ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არსენალის შანსი და ჩელსის პრობლემები

არსენალის შანსი და ჩელსის პრობლემები

პრემიერლიგა: სერ ალექს ფერგიუსონი რუნის ძირითადში თამაშს ეჭვობს
წინა ტურში ყველაზე მეტად „არსენალმა“ იხეირა: არსენ ვენგერის ბიჭებმა სტუმრად დაამარცხეს „ევერტონი“ 2:1, მაშინ, როდესაც მისი უმთავრესი კონკურენტები „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ - მანჩესტერის გუნდებმა „ასტონ ვილასა“ და „ბირმინგემთან“ ფრედ ითამაშეს, ჩემპიონმა კი შინ „სანდერლენდთან“ წააგო და თან 3:0. ერთი სიტყვით, ეს ერთი კვირაა პრემიერლიგის ცხრილში „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის მხოლოდ ორქულიანი სხვაობაღაა დარჩენილი და თუ...

აი, ახლა კი, მოდი, ამ „თუ“-ზე ვილაპარაკოთ: მე-14 ტურს სწორედ „არსენალი“ ხსნის - „ტოტენჰემს“ ეთამაშება - ესეც თქვენ ლონდონური დერბი. თან, „ტოტენჰემთან“ ხუმრობა არ შეიძლება - მართალია, მე-7 ადგილზეა და ქულებით ლიდერთა ჯგუფს ცოტა ჩამორჩა, მაგრამ ის გუნდია, ჩემპიონთა ლიგაში „ინტერს“ თავს რეტი რომ დაასხა.

და რას გვეუბნება ამ დროს სტატისტიკა? სტატისტიკა ამბობს, რომ „არსენალმა“ „სფურზს“ ამ სეზონში ერთხელ უკვე მოუგო - ლიგის თასის მესამე ეტაპზე, 4:1 - ხოლო ჩემპიონატის შეხვედრებში, მთელი 11 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამ შეხვედრაში საინტერესოა, რას იზამს „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრანგი უილიამ გალასი, რომელსაც 2006 წლიდან „მეთოფეთა“ გუნდში დიდებული პერიოდი აქვს გატარებული, მაგრამ ახლა „სფურზის“ წევრია და „ემირეიტ სთედიუმზე“ მეტოქედ ბრუნდება.

„სფურზის“ შემადგენლობაში ბრუნდება გამოჯანმრთელებული ჯერმაინ დეფო, რომელსაც კოჭის ტკივილის გამო მთელი თვე გაუცდა. მყესის რტავმას სავარაუდოდ დაძლევს აარონ ლენონი, ნიკო კრანჩარი კი ვერ ითამაშებსო, ასე თქვეს „დეზებიანთა“ ექიმებმა.

„ჩელსი“, როგორც გითხარით ბირმინგემში მიდის იქაურ „სიტისთან“ სათამაშოდ. მასპინძლებმა, შეიძლება, სასტარტო შემადგენლობაში ლი ბოიერი ათამაშონ. ის, სავარაუდოდ, „სიტისთან“ დაშავებული კრეიგ გარდნერის ადგილს დაიკავებს. არ არის გამორიცხული ალექს მაკლიშმა გარდნერი თამაშის წინ ექიმებს შეამოწმებინოს და თუ ნებას დართავენ, ათამაშოს.

„ჩელსის“, მოგეხსენებათ, დაცვაში აქვს პრობლემა - დაშავებულები არიან ჯონ ტერი და ალექსი, ნახევარდაცვაში არ იქნება ფრენკ ლემპარდი, ხოლო თავდამსხმელ დიდიე დროგბას მალარია სჭირს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „უიგანს“ მასპინძლობს და ამ შეხვედრაში შეიძლება მოედანს უეინ რუნი დაუბრუნდეს. რუნი „იუნაიტედის“ შემადგენლობაში ბოლოს ოქტიმბერში, „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში ნახეს, ისიც ცოტა ხნით. მას მერე, ფორვარდმა მანჩესტერის გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი - კვირაში 250 ათას ფუნტს მიიღებს - და სამკურნალოდ ამერიკას გაეშურა.

„არა მგონია ის თავიდანვე ვათამაშო - უთხრა მანჩესტერელთა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა რადიო Key 103-ს - თუმცა, შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსთან“ აუცილებლად ვათამაშებ“.

საეჭვოა რაიან გიგზისა და რაფაელის თამაშის ამბავიც.

„მანჩესტერ სიტი“ კვირას ესტუმრება „ფულჰემს“. „სიტიში“ განსაკუთრებული სიახლე არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ადამ ჯონსონი, რომელზეც ერთი ხნის წინ ამბობდნენ, გუნდიდან გაქცევას აპირებსო, ისტლენდელებს ერთგულებას ეფიცება.

„ლივერპული“ „ვესტ ჰემს“ მასპინძლობს. მერსისაიდელებს დიდი პრობლემა აქვთ: კაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოაკლდათ და თან დიდი ხნით. ლუკასი ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია - წინა ტურში „სტოკთან“ 2:0 წაგების სღეს იგი მოედნიდან გააძევეს. სამი თამაში გამოსტოვა და საქმეს უბრუნდება გლენ ჯონსონი, შესაძლოა ფაბიო აურელიოც ვიხილოთ. ვერ იქნება ჯო კოული, რომელსაც ორთავა კუნთი სტკივა.

დღეს

არსენალი-ტოტენჰემი 16:45

ბირმინგემი-ჩელსი 19:00

ბლექპული-ვულვზი 19:00

ბოლტონი-ნიუკასლი 19:00

მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 19:00

ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 19:00

ლივერპული-ვესტ ჰემი 21:30

ხვალ

ბლექბერნი-ასტონ ვილა 17:30

ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 20:00

ზეგ

სანდერლენდი-ევერტონი 24:00

1. ჩელსი 13 9 1 3 28:8 28

2. არსენალი 13 8 2 3 26:12 26

3. მანჩესტერი 13 6 7 0 26:15 25

4. სიტი 13 6 4 3 15:10 22

5. ბოლტონი 13 4 7 2 21:19 19

6. სანდერლენდი 13 4 7 2 15:13 19

7. ტოტენჰემი 13 5 4 4 18:17 19

8. ნიუკასლი 13 5 3 5 21:16 18

9. ასონ ვილა 13 4 5 4 15:18 17

10. სტოკი 13 5 1 7 15:18 16

11. ლივერპული 13 4 4 5 13:17 16

12. ვესტ ბრომვიჩი 13 4 4 5 16:22 16

13. ევერტონი 13 3 6 4 14:13 15

14. ბლექბერნი 13 4 3 6 15:18 15

15. ბლექპული 13 4 3 6 19:26 15

16. ფულჰემი 13 2 8 3 13:13 14

17. უიგანი 13 3 5 5 10:21 14

18. ბირმინგემი 13 2 7 4 14:17 13

19. ვულვზი 13 2 3 8 13:23 9

20. ვესტ ჰემი 13 1 6 6 11:22 9

ბომბარდირები: 7 – ქეროლი (ნიუკასლი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი), დროგბა (ჩელსი); 5 –კალუ (ჩელსი), შამახი (არსენალი), ასამოა (სანდერლენდი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 — დევისი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი).

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა

გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან