამ წარწერის მქონე მაისურებით დაიწყებენ და ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ".

...ისრაელისა და არაბული სამყაროს დაპირისპირება ყველას კარგად მოგეხსენებათ. მათ შორის მტყუან-მართლის გარჩევა ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ, ფაქტს მოგახსენებთ.

ამ დაპირისპირებამ თავი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაშიც იჩინა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "მაკაბი" თელ-ავივში "ბაზელთან" 0:1 დამარცხდა. შვეიცარიულ კლუბში ორი ეგვიპტელი ფეხბურთელი თამაშობს - მოჰამედ სალახი და მოჰამედ ელ-ნენი. თავიდან მათ ჯერ ისრაელში ჩასვლა არ სურდათ, მაგრამ, როცა ეს არ გამოვიდა, სალახმა მატჩისწინა მისალმების დროს მეტოქის მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვა.

ის ამ დროს სათადარიგოთა სკამზე იმ მოტივით შეყოვნდა, ვითომდა, ბუცებზე ზონარს იკრავდა.

ჩვენ არც ერთ მოთამაშეს გმირობას და აქციების გამართვას არ და ვერც მოვთხოვთ, მაგრამ მსგავს შემთხვევებში ქართველი ფეხბურთელები მეტად პასიურობენ და პოზიციას არასოდეს აფიქსირებენ.

ეს ხდება მხოლოდ კულისებში - აქ ქართველებზე აუგს არავის ათქმევინებენ. თუნდაც გიორგი ნავალოვსკის ამბავი კმარა - 2010 წელს, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" თამაშისას, ულიანოვსკში ადგილობრივ მოთამაშეს ქართველების გინებისთვის "ხურდა" არ აკმარა.

თუმცა საჯარო პროტესტი მაინც გაცილებით დასაფასებელია.

გასაგებია, რომ ფიფა და უეფა პოლიტიკურ განცხადებებს კრძალავენ, ამის გამო კლუბებს პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

exo
აუ რა პროვინციალიზმია! აზრზე არ ხართ ფეხბურთი რა არის. ფედერაცია და ჟურნალისტები ვერ გამოდიხართ სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არ იცით ვის როგორ შეეტენოთ. საქმე გააკეთე და სამშობლოს უფრო წაადგები, ვიდრე მაგ ტინგიცობით და ქაჯობის გამოვლინებით. არა რა მართლა ქაჯების ქვეყანაა, რომლის ადგილიც არ არის ევროპაში.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
უნაი ემერიმ 2 ფეხბურთელს "არსენალიდან" წასვლა ურჩია
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
სავარაუდო ტრანსფერები: პირველი ტრანსფერი ლა ლიგაში
ქართული ფეხბურთის ტრაგიკული დღე | ვიტალი დარასელიას დაღუპვისა და დაკრძალვის აქამდე უცნობი დეტალები...
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს