თბილისელი ჩოგბურთელი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს
თბილისელი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

პირველ წრეში ესტონელი პოკრარის დამარცხების შემდეგ მე-8 ნომრად განთესილი ჩვენებური 10 ოქტომბერს ანა კლასენს (გერმანია) დაუპირისპირდა.

პირველი ხელი გორგოძემ 6:4 მოიგო, მეორე კი უფრო იოლად დათმო - 3:6. სამაგიეროდ, მე-3 სეტში შეძლო ძალების მობილიზება და ალემან მეტოქეს 6:4 სძლია.

მეოთხედფინალში იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარტინა კუბიჩიკოვასთან (ჩეხეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა ასევე დაძაბულ ორთაბრძოლაში აჯობა თანამემამულე ბარბორა სტეფკოვას - 3:6, 6:4, 6:3.

ამერიკული მაკონი ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირს მასპინძლობს. მე-4 ნომრად განთესილმა თბილისელმა ანა ტატიშვილმა 10 ოქტომბერს მეორე შეხვედრაც მოიგო - ამჯერად კანადელი კაროლ ჟაო ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 4:6, 6:0.

მეოთხედფინალში იგი ამერიკელ ნიკოლ გიბსს დაუპირისპირდება, რომელიც მე-2 წრეში თანამემამულე ალექსანდრა სტივენსონთან შეხვედრას 4:2-ს რომ იგებდა, მეტოქემ ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეკა გორგოძემ სენ მალოს ტურნირიც მოიგო
ეკა გორგოძე აღარ ხუმრობს - ზედიზედ მესამე ტურნირის მოგებისკენ მიიწევს
გორგოძე "როლან გაროსის" პირველ წრეში 18 წლის ტაუსონს შეხვდება
ეკა გორგოძემ ვალენსიის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო
გიორგი ლორიას საოცარი "სეივი" - 15 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი