საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები აწ უკვე ჩავლილ სეზონში მიღებულ ტრავმებს იშუშებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები აწ უკვე ჩავლილ სეზონში მიღებულ ტრავმებს იშუშებს, რათა ახალ სპორტულ წელიწადს სრულად გამოჯანმრთელებული და ძალააღდგენილი შეხვდეს.

სხვადასხვა სახის პრობლემა ჯერ კიდევ მსოფლიოს პირველობამდე აწუხებდათ ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (66), ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური (81) იქაც ტრავმირებული ფეხით ჭიდაობდა და უკვე მაშინ ლაპარაკობდნენ ოპერაციის საჭიროებაზე, ევროპის კიდევ ერთი ბრინჯაოსმედალოსანის, ზებედა რეხვიაშვილის (73) ოპერაციაზე კი იმ შეჯიბრების შემდეგ აქტიურად ალაპარაკდნენ, როგორც გადაუდებელ აუცილებლობაზე.

თითქოს ეს და დანარჩენ ფალავანთა შედარებით უფრო მცირე ტრავმები არ გვეყოფოდა, უშუალოდ მსოფლიოს პირველობაზე მიღებულმა თავის ტრავმამ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილიც (73) ექიმთა სერიოზულ პაციენტად აქცია.

ამათგან რეხვიაშვილმა უკვე გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და ჩამსხვრეული ხრტილებიც ამოუღეს. მისი მდგომარეობა მოსალოდნელზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ვარჯიში განაახლა. ვარაუდობენ, რომ მას ამიერიდან სუნთქვის ტრადიციული პრობლემაც მოეხსნება, რაც მუდმივად აწუხებდა და რაც ცხვირის დაზიანებიდან მომდინარეობდა - სუნთქვაში უშლიდა ხელს.

ცხადია, მკითხველს ყველაზე მეტად ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის ამბავი აინტერესებს. მით უფრო, მასთან მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა - წონას იცვლის და 73 კილოგრამში გადადის, რაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემაც დაგვიდასტურა.

მოგეხსენებათ, მას საზარდული ჯერ კიდევ ოლიმპიადაზევე აწუხებდა და იმის შემდეგ ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა საზარდულის პრობლემამ ცოტა სხვა კუთხით იჩინა თავი და ევროპის პირველობაც ლამის ცალფეხამ მოიგო, გამაყუჩებლებით ჭიდაობდა.

როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ნაოპერაციები და დასუსტებული ფეხები დატვირთვას ვერ უძლებდა, რამაც საზარდულის ხელახალი პრობლემები გამოიწვია.

ამასთან, ოპერაციაც არაა სრული განკურნების გარანტია, ამას კი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც ემატება - სპორტსმენი ჯერ კიდევ იზრდება, მუდმივად წონის კლების რეჟიმში მყოფი ორგანიზმი კი ვერ მიჰყვება ამ კანონზომიერ პროცესს.

ესეც ასუსტებს სხეულს და ამიტომაც გადაწყვიტეს, 73-ში გადაიყვანონ, სადაც გაუზრდიან ვიტამინოზურ თუ სხვა სახის დახმარება-მკურნალობას და სპეციალური პროგრამით ავარჯიშებენ, რათა რაც შეიძლება, სწრაფად გაიაროს ადაპტაცია ახალ წონაში. თუმცა ოლიმპიური ჩემპიონი იქ მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე ტურნირში გამოსვლის შემდეგ მიიღებენ.

კახაბრიშვილი ვარაუდობს, რომ ის შეჯიბრებებზე ჭიდაობას რამდენიმე თვეში, დაახლოებით თებერვალში შეძლებს. ოღონდ მანამ - სულ რაღაც ერთ თვეში საქართველოს პირველობა ტარდება, სადაც ლიდერთა გამოსვლა აუცილებელია.

საკითხავია, შეძლებს კი იქ ჭიდაობას? უზნაძემ გვითხრა, რომ დააკვირდებიან, იქნება თუ არა მზად საამისოდ. ამ ეტაპზე კი მას ოპერაციას არ გაუკეთებენ და ამბულატორიული პრინციპით უმკურნალებენ.

საქართველოს ჩემპიონატი აქტუალური ტატალაშვილის და წიკლაურის შემთხვევაშიცაა. წიკლაური ამ დღეებში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.

ქართველი ექიმების დარად, გერმანელმა დასტაქრებმაც მისი ფეხი საოპერაციოდ მიიჩნიეს, თუმცა მოსალოდნელ შედეგზეც თან გააფრთხილეს - რეაბილიტაციას ერთი წელიწადი მაინც დასჭირდება, ანუ ერთი სეზონი გაგიცდებაო.

გასაგებია, რომ ვეტერანისთვის სეზონის გაცდენა აუნაზღაურებელი დანაკლისია და ამიტომ გერმანელთა მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას დასჯერდა - ოპერაციას არ გაიკეთებს, სანაცვლოდ კი ნემსებით იმკურნალებს. გერმანელთა თქმით, ეს კურსი მას 6 თვე ეყოფა, მერე კი ისევ თავიდან უნდა ჩაიტაროს და ასე ყოველ ნახევარ წელიწადში, კარიერის დასრულებამდე!

ტატალაშვილმა ტრავმა ბრაზილიაში მიიღო, მსოფლიოს პირველობაზე, როცა ყაზახ დასტან იკიბაიევთან შეხვედრაში მეტოქის ილეთზე თავით დაეცა ტატამზე.

მაშინ შეხვედრა კი გააგრძელა, მაგრამ ცხადად ეტყობოდა, დარტყმა რამდენად ძლიერი იყო. ის საოპერაციო არაა და წამლებით მკურნალობენ, თუმცა ესეც ხანგრძლივი პროცესია.

ამ სამეულიდან შავდათუაშვილი ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე ტოკიოში ნამდვილად წავა ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე", მაგრამ მხოლოდ ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობისთვის, ტურნირში კი არ იასპარეზებს.

ამასობაში ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ახალი სეზონისთვის ემზადება, რომლის უახლოესი შეჯიბრებაც 2-3 ნოემბერს თბილისში გასამართი ქვეყნის პირველობაა.

ნაკრებისა თუ ფედერაციის ხელმძღვანელთა მკაცრი მოთხოვნით, მასში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულოა - ტიტულისა და დამსახურების მიუხედავად, ვისაც კი ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია გააჩნია. ცხადია, გამონაკლისს დაუშვებენ, თუ ვინმეს ტრავმა აწუხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
ლევან წიკლაური მორიგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ავთანდილ ჭრიკიშვილი თავის წონაში მსოფლიოში საუკეთესოა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ᓑᓣᓓᓐᓞᓔᓨᓢᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ-ᓞᓠᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓫᓘᓣᓓᓝᓘᓡᓢᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓡᓠᓣᓚᓐᓓ ᓓᓐᓙᓝᓛᓞᓚᓔᓥᓢᓓᓐ
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓬᓘᓙᓚᓐᓣᓠᓘ ᓢᓠᓐᓕᓛᓘᓡ ᓨᓔᓛᕓᓔᓒ ᓕᓐᓠᓯᓘᓨᓡ ᓨᓔᓣᓓᓒᓐ
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ქართველი ძიუდოისტების სარეიტინგო წინსვლა
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია