ვლადიმერ კლიჩკომ ყველა რაუნდი მოუგო ალექსანდრ პოვეტკინს და ტიტულები შეინარჩუნა
უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ დაამარცხა რუსი ალექსანდრ პოვეტკინი და დაიცვა სუპერმძიმე წონაში WBA-ს, IBF-ის, WBO-ს, IBO-სა და ჟურნალ The Ring-ის ტიტულები.

ბრძოლა, რომელსაც დიდი ხანი ელოდა საკრივო სამყარო, დაახლოებით იმ სცენარით განვითარდა, როგორც ბევრი ვარაუდობდა. 37 წლის კლიჩკომ (61-3-0, 51KO) გამარჯვება მოიპოვა რაციონალურ, არასანახაობრივ, მაგრამ ეფექტურ სტილში.

კლიჩკო მეორე ნომრად მუშაობდა, უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა დაცვის საიმედოობას და მხოლოდ შემდეგ ფიქრობდა შეტევებზე. ვლადიმერი ხშირად შედიოდა კლინჩში, თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს, როცა ის ახლო ბრძოლას ლამობდა; ხანდახან კი მთელი სხეულით ეცემოდა გაცილებით დაბალ რუსზე.

რაც შეეხება 34 წლის პოვეტკინს (26-1-0, 18KO), მანაც დაახლოებით იგივე აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ. ის კარიერაში პირველად მოხვდა ნოკდაუნში და ძალიან დაიღალა, მაგრამ მაინც ფინალურ გონგამდე ეძებდა გამარჯვების შანსს. თუმცა მისი მონდომება არ იყო გამყარებული სათანადო ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებით. საერთო ჯამში, მთელი 12 რაუნდის განმავლობაში მან ვერც ერთი აქცენტირებული დარტყმა ვერ მიაყენა უკრაინელს.

პირველივე რაუნდმა განსაზღვრა მთელი მომავალი ბრძოლის ტაქტიკური სურათი. პოვეტკინმა თავიდანვე შეტევა სცადა, მაგრამ კლიჩკომ დაანახა ყველას, რომ მზად იყო ყველა ხერხით მეტოქის იერიშების მოსაგერიებლად და ამით მის დაღლას შეუდგა. რუსი რამდენჯერმე შეეხო მეტოქის თავს, კლიჩკო კი ჩვეულ სტილში ჯებებს ისროდა.

რაუნდის ბოლოს პოვეტკინი პირველად დაეცა რინგზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ნოკდაუნი.

მეორე სამწუთეულში პოვეტკინმა სცადა, მარცხნიდან ერთჯერადი გვერდითი დარტყმით მიეღწია მიზნისთვის, მაგრამ მეტოქის სიმაღლის გამო მას ნახტომში უწევდა ასეთი დარტყმების შესრულება. გონგამდე 25 წამით ადრე ვლადიმერს მოკლე, მაგრამ ძლიერი და ზუსტი მარცხენა დარტყმა გამოუვიდა, რომელიც რუსს საფეთქელში მოხვდა და ის ნოკდაუნში აღმოჩნდა, თუმცა ამ წარმატებას არანაირი განვითარება არ მოჰყოლია.

მესამე რაუნდში ვლადიმერი მოლოდინის რეჟიმში იყო - როდის ჩაცხრებოდა მეტოქის სასტარტო აქტიურობა. ის ცალ ფეხს ეყრდნობოდა და პოვეტკინს ჯებებით აჩერებდა.

მეოთხე რაუნდში ბრძოლის ტემპი ოდნავ დავარდა. პოვეტკინმა ამოსუნთქვა გადაწყვიტა და კლიჩკომაც დარტყმებს უმატა, თუმცა კლინჩშიც ხშირად შედიოდა. მეხუთე რაუნდში ალექსანდრმა ისევ აქტიურად სცადა შეტევაში გადასვლა, მაგრამ უკრაინელმა ეს იერიშები მაშინვე ჩაახშო დაცვაში კარგი მოქმედებით. ის მარჯვენა ხელს თითქმის არ ხმარობდა, რადგან უფრთხოდა პოვეტკინის საფირმო მოკლე გვერდით დარტყმას მარცხნიდან.

მეექვსე რაუნდში რუსმა ისევ უკლო აქტიურობას, ამასობაში კი მას გაშვებული დარტყმების გამო მარჯვენა თვალთან უკვე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა.

მეშვიდე რაუნდი ყველაზე უსიამოვნო იყო პოვეტკინისთვის ამ ბრძოლაში. ყველაფერი დაიწყო კლიჩკოს წარმატებული ორმაგი დარტყმით, რასაც მოჰყვა ვლადიმერის მარცხენა გვერდითი დარტყმა. უკრაინელმა დაინახა, რომ მეტოქე წაბარბაცდა და წარმატების განვრცობა სცადა. შედეგად, პოვეტკინი სამჯერ დაეცა რინგზე გაშვებული დარტყმების ან მეტოქისგან ხელის კვრის გამო.

რეფერმა ლუის პაბონმა სამჯერ დაიწყო ათვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე პოვეტკინი ახერხებდა წამოდგომას.

მერვე რაუნდში ბრძოლა ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. რინგზე ისევ ბევრი იყო ქაოსი და კლინჩები. უკრაინელმა დასვენება გადაწყვიტა და მხოლოდ ჯებებითა და მარცხენა გვერდით დარტყმებით მუშაობდა. მე-9 რაუნდში პოვეტკინი კიდევ ერთხელ დაეცა რინგზე, მაგრამ ამჯერად რეფერის ათვლა არ დაუწყია.

მეათე რაუნდში კლიჩკომ მოჰამედ ალის სტილში დაიწყო რინგზე გადაადგილება და თან სწრაფი და ზუსტი ჯებებით ამუშავებდა მეტოქეს. მიუხედავად ამისა, პოვეტკინი ჯიუტად მიდიოდა წინ, თუმცა უშედეგოდ. მე-11 რაუნდში უკრაინელს სამდარტყმიანი სერია გამოუვიდა, რის გამოც პოვეტკინს წონასწორობის შენარჩუნება გაუჭირდა.

ვლადიმერმა იქვე სცადა ბრძოლის ნაადრევად დასრულება და ისევ კლინჩის დროს დააგდო რინგზე მეტოქე, რის გამოც რეფერიმ უკრაინელს ერთი ქულა ჩამოართვა.

ბოლო რაუნდი ძალიან დაძაბული გამოვიდა. რუსი გრძნობდა, რომ ქულების მიხედვით ნადგურდებოდა. ამიტომაც ბოლო ძალები მოიკრიბა და თუნდაც ერთი აქცენტირებული დარტყმის განხორციელება სცადა, თუმცა კლიჩკო ძალიან უნარიანად ახშობდა მეტოქის აქტიურობას. ერთ-ერთ ეპიზოდში პოვეტკინმა ისევ დაკარგა წონასწორობა და ბაგირებთან ახლოს დაეცა, თუმცა ამჯერადაც გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე და საფინალო გონგამდე იჩხუბა.

სამივე მსაჯი ერთსულოვანი იყო - მათ გამარჯვება ვლადიმერს მიანიჭეს 119:104, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა რაუნდში კლიჩკომ დაამარცხა პოვეტკინი. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ჩემპიონმა ხაზი გაუსვა მეტოქის მამაცობასა და მონდომებას, ხოლო თავისი თანამემამულის წაგებით განაწყენებულმა მოსკოვურმა პუბლიკამ კი სტვენა დაუწყო უკრაინელს.

რაც შეეხება პოვეტკინს, მან აღიარა დამარცხება, ვარჯიშებზე უფრო მეტ მუშაობას დაპირდა გულშემატკივრებს და რევანშიც მოითხოვა უკრაინელისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კლიჩკო VS პოვეტკინი: დიდი კრივის წინ აიწონნენ

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ვინ უფრო ძლიერია, მოჭიდავე თუ მოკრივე? - ამის გარკვევას ჯერ კიდევ 1976 წელს ცდილობდნენ [VIDEO]
ლენოქს ლუისი 100 მილიონისთვის ბრუნდება?
ვლადიმერ კლიჩკომ მსახიობი ჰეიდენ პენეტიერი დანიშნა
დევიდ ჰეი რეიტინგის მიღმა
8 მარტი. ეს დღე სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი წაგება პროფესიულ რინგზე
8 მარტი სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი მარცხი
დონ კინგი: მოჰამედ ალი რომ არა, არარაობა ვიქნებოდი
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
წელს კლიჩკო-პოვეტკინი არ იქნება
ᓧᓕ
კრივი: აქაც რუსული დოპინგი
ᓙᓚᕘ
ᓕᓚᓐᕓᓘᕛᓔᓠ ᓙᓚᕘᕩᓙᓝᓛ ᓣᓙᓠᓐᓘᕜᕘᓡ ᓐᓠᕛᓘᓐᓡ ᓯᕐᓕᕨᕐᕜᕟᕘᕚᕔᓢᓔᓑᓘ ᓣᓧᓘᓓᕐ
ვლადიმირ კლიჩკომ ნიუ იორკში მოიგო
2013 წლის 10 იმედგაცრუება
მეივეზერ-მაკგრეგორიდან 40 წლით ადრე: ალი ინოკის წინააღმდეგ
ᓤᓝᓢᓝ-NEWS: ᓓᓐᓣᓞᓐᓢᓘᓟᓔᓑᓔᓚᓘ ᓡᓢᓣᓛᓐᓠᓘ - ᓑᓠᓘᕒᕡᓘ ᓙ