ორი ქართველი კალათბურთელი უძველესი ცივილიზაციის დაბადების ადგილისკენ გაეშურა
ორი ქართველი კალათბურთელი უძველესი ცივილიზაციის დაბადების ადგილისკენ გაეშურა.

224 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი ქუვეითში გააგრძელებს კარიერას, ხოლო ნიკოლოზ ცქიტიშვილი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

დუბაიში

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი ახალ სეზონშიც აზიაში ითამაშებს. იგი არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ "ან ნაჰლ შარიაჰში" ჩაირიცხა. ეს დუბაის გუნდია და ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. ბოლოს საემიროების ჩემპიონი 2004 წელს გახდა.

ნიკა 2011 წლიდან აზიაში გამოდის - ჯერ ირანის "მაჰრამთან" ერთად სპარსეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ "მაჰანში" დაიწყო და ლიბანურ "ჩამპვილში" განაგრძო. ახალ სეზონში კი, როგორც უკვე წაიკითხეთ, მისთვის ახალ ქვეყანაში, გაერთიანებულ საემიროებში ითამაშებს.

ქუვეითში

ტანმაღალი ქართველი ცენტრი სერგო ათუაშვილი გასული სეზონის დასაწყისში ირანში გამოდიოდა, ხოლო იანვრიდან სუპერლიგურ "სოხუმში" ჩაირიცხა და გუნდთან ერთად მეოთხედფინალიც ითამაშა.

ახალი სეზონის წინ სერგომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა და ქუვეითის "ალ არაბის" ვარიანტი შეარჩია. იგი შუამდინარეთისკენ 10 ოქტომბერს გაემგზავრება.

დოსიე

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

დაიბადა: 14.04.1983

სიმაღლე: 216 სმ

ამპლუა: ფორვარდი

საკლუბო კარიერა

სოხუმის "კოლხა" - 1997-98

თსუ - 1998

"სტუ-ჯეოსელი" - 1999

სლოვენიის "სლოვანი" - 1999-2001

იტალიის "ბენეტონი" - 2001-02

"დენვერ ნაგეთსი" (NBA) - 2002-04

"გოლდენ სტეიტი" (NBA) - 2004

"მინესოტა" (NBA) - 2005

"ფინიქს სანსი" (NBA) - 2006

"ნიუ იორკ ნიქსი" (NBA) - 2006

ესპანეთის "კახასოლი" - 2007

იტალიის "ტერამო" - 2007-08

ესპანეთის "ფუენლაბრადა" - 2008-09

საბერძნეთის "პანიონიოსი" - 2009

ესპანეთის "ფუენლაბრადა" - 2009-10

ესპანეთის "ლაგუნ არო" - 2010-11

ირანის "მაჰრამი" - 2011-12

ირანის "მაჰანი" - 2012

ლიბანის "ჩამპვილი" - 2012-13

მიღწევები

იტალიის ჩემპიონი - 2002

სლოვენიის ჩემპიონატის ბრინჯაო - 2001

ირანის ჩემპიონი - 2012

დასავლეთ აზიის თასის მფლობელი – 2012

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dd
ათუაშვილი ნაკრებში უნდა გამოიძახონ. იქნებ რომელიმე კარგმა გუნდმა აიყვანოს. არ შეიძლება მაგ ბიჭის დაკარგვა. საცოდაობაა მაგან კარგი კალათბურტი არ ითამაშოს
dd
ეს ათუაშვილი რას შვება. ნაკრებში რატო არ იძახებენ?
dd
თავისი მონაცემებით ყველა დროის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი იყო საქართველოში. ზაზა მაგის მონაცემებთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. ყველაზე მეტადაც უმართლებდა. უბრალოდ ჟილკა ქონდა ზაზას მაგას კი არა. ლევან ტედიაშვილისა არ აყოს მაძღარი მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერსო და ვერც დაიჭირა. არადა ნბა-ში თავის დროზე დირკ ნოვიცკის ადარებდნენ. გვიან მიხვდა, რომ მეტი უნდა მოენდომებინა
სტუმარი
თავისი მონაცემებით ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი იყო საქართველოში. ზაზა მაგის მონაცემებთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. მაგრამ ზაზას ბავშვობიდან კალათბურთის თამაშს ასწავლიდნენ და ვარსკვლავი დადგა, ნიკას კი კალათბურთის ანბანი არავინ ასწავლა. ამდენს რომ მიაღწია ისიც მიკვირს. მშობლებო, თუ თქვენს შვილს მონაცემები აქვს, კარგი მწვრთნელი შეურჩიეთ!!!
Zura
ცქიტიშვილზე ერთი რამის თქმა შეიძლება - დაიწყო კარგად, გააგრძელა ცუდად, ამთავრებს უარესად.....
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: ფავორიტური
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. XVI ტური: გაქცევაც ამას ჰქვია!
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში
ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო
ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო
რატომ ვერ დამკვიდრდა ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში?
TimeLine: სტაფილო ვჭამოთ თუ ვიხტუნოთ?
ნიკა ცქიტიშვილი ვაჟის მამა გახდა