"ტორპედოს" 21 წლის ნახევარმცველი გულდაწყვეტილია, რომ კარგი სტარტის მიუხედავად, კლუბის სტადიონი თითქმის ცარიელია
წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ბევრისთვის უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - გამოცდილი ფეხბურთელების ნაცვლად, გუნდში მთლიანად ახალგაზრდები მიიწვია და ასევე ახალგაზრდა ესპანელ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსას ჩააბარა.

გია გეგუჩაძის დროინდელი გუნდიდან "ტორპედოში მხოლოდ 7-8 ფეხბურთელი დარჩა. მათგან ერთ-ერთი - 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე გახლავთ.

"კუხი", როგორც მას თანაგუნდელები ეძახიან, თავისი ტექნიკური არსენალით, პასის კულტურითა და არაორდინარული თამაშით ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მიმდინარე ჩემპიონატში "ტორპედო" წარმატებით რომ თამაშობს, დიდი წვლილი კუხიანიძესაც მიუძღვის. ის თანაგუნდელებს პასებით ამარაგებს, ამავე დროს, არც თავად ერიდება კარში დარტყმებს და საგოლე ალღოც არ ღალატობს.

გასულ ტურში "ტორპედომ" მარტვილის "მერანი" 3:0 რომ დაამარცხა, მესამე გოლის ავტორად სწორედ კუხიანიძე მოგვევლინა (ეს მისი მეორე გოლია მიმდინარე პირველობაზე).

ის ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან განსაკუთრებული სიყვარულითაც სარგებლობს...

- მოდით, საუბარი მარტვილის "მერანთან" მატჩით დავიწყოთ. "მერანი" მებრძოლი გუნდია, მასთან თამაში ყველას უჭირს და "ტორპედოსგან" ასეთ იოლ მოგებას არავინ ელოდა...

- "მერანი" ჩვენთვის მუდამ უხერხული მეტოქე იყო, მასთან თამაში ძალიან გვიჭირდა. მართალი ხართ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასე იოლად გავიმარჯვებდით, მაგრამ მწვრთნელის მიერ სწორად შერჩეულმა ტაქტიკამ და ბიჭების მონდომებამ სასურველი შედეგი გამოიღო.

ჟერარდ სარაგოსამ დაგვავალა, რომ პრესინგით თავიდანვე მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა თამაში, რაც მარტვილელთათვის მოულოდნელი იქნებოდა. ამ გეგმის მიზანი იყო, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაგვეწყვიტა.

ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებას თავი კარგად გავართვით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, ეს ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციის შედეგი იყო - კაპანაძემ საჯარიმოსთან კარგი გადაცემა გამიკეთა და მეც ბურთი ერთი შეხებით გავიტანე.

- სეზონი ძალიან კარგად დაიწყეთ, 8 ტურის შემდეგ "ტორპედო" ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. არადა, ზაფხულში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, ამას გამოუსწორებელი ოპტიმისტიც ვერ წარმოიდგენდა. თქვენთვისაც მოულოდნელი ხომ არ არის ესოდენ კარგი სტარტი?

- რა დასამალია და, სეზონის დაწყებამდე "ტორპედოს" პერსპექტივების არც სპეციალისტებს სჯეროდათ და არც ქუთაისელ გულშემატკივრებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდობლად უყურებდნენ, ჩემპიონატი არ იყო დაწყებული და უკვე ბოლო ადგილისთვის განწირულებად გვთვლიდნენ.

ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთელებზეც დამთრგუნველად მოქმედებს, მაგრამ ჩვენი მთავარი მწვრთნელი კარგი ფსიქოლოგიც გამოდგა - გვარწმუნებდა, რომ "ტორპედოს" წარმატებით თამაში შეეძლო. თავისი შემართებით სარაგოსამ მშვენიერი მაგალითი მოგვცა. ჯერჯერობით კარგად მივდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად.

- რა მიგაჩნიათ "ტორპედოს" ძლიერ მხარედ და აქვს თუ არა გუნდს იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მოუმატოს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?

- ჯერ მხოლოდ რვა ტურია გასული და შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ფეხბურთის თამაში რომ შეგვიძლია, ეს ნაწილობრივ უკვე გამოჩნდა. ახალი შექმნილი გუნდია და ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, "ტორპედო" თითქმის სულ ბავშვებითაა დაკომპლექტებული.

მომავალს იმედის თვალით შევყურებთ, ზამთარში შეკრება გვექნება და, შესაძლოა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დავიმატოთ. საერთოდაც, რა შემადგენლობაც უნდა ჰყავდეს, ახალგაზრდები თუ გამოცდილები, "ტორპედოს" მიზანი ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იქნება. იმედი მაქვს, წლეულს ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ.

- თანაგუნდელებზე რას იტყვით, ყველაზე მეტად ვის გვერდით გიადვილდებათ და გსიამოვნებთ თამაში?

- ჩემი მხრიდან რომელიმე თანაგუნდელის გამოყოფა არაკორექტული იქნება. "ტორპედოს" მთავარი ძალა გუნდურ თამაშშია. რა თქმა უნდა, არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც უფრო შეთამაშებული ვარ და მათთან თამაში მსიამოვნებს კიდეც, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მთავარი ის არის, რომ მთლიანად გუნდმა ითამაშოს კარგად და ტემპი არ დავკარგოთ.

- გუნდი შედეგიანად თამაშობს, სტადიონზე კი გულშემატკივრების ნაკლებობაა. ამას რით ახსნით?

- "ტორპედო", პირველ რიგში, საკუთარი ქალაქისა და გულშემატკივრებისთვის თამაშობს და გულდასაწყვეტია, რომ ხალხი სტადიონზე აღარ დადის. არადა, დღევანდელი გუნდი, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, კარგ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. წესით, ასეთი ფეხბურთი მაყურებელსაც უნდა მოსწონდეს.

იმედი მაქვს, გულშემატკივარი სტადიონზე დაბრუნდება და ქუთაისური არენა მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც შეივსება. ჩვენ მათ თავდადებასა და კარგ შედეგს ვპირდებით!

- თქვენს ტექნიკურობას ყველა უსვამს ხაზს, მაგრამ ფიზიკურ კონდიციებს გიწუნებენ. თავად რას იტყვით საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებზე?

- ბავშვობიდან მოყოლებული, თითქმის ყველა მწვრთნელი ფიზიკურ სისუსტეზე მიმითითებდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია, საკუთარ თავზე ინტენსიურად ვმუშაობ, მწვრთნელიც მეხმარება. ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა მოვუმატო, თორემ თანამედროვე ფეხბურთში კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე არაფერი გამოვა.

- უკვე ხომ არ გაქვთ რომელიმე ძლიერ ლიგაში თამაშის სურვილი, თუ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი?

- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ძლიერ საფეხბურთო ლიგაში თამაში და გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა ჯერ საქართველოში უნდა დავამტკიცო, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. თანაც, "ტორპედოსთან" კიდევ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვეცდები, ჩემს მშობლიურ გუნდთან ერთად დასახულ მიზნებს მივაღწიო.

- ბოლოს ნაკრებზეც მინდა გკითხოთ. მას მერე, რაც 17-წლამდელთა ნაკრებში იყავით, სხვა ასაკობრივ გუნდებში აღარ გამოჩენილხართ. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

- ასაკით ახალგაზრდულ ნაკრებში მიწევს თამაში, მაგრამ... რა გითხრათ, სამწუხაროდ, შანსი ჯერ არ მომცემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!