19 წლის ჩეხმა ჰოკეისტმა პოკერი შეასრულა
რეგულარული ჩემპიონატის პირველი კვირის შედეგების მიხედვით, აშკარად საუკეთესო გუნდად უნდა მივიჩნიოთ "სან ხოსე". "ზვიგენებმა", რომლებსაც ზაფხულში სერიოზული შევსება არ მიუღიათ, ორ სასტარტო შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს "ფინიქსი" და "ვანკუვერი", მესამე მატჩში კი ქვა ქვაზე არ დატოვეს "რეინჯერსისგან".

მატჩი, რომელიც გუშინდელი სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება იყო, სტუმრებისთვის ცუდად არ დაწყებულა. უკვე მეოთხე წუთზე "რეინჯერებმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და პირველი პერიოდის ბოლოს გაშვებული ორი დასანანი შაიბაც არ მოასწავებდა ნიუიორკელებისთვის კატასტროფას. გარდამტეხი მომენტი გახდა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ნიეტოს მიერ გატანილი შაიბა.

ამის შემდეგ "რეინჯერსის" დაცვა თავის თავს არ ჰგავდა და საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი "კოლდერ ტროფის" (სეზონის საუკეთესო ახალბედა) მომავალმა სავარაუდო მფლობელმა ტომაშ ჰერტლმა.

19 წლის ჩეხი "შარქსმა" 2012 წლის დრაფტზე აირჩია, მაგრამ გასული სეზონი ჰერტლმა "სლავიაში" გაატარა. მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის მონაწილემ შარშან, ჩეხეთის ჩემპიონატში 30 ქულა (18+12) დააგროვა. "სან ხოსეს" რიგებში სადებიუტო მატჩში ტომაშმა ერთი საგოლე პასი მიითვალა, "ფინიქსთან" კი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება "რეინჯერსთან" მატჩს, აქ ჩეხმა ისეთი შაიბები გაიტანა, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა.

პირველი გოლი გასწვრივი პასის შემდეგ შეაგდო, მეორე მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლისას, მესამე შაიბის დროს გოლკიპერის მოედანზე ითამაშა კარგად, მეოთხე კი ნამდვილი შედევრი აღმოჩნდა. ჰერტლმა პარტნიორისგან პასი მეტოქის ზონის გარეთ მიიღო, წინ დაიძრა, შაიბა ფეხებს შუა გაიტარა და ცხრიანში აუღებელი გაისროლა.

"სან ხოსე" დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში დასავლეთ კონფერენციის ცხრილს, ტომაშ ჰერტლი კი ბომბარდირთა სიას - მას შვიდი ქულა აქვს (6+1).

აილენდერსი-ფინიქსი 6:1

2:0, 3:1, 1:0

გოლები: 1:0 რეგინი-1 (ნელსონი-1), 2:0 ტავარესი-1 (ნილსენი-2, ოკსოპო-1), 3:0 დონოვანი-1 (რეგინი-1, ბეილი-2), 3:1 ჰანჟალი-1 (ბოდკერი-1, ვრბატა-1), 4:1 ტავარესი-2 (გრაბნერი-2, ბეილი-3), 5:1 კ. მაკდონალდი-1 (ნილსენი-3, გრაბნერი-3), 6:1 ბეილი-1 (ნილსენი-4, გრაბნერი-4).

ტორონტო-კოლორადო 1:2

0:0, 1:1, 0:1

გოლები: 1:0 ლუპული-2 (ეშტონი-1), 1:1 სერიჩი-1 (დაუნი-2, დუშენი-1), 1:2 პარენტო-3 (მაკგინი-2, მაკინონი-4).

პიტსბურგი-კაროლინა 5:2

1:0, 1:1, 3:1

გოლები: 1:0 ი. იოკინენი-1 (კროსბი-1, კუნიტცი-1), 2:0 პ. მარტინი-1 (ორპიკი-1, კროსბი-2), 2:1 ე. სტაალი-1 (ფოლკი-3, სეკერა-1), 2:2 გერბე-2 (დუაიერი-1, სეკერა-2), 3:2 ი. იოკინენი-2 (მალკინი-2, მაატა-1), 4:2 გლასი-1 (ვიტალე-1), 5:2 ი. იოკინენი-3 (მაატა-2, ბ. სუტერი-3).

ბაფალო-ტამპა ბეი 2:3 (ო)

0:0, 2:1, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ჰოჯსონი-1 (ვანეკი-1, მაკბეინი-1), 1:1 ტ. ჯონსონი-1 (ჰედმანი-1, პალატი-1), 2:1 მაკბენი-1 (ჰოჯსონი-2, ვანეკი-2), 2:2 პურსელი-2 (მელოუნი-1, სან ლუი-2), 2:3 კილორნი-1 (ბრიუერი-2, ფილპულა-1).

ნეშვილი-მინესოტა 3:2

3:1, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 პარიზე-3 (მ. კოივუ-2, რ. სუტერი-2), 1:1 ფორსბერგი-1 (ჰორნკვისტი-2, ს. ჯონსი-1), 2:1 კ. უილსონი-1 (კულენი-1, ფიშერი-2), 3:1 ნისტრიომი-1 (ბულიტი), 3:1 სპარჯონი-1 (ნიდერაიტერი-2, გრანლუნდი-3).

ფილადელფია-ფლორიდა 2:1

2:0, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 ბრეიდენ შენი-2 (ვორაჩეკი-1, ლეკავალიე-2), 2:0 ქობურნი-1 (კუტურიე-1), 2:1 ბ. ბოიესი-1 (ბ. კემპბელი-3, ბარკოვი-1).

ვანკუვერი-ნიუ ჯერსი 3:2 (ო)

0:1, 2:1, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 იაგრი-2 (ელიაში-1, ჟილდიცკი-4), 0:2 ელიაში-2 (ვოლჩენკოვი-2, იაგრი-1), 1:2 დ. სედინი-2 (ტანევი-1, სტენტონი-2), 2:2 ედლერი-1 (დ. სედინი-4, ჰ. სედინი-6), 3:2 გარისონი-3 (ბუტი-1).

სან ხოსე-რეინჯერსი 9:2

2:1, 4:0, 3:1

გოლები: 0:1 ბ. რიჩარდსი-3 (ბრასარი-1, სტეპანი-3), 1:1 ვლასიჩი-1 (პაველსკი-3), 2:1 დ. ბოილი-1 (ნიეტო-1, პაველსკი-4), 3:1 ნიეტო-1 (უინგელსი-1, პაველსკი-5), 4:1 ჰერტლი-3 (დეჟარდენი-2, დემერსი-1), 5:1 კუტური-2 (მარლო-1, ირვინი-2), 6:1 ჰერტლი-4 (ჯ. ტორნტონი-2), 6:2 დორსეტი-1 (ბ. ბოილი-2, სტრალმანი-1), 7:2 ჰერტლი-5 (დემერსი-2, ტაილერ კენედი-1), 8:2 ჰერტლი-6 (დემერსი-3, ნიემი-1), 9:2 ჯ. ბრაუნი-2 (ნიეტო-2, უინგელსი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველა დროის მესამე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "პიტსბურგი" დამუხრუჭდა
იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოვეჩკინი ოლ სტარის მიღმა
მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარი" სრულად დაკომპლექტდა
იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი "მოხუცი" იაგრია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სედინი ათასიანია
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წინ მხოლოდ გრეტცკი დარჩა
დღის სუპერგოგონა: დსთ-ის ულამაზესი ტანმოვარჯიშე გაშიშვლდა [VIDEO+PHOTO]