ლუისი სებას შესახებ
"ფერარის" ესპანელ პილოტს, ფერნანდო ალონსოს არ სჯერა, რომ ამ სეზონში კიდევ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

პირინეელის ჩამორჩენა ლიდერ სებასტიან ფეტელთან 77 ქულას შეადგენს. ამასთან, გერმანელს შეუძლია უკვე უახლოეს გრანპრიზე გახდეს ჩემპიონი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სებასტიანი მოიგებს იაპონიის გრანპრის, ალონსო კი მერვე ადგილზე ქვემოთ დაასრულებს რბოლას.

"თუ ვინმე ამ მომენტისთვის გადახედავს ფორმულა 1-ში ძალთა გადანაწილებას და მას ეტყვიან, რომ ალონსო კვლავაც იბრძვის ჩემპიონის ტიტულისთვის, ის უპასუხებს: "ეს სასწაულია! ასეთი რამ შესაძლებელია?"- ამბობს ალონსო "ეკიპთან" კომენტარში. - მაგრამ ჩვენ ამ სასწაულით ვცხოვრობთ უკვე 15 რბოლაა და იმედი გვაქვს, ოპტიმიზმს დარჩენილ ხუთ რბოლაშიც შევინარჩუნებთ.

კორეის გრანპრის წინ ზედიზედ სამი მეორე ადგილი მოვიპოვე და ეს არ მიუთითებს ჩვენს რეალურ პოტენციალზე. სინამდვილეში უნდა ვყოფილიყავით მესამე, მეოთხე ან მეხუთე ადგილზე. და აი, ამ სასწაულების შემდეგ კორეაში მეექვსე ადგილი გვქონდა.

ვფიქრობ, იაპონიაში სადღაც ამ შედეგებს შორის საშუალოს ვაჩვენებთ. რეალისტები უნდა ვიყოთ: "ფერარის" კვალიფიკაციაში მე-5-მე-8 ადგილების იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქცენტი უნდა ვიქონიოთ სარბოლო ტემპზე. თუ კარგ სტრატეგიას ავირჩევთ და საბურავებს გავუფრთხილდებით, მაშინ შევძლებთ სამეულში მოხვედრას".

ლუისი სებას შესახებ

"მერსედესის" ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა გადაწყვიტა, ნათელი მოჰფინოს თავის ურთიერთობას სებასტიან ფეტელთან. "ტვიტერში" თავის გვერდზე ლუისმა დაწერა, რომ გერმანელი "დიად ჩემპიონად" მიაჩნია და მისი წინა გამონათქვამები "რედ ბულის" პილოტის მისამართით არაკორექტულად იყო ინტერპრეტირებული.

კორეის გრანპრის შემდეგ "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფეტელი შედის ფორმულა 1-ის უდიადეს პილოტთა რიცხვში და ის უნდა დავაყენოთ მიხაელ შუმახერისა და ხუან-მანუელ ფანხიოს გვერდით, რომლებსაც ზედიზედ ოთხჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონობაო.

როცა ჰემილტონს სთხოვეს ჰორნერის განცხადების კომენტირება, მან უპასუხა: "ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვის აქვს უფლება განსაზღვროს, ვინ არის რეალურად საუკეთესო?"

გარდა ამისა, ჰემილტონმა აღნიშნა, რომ ფეტელის მუდმივი გამარჯვებები ჩემპიონატს მოსაწყენსა და იოლად პროგნოზირებადს ხდის. მისი აზრით, ასეთი ფორმულა 1 ნაკლებად აინტერესებთ მაყურებლებს.

თუმცა თავის "ტვიტერზე" ბრიტანელმა პატივისცემა გამოხატა ფეტელის მიღწევებისადმი. ლუისის თქმით, სებასტიანი სავსებით იმსახურებს თავის გამარჯვებებსა და ტიტულებს.

"ბევრმა წაიკითხა ჩემი კომენტარები სებასტიან ფეტელის მისამართით, - წერს ჰემილტონი. - მიმაჩნია, რომ განმარტება უნდა მივცე ჩემს სიტყვებს. სებასტიანი დიადი ჩემპიონია! და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია, მხიარული და მოკრძალებული. მან დაიმსახურა ეს წარმატება.

მე აღფრთოვანებული ვარ მისი შრომისუნარიანობით, სტაბილურად და უშეცდომოდ მუშაობით. ეს ჭეშმარიტი ჩემპიონის თვისებებია. იმის მიუხედავად, რას ვფიქრობთ თქვენ და მე მის მანქანაზე, საერთო ჯამში, ის შესანიშნავად ართმევს თავს თავის სამუშაოს. მოხარული ვარ, რომ ერთ ეპოქაში გამოვდივარ ისეთი შესანიშნავი პილოტის გვერდით, როგორიც სებასტიანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კორეის გრანპრი: ეს უკვე საინტერესო აღარ არის

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა