ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ბერიძემ განაცხადა
საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ოლიმპიური ოჯახიდან არ მოიკვეთება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ბერიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ოლიმპიური ქარტიის ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქციები, თუმცა ქარტიაში ნათქვამი არ არის, რომ ქვეყანა, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ოლიმპიური ოჯახიდან ავტომატურად მოიკვეთება.

"ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ვერდიქტი იქნება. კონკრეტულად გაწერილი სანქციები არ არის. ფაქტი, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარის გამო ქვეყანა მოეკვეთოთ, არ ყოფილა. 1980 წელს მოსკოვში ბევრი ქვეყანა არ ჩავიდა, 1984 წელს ლოს-ანჯელესში კი არ ჩავიდა საბჭოთა კავშირი. მომდევნო ოლიმპიადებში მათ ჩვეულებრივ მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა კახა ბერიძემ.

მისი ინფორმაციით, ოლიმპიური ოჯახიდან ქვეყნის მოკვეთა, ძირითადად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში უხეში პოლიტიკური ჩარევისას ხდება.

ამ ეტაპზე, კახა ბერიძის განმარტებით, აღნიშნული მოტივით მოკვეთილია ინდოეთი.

"ეს მკაცრად არის მითითებული. თუ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტის საქმიანობაში მთავრობა უხეშად ჩაერევა, ამ შემთხვევაში ჩვენი მოკვეთაც მოხდება. თუ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მოტივი უნდა დაასაბუთოს. სოკ-იც მიხვდება მიზეზს, რატომ არ წავალთ. თუმცა, ეს სულ სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - იგივეა, რაც 1980 წელს - ამერიკამ და 1984 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღეს.

აქ საუბარია იმაზე, რომ არ მოგწონს ან პოლიტიკურ ნიადაგზე ეს შენთვის მიუღებელია და არ მიდიხარ. სოჭში თუ არ წავალთ, დიდი ალბათობით, არ მოვიკვეთებით, თუმცა ეს დამოკიდებულია სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე", - განმარტა კახა ბერიძემ.

რაც შეეხება ოლიმპიური ქარტიის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ან ნებისმიერი სხვა დებულების დარღვევის შემთხვევებს, მათთვის განკუთვნილი სანქციები ოლიმპიური ქარტიის 23-ე პუნქტშია გაწერილი.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ლერი ხაბელოვი: თუ სოჭის ოლიმპიადის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზრდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ოლიმპიურ კომიტეტში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
პარიზში სპორტის ევროპულ მოდელზე იმსჯელეს
საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
EOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს
შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციებთან