ბუნდესლიგა: შალკემ და ვერდერმა კი ერთმანეთი უნდა დაჭამონ
იმის გამო, რომ შუა კვირაში სანაკრებო მატჩები იყო, ხოლო მომდევნო კვირაში კი ევროტურნირების მორიგი ტურია, ბუნდესლიგის მორიგი, მე-13 ტური გუშინ არ დაწყებულა. ცხრიდან შვიდი მატჩი დღეს გაიმართება, ხოლო ხვალ დანარჩენი ორი შეხვედრა შედგება.

ერთპიროვნული ლიდერი დორტმუნდის „ბორუსია“ მეოთხე ადგილზე მყოფ „ფრაიბურგს“ სტუმრობს - გუნდს, რომელიც „მაინცს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ არანაკლებ სენსაციურად ასპარეზობს, ვიდრე თომას ტუხელის გუნდი, რომელმაც სეზონის დასაწყისში მთელი ევროპა აალაპარაკა, ახლა კი, მოლოდინისამებრ "ბუქსაობას" მოჰყვა და უკვე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. გელზენკირხენში სახელოვანი დუელი გაიმართება: „შალკე“ „ვერდერს“ მასპინძლობს, საღამოს კი, „ლევერკუზენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს. ხვალ, უმძიმეს კრიზისში მყოფი „კიოლნი“ „შტუტგარტს“ დაუხვდება, „ზანკტ პაული“ კი - „ვოლფსბურგს“.

შალკე-ვერდერი

წინასატურო მიმოხილვა „შალკე“-„ვერდერით“ დავიწყოთ. ზუსტად ერთი წლის წინ, გელზენკირხენული კლუბი 13 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის ლიდერი იყო, ბრემენელები კი მეორე ადგილზე იყვნენ. გავიდა ერთი წელი და მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია: „შალკე“ მე-16 ადგილზეა, „ვერდერი“ კი მეთორმეტეზე. დიდი შანსია, რომ „შალკეს“ თავკაცმა ფელიქს მაგათმა, გამთამაშებლის პოზიციაზე ესპანელი ხურადოს ნაცვლად კვლავ ბრაზილიელი ედუ ათამაშოს, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან კარგ ფორმაშია და ერთი კვირის წინ, „ვოლფსბურგთან“ არა მარტო ჩინებულად ითამაშა, არამედ საგოლე პასიც მიითვალა. ბრემენელებს კი, სამმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის წევრი, მარჯვენა მცველი კლემენს ფრიტცი უბრუნდებათ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: „შალკე“ „ვერდერისთვის“ ძალიან კომფორტული მეტოქეა - გელზენკირხენელები არცერთ სხვა გუნდთან არ მარცხდებიან ისე ხშირად, როგორც „ვერდერთან“.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი, მორიტცი - ფარფანი, ედუ - რაული, ჰუნტელაარი.

ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ვესლი, დ. იენსენი - ჰანტი - მარინი, უგო ალმეიდა.

ფრაიბურგი-ბორუსია დ.

რისი, უფრო სწორად, ვისი უნდა ეშინოდეს დორტმუნდის „ბორუსიას“ „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ? ვფიქრობთ, კითხვა ძალიან ლოგიკურია მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია“ შესანიშნავ ფორმაშია. სხვათა შორის, „ფრაიბურგიც“ არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. მოკლედ: წინა ტურში, „ფრაიმ“ „ჰოფენჰაიმი“ რომ დაამარცხა (1:0), გამარჯვების მთავარი შემოქმედები ორნი იყვნენ - მეკარე ოლივერ ბაუმანი, რომელმაც ყველაფერი მოიგერია, რაც მოსაგერიებელი იყო, ან არ იყო და თავდამსხმელი პაპის დემბა სისე, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა. „ფრაიბურგი“ ცხრილის ზედა ნაწილში ძალიან ჩუმად და უხმაუროდ დაძრომიალობს. გუნდს სულ 18 გოლი აქვს გატანილი და აქედან, 10 გოლი სწორედ სენეგალელი თავდამსხმელის, სისეს ანგარიშზეა, რომელიც ბომბარდირთა რეიტინგში მეორე ადგილზეა. აი, „ბორუსიაში“ კი გოლების პროცენტული რაოდენობა ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის გადანაწილებული: განვლილ 12 ტურში გოლები ცხრა დორტმუნდელმა გაიტანა. შედარებისთვის, „ფრაიბურგიდან“ გოლების გატანას დღემდე მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი ახერხებდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - შუსტერი - პუცილა, როზენტალი, მაკიადი, აბდესადკი - სისე.

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი.

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი

„ჰოფენჰაიმმა“ ზედიზედ ორი თამაში წააგო, პოზიციები დაკარგა და არც ახლა დგას მარტივი ამოცანის წინაშე - „სოფლელები“ ფრანკფურტში ჩადიან. „აინტრახტს“ დღეისათვის გასაოცარი შედეგი აქვს: რვამატჩიანი წაუგებელი სერია და თანაც, მიხაელ სკიბეს გუნდმა ამ რვა თამაშიდან 6 მოიგო, რის გამოც, სამართლიანადაა მეხუთე ადგილზე. ფრანკფურტელთა გუნდში თავდამსხმელი თეოფანის გეკასი (11 გოლი, პირველი ადგილი ბომბარდირებში) და დაცვის ხაზი (ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა მთელ ბუნდესლიგაში) ბრწყინავს. წინა ტურში ფრანკფურტელებმა ბრემენში ფრეს (0:0) მიაღწიეს და იმ მატჩში დაცვის დაშავებული ბურჯის, მაიკ ფრანცის ნაცვლად შესულმა ალეკსანდარ ვასოსკიმაც შესანიშნავად ითამაშა. ფრანცი ჯერ კიდევ ტრავმირებულია და შესაბამისად, დღესაც ვასოსკი იასპარეზებს.

ჰანოვერი-ჰამბურგი

„აინტრახტთან“ ერთად, ჯერ კიდევ საკმაოდ კარგად გამოიყურება „ჰანოვერი“, რომელიც „ჰამბურგს“ მასპინძლობს. „წითლებმა“ წინა ტურში „მაინცი“ დაამარცხეს (1:0) და სხვათა შორის, იმ მატჩში, იან შლაუდრაფმა ითამაშა, თანაც ძალიან კარგად. ამ ფაქტს ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ მირკო სლომკას შლაუდრაფი ზარმაცობის გამო დიდხანს დასჯილი ჰყავდა. დიდი შანსია, რომ მირკომ ერთ დროს ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად მიჩნეული ნახევარმცველი დღეს ისევ ათამაშოს. მიუხედავად ფორმაში შესვლისა, „ჰანოვერი“ შლაუდრაფს მაინც გაყიდვას უპირებს - საუკეთესო შემთხვევაში იანვარში. რაც შეეხება მეტოქე „ჰამბურგს“: ჩრდილოელებს რუუდ ვან ნისტელროისა და ელჯერო ელიას სახით ორი ლიდერი კი გამოუჯანმრთელდათ, მაგრამ სამაგიეროდ, დაშავდა გუნდის დაცვის ბურჯი იორის მატიისენი, თანაც, ძალიან დიდი ხნით.

ბორუსია (მ)-მაინცი

ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფი „გლადბახი“ და მესამეადგილოსანი „მაინცი“ ერთმანეთს განსხვავებულ ხასიათზე მყოფები ხვდებიან. მიონხენგლადბახელებმა წინა ტურში დერბი მოიგეს, თანაც დიდი ანგარიშით (4:0 კიოლნთან) და შესაბამისად, იქ ყველა ბედნიერია, „მაინცი“ კი „ჰანოვერთან“ დამარცხდა და ტუხელის გუნდს საკუთარმა ქომაგებმა ისე უსტვინეს, თითქოს „მაინცი“ ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის ხოლმე და მესამე ადგილზე ჩამოქვეითება არ მოეწონათ. საინტერესოა, როგორ გააგრძელებს „მაინცი“ ასპარეზობას და როგორ ჩაამთავრებს პირველ წრეს. ტუხელი ამბობს, ბიჭებს თითქოს ფეხბურთის თამაში აღარ უნდათ და არ ვიცი, რა ვქნაო. ამ ლოგიკით, „მაინცმა“ მიონხენგლადბახშიც უნდა წაიფორხილოს.

ნიურნბერგი-კაიზერსლაუტერნი

„ნიურნბერგისა“ და „კაიზერსლაუტერნის“ მატჩს ფრანკების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მარცხენა მცველი ხავიერ პინოლა გამოაკლდება. არგენტინელმა წინა ტურში, „ბაიერნთან“ მატჩის დროს ბასტიან შვაინშტაიგერს შეაფურთხა, რის გამოც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. საინტერესო სტატისტიკა: „ნიურნბერგმა“ ბოლო ოთხი საშინაო მატჩიდან ოთხივე მოიგო, „კაიზერსლაუტერნმა“ კი ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან ხუთივე წააგო.

დღეს

შალკე-ვერდერი 18:30

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 18:30

ბორუსია (მ)-მაინცი 18:30

ფრაიბურგი-ბორუსია (დ) 18:30

ჰანოვერი-ჰამბურგი 18:30

ნიურნბერგი-კაიზერსლაუტერნი 18:30

ლევერკუზენი-ბაიერნი 21:30

ხვალ

შტუტგარტი-კიოლნი 18:30

ზტ. პაული-ვოლფსბურგი 20:30

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა