25 წლის თავდამსხმელმა უმ ალ-ფაჰმის "მაკაბისთან" 8-თვიანი კონტრაქტი გააფორმა
ვახტანგ კვარაცხელია კარიერას ისრაელში გააგრძელებს. ეს ამბავი 25 წლის თავდამსხმელმა "ლელოს" თავად აცნობა.

"კონტრაქტი უმ ალ-ფაჰმის "მაკაბისთან" გავაფორმე. ეს გუნდი რანგით მეორე ლიგაში (ლეუმითლიგა) გამოდის.

კონტრაქტი 8-თვიანია და ამის მიუხედავად, გვაქვს შეთანხმება, რომ იანვრამდე საინტერესო წინადადება თუ გამომიჩნდა, წასვლის უფლება მექნება", - ამბობს კვარაცხელია.

ქართველი თავდამსხმელი საკითხის იურიდიული მხარის მოგვარებას ელოდება, რათა გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს:

"თუ ფეხბურთელის ტრანსფერის საერთაშორისო სერთიფიკატის საქმე დროულად მოგვარდა, უკვე 11 ოქტომბერს ახალი გუნდის ფორმით პირველად ვითამაშებ. წესით, ეს აქამდეც უნდა მოგვარებულიყო და 7-ში ფეთახ თიკვას "ჰაპოელთან" უნდა მეთამაშა კიდეც, მაგრამ ვერ მოესწრო".

სხვათა შორის, 25 წლის თავდამსხმელს ევროპალიგის მონაწილე ებრაულ კლუბში ჩარიცხვის რეალური იმედიც ჰქონდა:

"ორი თვეა, რაც ისრაელში ვარ. თავიდან რამათ-განის "ჰაპოელში" ვვარჯიშობდი. ეს გუნდი ისრაელის თასის მფლობელია და წლეულს ევროპალიგაზე გამოდიოდა, საიდანაც პორტუგალიურმა "ეშტორილმა" გამოაგდო.

თითქოს იქ დარჩენა გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ცალკე - ლეგიონერზე გადასახადის პრობლემამ და ცალკე - უცხოელებზე დაწესებულმა ლიმიტმა თამაშის უფლება საკმაოდ შემიზღუდა. ჩემ გამო ერთი ლეგიონერის გაშვებაც სურდათ.

მაგრამ ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ "ჰაპოელს" ამ ლეგიონერთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება არ მისცა და მეც ახალი კლუბის მოძებნა მომიხდა".

ლეუმითლიგაში 5 ტურია გასული და უმ ალ-ფაჰმის "მაკაბის" ჯერ ქულაც არ აქვს, ოღონდ... უცნაური ისაა, რომ ამ გუნდმა 5 ტურიდან მხოლოდ 2-ში ითამაშა.

იყო დრო, ვახტანგ კვარაცხელია ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად მიიჩნეოდა. სხვათა შორის, უმაღლესში პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა - ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი "თბილისში" გამოჩნდა; 17 წლისა, ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, "ლიონში" სტაჟირებაზე იმყოფებოდა; შემდეგ იყო ლიტვური "ვეტრა", რუსთავის "ოლიმპი"...

კარიერის საუკეთესო წლები "ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც სტაბილურად თამაშობდა და გოლებიც მრავლად გაჰქონდა. კვარაცხელიამ ითამაშა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც და პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ირლანდიას გოლიც გაუტანა.

2010 წლის ზაფხულში კვარაცხელია მშობლიური ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, მაგრამ არ გაუმართლა - უმძიმესი ტრავმის გამო თითქმის ერთი წელი გაუცდა და ორი სეზონის განმავლობაში სულ 28 ოფიციალური მატჩი (3 გოლი) ჩაატარა.

სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ტანმაღალი ფორვარდი რამდენიმე გუნდში ისინჯებოდა, თუმცა ტრანსფერამდე საქმე არ მისულა. წლეულს კი "ტორპედოსთან" ერთად ესპანურ შეკრებაზეც იყო, მაგრამ ფორმა სრულად ვერ აღიდგინა და კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მარტში კვარაცხელიამ დროებით რუსთავს მიაშურა, მაგრამ საქართველოში გაჩერება არ სურდა. სხვათა შორის, ყოფილმა ვიტჯორჯიელმა პირველი სერიოზული ტრავმა 2010 წელს... ისრაელში მიიღო - ერთ-ერთ ებრაულ კლუბში სინჯებზე წავიდა და ფეხმოტეხილი დაბრუნდა. არადა, ერთი დღის შემდეგ კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გურია-ტორპედო 2:1 - გურულ-იმერული ტრიბუნა(ლი) [VIDEO]
ტორპედო-ჰობრო 2:1 - მოგება დანიის სუპერლიგელთან [VIDEO]
სიახლეები ქუთაისის "ტორპედოში": წილოსანი გადაწყდა, მიგინეიშვილი განიხილება
ოთარ კუსიანმა და ვახტანგ კვარაცხელიამ ლანჩხუთის "გურია" დატოვეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
უხვი გოლი თურქეთში შეკრებამდე - "ზუგდიდმა" "სამეგრელოსთან" ისპარინგა
ტორპედო-საპოვნელა 4:1 - "ფეარ პლეიმაც" გაიმარჯვა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები